მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55121.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მხოლოდ ერთი მაგალითის მოყვანა იქნება საკმარისი.
Only one example will suffice.
55122.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ საქართველოს ბევრ რაიონში - მხედველობაში გვაქვს მთის რაიონები, სადაც ვენახის გაშენება კლიმატური და ზონალური პირობების გამო შეუძლებელია.
Probably everyone has noticed that in many regions of Georgia - I mean mountain areas where vineyards cannot be planted owing to climatic and zonal conditions.
55123.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სინამდვილეში ადგილი ჰქონდა საუკუნეების მანძილზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მეტად გონივრულ ხერხს.
In reality, a very rational technique was applied, resulting from centuries of observations.
55124.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ბარში დაწურული ყურძნის წვენი მიჰქონდათ მთაში, სადაც წვენის დუღილის პროცესი გახანგრძლივებულია, და მთელი წლის განმავლობაში შეეძლოთ შუშხუნა ღვინის მირთმევა.
Transportation of grape juice pressed in the plain to the mountains, where the process of fermentation is prolonged, enabling people to drink sparkling wine all the year round.
55125.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სხვათა შორის, ეს პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიაშიცაა გამოყენებული, მაგრამ არა მთაში ატანით, არამედ ღვინის დაბალი ტემპერატურის საცავებში შენახვით.
Incidentally, this process is applied in modern technology too, however, not by transportation to the mountains, but by storage in low.
55126.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ღვინის დაყენებისა და შენახვის საქმეში ბევრი ისეთი დეტალი ჩანს, რომელიც მხოლოდ პრაქტიკული და მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების ნაყოფი შეიძლება იყოს.
Many details come to light in wine making and storage, which must be only the result of practical, centuries-old observations.
55127.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
თუ დავაკვირდებით ძველ მარნებს, თანდათანობით პროგრესს ადვილად შევამჩნევთ.
Examination of the arrangement of old wine-cellars does reveal progress.
55128.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მაგალითად, ერთ-ერთ ძველ მარანში, რომელიც ციხია-გორაზეა გათხრილი (კასპის რ-ნი), ქვევრები მხრებამდე იყო ჩაფლული.
Thus, in one old wine-cellar excavated at Tsikhia-gora (Kaspi district), the vine jars were buried up to their shoulders.
55129.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ასევე იყო ზოგი ქვევრი ურბნისის მარნებშიც.
The same was the case with some wine jars at Urbnisi wine-cellars too.
55130.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
შესაძლებელია, ქვევრების ასეთ დონეზე ჩაგდება მოსახერხებელი იყო ღვინის ამოსაღებად ან ქვევრის გასარეცხად, მაგრამ ქვევრების დაზიანება უფრო ადვილი იყო.
Perhaps burying the wine jars at such a level was convenient for drawing wine or rinsing them; however, damage of the jars was easier.
55131.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
და დიდი სიცხეების დროს ღვინოზე ზემოქმედების პროცესი საკმაოდ იზრდებოდა.
And the process of the action of the sun on the wine during hot weather increased.
55132.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ადრეულ საღვინე ჭურჭლებზე საუბრისას აღნიშნული გვქონდა, რომ ის დიდრონი დერგები, რომელთა მხრებსაც არცთუ იშვიათად ორნამენტები ამკობდა, მიწაში მხოლოდ ნაწილობრივ იდგმებოდა.
In discussing wine vessels I noted that the large dergis – whose shoulders were often ornamented – were probably buried only partially.
55133.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მათ მეტად ვიწრო ძირი ჰქონდათ და მიწაზე მყარად ვერ დადგამდნენ.
Having very narrow bottoms, they could not stand firmly on the surface of the earth.
55134.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
როგორც ირკვევა, საღვინე ჭურჭლების მიწაში ჩადგმა თანდათანობით, პრაქტიკული გამოცდილებით მოხდა.
Placement of wine vessels in the ground appears to have been a gradual process.
55135.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ისე რომ, ახ.წ.-ის მეოთხე საუკუნიდან მათ უკვე ყელამდე სვამენ.
So that from the 4th century A.D. they were buried to the neck.
55136.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საღვინე ჭურჭლად, არა მხოლოდ ღვინის გადასატანად, არამედ შესანახავადაც, თიხის ჭურჭელთან ერთად გამოიყენებოდა ტიკები და რუმბებიც.
Wineskins and leather-bags were also used as vessels not only for transporting wine but for storing it as well.
55137.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ასეთ ჭურჭლებს ვხედავთ ძველ ასურულ რელიეფებზედაც, ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია აქლემზე აკიდებული რამდენიმე რუმბი.
We find such vessels on Assyrian reliefs too, on one of which a camel loaded with several leather-bags is depicted.
55138.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სამწუხაროდ, მსგავსი მასალა ჩვენ არ გაგვაჩნია.
Unfortunately we do not possess similar material.
55139.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ცნობებს, რომლებიც ღვინის ხარკის სახით გადაზიდვას ეხება, ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ რუმბების საშუალებით იქნებოდა მოსახერხებელი.
However, bearing in mind the reports on the transportation of wine as tribute, this could have been feasible only by means of leather-bags.
55140.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საქართველოში შუა საუკუნეები თამამად შეიძლება ჩაითვალოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების უმაღლეს საფეხურად.
In Georgia the Middle Ages can safely be considered the acme of development of vine-growing and wine-making.