მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55081.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მეღვინეობაში დაკავებული იყვნენ საკმაოდ მრავალრიცხოვან პროფესიონალთა ჯგუფები, ყველა განაგებდა თავის სფეროს.
Groups of fairly numerous professionals were engaged in wine-making, everyone caring for his own field.
55082.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
არსებობდა მეღვინე, მევენახე, მეზვრე და სხვ.
There were wine-makers, vine-growers, watchman vineyard, etc.
55083.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ყველას თავისი უბანი ჰქონდა მინდობილი: „სადაც კაი ვენახი იყო და კაი ღვინო გვარობდეს, რომ ჩვენმა მემარნემ ირჩიოს"...
Everyone had his own sphere entrusted: "Where the vineyard was good and where good wine was known to be made, for our wine-cellar manager to choose"...
55084.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„მემარნე ქვევრსა კარგად გაარეცხინებდეს... მეღვინეს მემარნეს მოაბარებდეს...“ და სხვ.
"The manager of the wine-cellar will have the jar rinsed well, the manager would account to the wine-maker..." etc.
55085.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ღვინის გარეშე არანაირი თავყრილობა არ შეიკვროდა: არც ქორწილი, არც ქელეხი არ გადაიხდებოდა.
There would be no gathering without wine – no wedding or funeral repast.
55086.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სტუმრობისას ელჩების თუ მოგზაურების მიღებისას, ღვინო უხვად ისმეოდა.
At the reception of guests, ambassadors or travellers wine was drunk lavishly.
55087.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მისდამი აუცილებლობით დადგენილი პატივი საყოველთაო იყო.
Respect for it – established by necessity – was universal.
55088.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ღვინო და პური ქრისტეს სისხლისა და ხორცის სანაცვლოდ აღიქმებოდა და მათ სიწმინდეებთან ათანაბრებდნენ.
Wine and bread replaced Christ's blood and flesh, being equated to holies.
55089.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ქართული ლხინი და გართობა საქვეყნოდ იყო განთქმული; მის შესახებ არაერთი უცხოელი ალაპარაკდა.
Georgian mirth and entertainment were renowned, as told by many foreigners.
55090.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
XV ს. შუახანებში საქართველოში მყოფი ვენეციელი ელჩი წერდა: „ღვინო უხვად იყო და განუწყვეტლივ გვაწვდიდნენ მერიქიფენიო”.
The Venetian envoy visiting Georgia in the mid-15th century, wrote: "Wine was in plenty, and we were constantly offered it by the cup-bearers".
55091.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ცოტა გვიან ელჩი კონტარინი ამბობს: „ქართველებს ღვინის სიუხვე საუკეთესო მასპინძლობად მიაჩნიათო“.
A little later, the ambassador Contarini said: "The abundance of wine is considered the best hospitality".
55092.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
არქანჯელო ლამბერტის შეუნიშნავს: „ვინც ბევრს დალევს ისე, რომ გონებას არ დაჰკარგავს, ის ღირსეულ კაცად ითვლებაო“.
Arcangelo Lamberti noted: "Who drinks much without losing his mind is considered a worthy man".
55093.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
1623-1654 წლებში საქართველოში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდა კრისტოფორო დე კასტელი.
Cristoforo de Castelli carried on missionary work in Georgia in 1627-1654.
55094.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მან დაგვიტოვა უნიკალური ჩანახატები საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე.
He left behind unique drawings on Georgia's political and economic life.
55095.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მის დიდძალ მასალაში ბლომადაა ქართველთა ყოფის ამსახველი სურათბი.
His rich legacy contains many drawings about Georgian life.
55096.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
კერძოდ კი ლხინისა და ღვინის სმისადმი მიძღვნილი, აი ზოგი მათგანის დასათაურება: „ღვინის სმის ცერემონიალი”, „პატარძლის სადღეგრძელოს სვამენ“, „ქალის წინ დაჩოქილი სვამს სადღეგრძელოს“ და სხვ.
Particularly about feasting and wine drinking, Here are some headings: "The Ceremonial of Wine Drinking", "Drinking the bride's toast", "Drinking a toast on his knees before a woman", etc.
55097.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
კასტელისათვის, როგორც უცხო კაცისათვის, ქართველთა ქცევაში ბევრი რამ გაკვირვებას იწვევს.
Much in the conduct of the Georgians causes the astonishment of Castelli as a foreigner.
55098.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„ქართველები ღვინის დიდი მსმელები არიან“.
"The Georgians are great drinkers".
55099.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„ქალები სმაში ძალიან თავშეკავებულნი არიან“.
"Women are very restrained in drinking".
55100.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„მრავალ ნადიმს დავსწრებივარ და არასოდეს არ მინახავს ღვინის მსმელი ქალი, კაცები კი ერთიდან უკანასკნელამდე მსმელები არიან“.
"I have attended many feasts but have never seen a woman drinking wine, while men are drinking from beginning to end".