მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55261.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
თბილისთან ერთად მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ: დმანისი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, ახალქალაქი, გორი, ჟინვალი და სხვ.
Along with Tbilisi, important trading centres were: Dmanisi, Rustavi, Kutaisi, Telavi, Akhalkalaki, Gori, Zhinvali, etc.
55262.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
არქეოლოგიურ მასალებში, რომლებიც ამ ქალაქებშია მოპოვებული, უცხო ქვეყნებიდან შემოსული ნივთებიცაა დადასტურებული, სახელდობრ, ირანიდან, ბიზანტიიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, ჩინეთიდან, ჩრდ. კავკასიიდან და ა.შ.
The archaeological materials from these cities contain items from foreign countries, viz. Iran, Byzantium, Egypt, Syria, China, the Northern Caucasus, and so on.
55263.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ქართველი ვაჭრები მუდმივი სტუმრები იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ქალაქებისა, კერძოდ კი, შეიძლება დავასახელოთ ბარდავი, არდებალი, დარუბანდი, თავრიზი, ზენჯანი, ისპაჰანი, რეა, სულთანაბადი, დამასკო, ალეპო, კონსტანტინეპოლი, ტრაპიზონი და სხვ.
Many commodities were exported from Georgia, merchants from this country were constant guests of the countries just cited, in particular, Bardavi, Ardebil, Daruband, Tavriz, Zenjan, Ispahan, Rea, Sultanabad, Damascus, Aleppo, Constantinople, Trebizond, etc.
55264.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საქართველოდან უცხოეთში ბევრი საქონელიც გადიოდა - აბრეშუმი, ცხენები, ქსოვილები, ენდრო, ლითონის ნაწარმი და, რა თქმა უნდა, ღვინო, რომელიც საქართველოს ექსპორტის ძირითად საქონელს წარმოადგენდა.
Of the goods exported from Georgia we may name - silk, horses, fabrics, madder, metal wares, and of course wine – the chief item of Georgia's export.
55265.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სიმპტომატიურია, რომ საქართველოს საქარავნო გზებზე არსებულ სასტუმრო სახლებთან, ქარვასლა-ფუნდუკებთან, რომლებიც არქეოლოგიურად შესწავლილია (გრემი, გავაზი, ზაგემი), მრავალი ქვევრის შემცველი მარნებია დადასტურებული.
It is symptomatic that archaeological study of the guest houses existing along Georgia's caravan routes (Gremi, Gavazi, Zagemi) has brought to light wine-cellars with numerous wine jars.
55266.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის ამ ძირითადი წყაროს შესახებ შესანიშნავად იყვნენ ინფორმირებული მთელ იმდროინდელ მსოფლიოში, ამიტომაც იყო, რომ ძნელბედობის ხანაში, რომელიც საქართველოს XIII ს-ის 20-იანი წლებიდან დაუდგა, მტერი ამ ეკონომიკური საყრდენის მოშლას გამიზნულად ცდილობდა.
The entire world of that period was well aware of this principal source of Georgia's economic power, and during the hard times that set in for Georgia from the 1220<sup>s</sup> the enemy - upon entering Georgia – sought deliberately to destroy this economic mainstay.
55267.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ჩეხდა ვენახებს, ძირკვავდა ვაზებს, რომ ქვეყნისთვის სააარსებო საშუალება მოესპო და დაეჩოქებინა.
Cutting down vineyards, uprooting the vines in order to eliminate the means of existence of the country and bring it to its knees.
55268.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ამ მხრივ განსაკუთრებით თემურ-ლენგმა გამოიინა თავი.
Timur Lenk was especially notorious in this respect.
55269.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
აქ არ შეიძლება ხაზგასმით არ აღინიშნოს, რომ ვაზი საუკუნეების განმავლობაში ადამიანის სამსახურში ჩადგა არა მხოლოდ როგორც საკვები და ადამიანის მარჩენალი, არამედ გაცილებით მეტი ფუნქციის მცენარე.
It should be underlined here that the vine entered man's service not only as producer of food for his subsistence but it acquired a greater function.
55270.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ის ადამიანის სულის თანაზიარი გახდა.
He became a companion of man's soul.
55271.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მისდამი ადამიანის დამოკიდებულება ყოველთვის სათუთი იყო და ამ მხრივ მას სხვა ვერაფერი შეედრება.
Man's attitude towards the vine was always gentle, no other thing being comparable to it.
55272.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„ვენახსა შენსა არა შეიქცე მეორედ მოხილვად და არცაღა მარცვალი ვენახსა შენსა აღკრიბო, გლახაკთა და მწირთა დაუტევო იგი“.
"And thou shalt not glean thy vine yard, neither shalt thou gather every grape of thy vineyard, thou shalt leave them for the poor and stranger".
55273.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ვენახის გაჩეხვა, ვაზების მოთხრა მხოლოდ ველურთა ხელით შეიძლებოდა მომხდარიყო, ვისაც ვაზის ამქვეყნიური მისია არ ჰქონდა შეგნებული.
Cutting down a vineyard, uprooting vines could happen only at the hands of barbarians – who had no awareness of the mission of the vine in this world.
55274.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სწორედ ასეთები იყვნენ ტრამალებიდან გამოსული ბრბოები.
Such were the hosts issuing from the Asian expanses.
55275.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
თათარ-მონღოლთა ბატონობის დროს, საყოველთაო გაჭირვების პირობებში, მევენახეობის როლი საგრძნობლად გაიზარდა.
Under the sway of the Tatar-Mongols – under conditions of general hardship - the role of viticulture grew enormously.
55276.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ცხადია, ქვეყანას შემოეცალა გარებაზარი და ღვინის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი ინტენსივობით მოხდა მისი ათვისება შიდა საჭიროებისათვის.
Obviously, it lost the outer market, the export of wine diminishing appreciably; instead, its products were developed intensively for home needs.
55277.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მევენახეობის პროდუქტი - ყურძენი, ღვინო, ჩამიჩი, ჩურჩხელა - მთავარ პროდუქტად იქცა გაჭირვებული მოსახლეობისათვის.
The products of vine-growing - grapes, wine, raisins, churchkhela, must have turned into staple food for the needy population.
55278.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მევენახეობა და მეღვინეობის გამოცოცხლება XVI-XVII საუკუნეებიდან აშკარად იგრძნობა.
Revival of vine-growing and wine making was felt clearly from the 16<sup>th</sup> 17<sup>th</sup> centuries.
55279.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ქართველი ღვინის ვაჭრები კვლავ ჩნდებიან დარუბანდისა და არდებალის ბაზრებზე.
Georgian wine merchants are again encountered at the markets of Daruband and Ardebil.
55280.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ალექსანდრე კახთა მეფე რუსეთის ელჩებს უყვება: „თქვენ იცით, ჩემი ქვეყანა რა ურთიერთობაშია უცხო ქვეყნებთან...სტამბოლში, ევროპაში, გილანში, ყაზვინში, ჩემი ხალხი დადის ყველგან, როგორც ვაჭრები“.
Aleksandre the King of the Kakhetians told the Russian envoys: "You know about my country's relations with foreign countries...My people visit Istanbul, Europe, Gilan, Qazvin as merchants".