მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55321.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ამ მხრივ მეტად საინტერესოა ხევსურეთის ხატ-სალოცავებში შეწირული ვერცხლის თასები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში კულტმსახურების დროს გამოიყენებოდა.
Highly interesting in this respect are the silver cups offered to pagan prayer-houses in Khevsureti, used over the centuries in cult service.
55322.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მათ შორისაა მომცრო ზომის ძირბრტყელი თასები, ორ მოპირდაპირე მხარეს ფრინველთა ფიგურების გამოსახულებით.
Among them we find smallish flat-bottomed bowls, with representations of bird's figures on opposite sides.
55323.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ასეთი თასები ანტიკური ხანით თარიღდება და სრულიად დასაჯერებელია, რომ ისინი სწორედ კულტისთვის იყო შეწირული ქრისტიანობის მიღებამდე დიდი ხნით ადრე.
Such cups are dated to classical times and quite probably had been offered at a time long before the adoption of Christianity.
55324.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
დროთა განმავლობაში თასებს ემატებოდა ახალ-ახალი სამკაულები - ჯვრები, ძეწკვები, ვერცხლის ფულები; დღეისათვის ისინი კულტმსახურებისათვის საჭირო ვერცხლის ნივთების შეკვრას წარმოადგენენ.
In the course of time, ever new adornments were added to the cups: crosses, chains, silver coins, today forming a bunch of silver objects.
55325.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ვერცხლის საღვინე ჭურჭელზე, ასევე თასებზე, არც თუ იშვიათად ქართული წარწერებია მოთავსებული.
More often than not, Georgian inscriptions are found on silver wine vessels as well as cups.
55326.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მათი უმეტესობა მიძღვნაა რომელიმე ეკლესიისადმი.
Most of them are an offering to some church.
55327.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ზოგ შემთხვევაში პატრონის ვინაობაა აღნიშნული.
In some cases the owner's identity is indicated.
55328.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საინტერესოა, რომ ზოგზე წონაა მითითებული და ეს ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს.
Interestingly, on some the weight is given, the tradition being ancient.
55329.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საინტერესო წარწერებიანი ვერცხლის ჭურჭლებია ცნობილი ლაგოდეხის რაიონიდან - ე.წ. „მშვიდობიანის განძი".
Silver vessels with interesting inscriptions are known from Lagodekhi district – the so-called "Mshvidobiani hoard".
55330.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
დიდი ზომის ვერცხლის ჯამზე ალექსანდრე მეფის სახელია მოხსენებული, თუმცა რომელ ალექსანდრეზეა ლაპარაკი, ამის გარკვევა შეუძლებელია.
A large-sized silver bowl with the name of King Aleksandre inscribed is also known. However, it is not feasible to determine which Aleksandre is implied.
55331.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საინტერესო წარწერებია გაკეთებული რუისის ეკლესიისადმი შეწირულ ვერცხლის თასზე.
Interesting inscriptions are made on the silver cups offered to the Ruisi church.
55332.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ერთზე მეფე ერეკლე მეორის ნაზირის - დიმიტრის - მეუღლეყოფილი მონაზონი დომნაა მოხსენიებული, მეორეე - ერისთავის ძის, მირმანოზის მეუღლე თამარი; ერთზე არაგვის ერისთავი ბეჟანია აღნიშნული.
One mentions the nun Domna, former spouse of Dimitri, butler of king Erekle II, and another, Tamar spouse of Mirmanoz, son of the Eristavi; on one Bezhan the eristavi of Aragvi is referred to.
55333.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
გვხვდება მეფის ძის, ფარნაოზის, სახელიც.
The name of the king's son Parnaoz occurs also.
55334.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთი წარწერა, რომელიც შესრულებულია ლამაზი ქართული მხედრული ასოებით და რომლითაც ხაზი უნდა გაესვას თასებზე მოთავსებული წარწერების დიდ ისტორიულ ღირებულებას.
I shall specially quote an inscription done in handsome Georgian mkhedruli ('military') letters, underlining the considerable historical value of the inscriptions made on cups.
55335.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
თასი წელშია გამოყვანილი ბრტყელ სადგარზე დგას და წარწერა ირგვლივ შემოუყვება.
The cup is slender, on a flat support; the inscription runs round it.
55336.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„ქ. შენ წმინდისა და დიდებულისა და მთავარმოწამის გიორგისა ეკლესიას ლომისად წოდებულსა თასი ესე მსასოებელმან მფარველობისა შენისაგან ყოვლისა საქართველოსა მეფის ირაკლი მეორისა ძემან ვახტანგ მპყრობელმან არაგვისამან ოდეს 1797 წელსა აღამაჰმად ხანის მეორედ მომავლობა გვეგულებოდა და ჩვენ შენს დღესასწაულზედ მოვედით და არაგველნი სრულ იქ გვახლდნენ და შენი დიდებული ბავრაყი ნაღვარევის ეკლესიაში ჩამოვასვენეთ და იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ და უნაკლოდ ლაშქრობაზედ...
“Christ. To thy church of the holy and noble (and) protomartyr Giorgi, called Lomisa, Vakhtang son of King Erekle II of all Georgia, master of Aragvi, hoping for your protection, in 1797 offered this cup, when we expect ed a second invasion of Aga Muhammad Khan, and we came to your festival and all the Aragvians were there with us, and we brought your noble banner down to the Nagvarevi church and there all the Aragvians swore an oath on our loyalty and our marching out without anyone missing...
55337.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მოგართვით თასი ესე შეიწირე მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის რომელნიც არაგველნი აღა-მაჰმადხანის ომში მოსრნენ რათა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს იქმნენ“.
We have offered you this cup, accept it, like your Lord, and pray for those Aragvians who were slain in the war with Aga Muhammad Khan, for them to be worthy of eternal life".
55338.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
თასზე უძვირფასესი ცნობაა აღბეჭდილი არაგველთა შემართების შესახებ, როდესაც კრწანისის ომის ორი წლისთავზე ხმა დარხეულა მტრის მეორედ მოსვლის თაობაზე.
Imprinted on the cup is a most valuable piece of evidence on the valour of the Aragvians on the second anniversary of the Krtsanisi battle, when rumours had spread about the anticipated second inroad of the enemy.
55339.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
კრწანისის ომში არაგველებმა თავი გამოიჩენს უმაგალითო გმირობით: დღესაც ლეგენდად დადის 300 არაგველის თავგანწირვის ამბავი.
At the battle of Krtsanisi 300 Aragvians distinguished themselves with unprecedented bravery – the story of their self lessness is legendary today too.
55340.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
არაგველები ერთობით, ფიცით დამდგარან ლაშქრობაზე და ამ თასით ლომისის წმინდა გიორგისათვის აღა-მაჰმად-ხანთან ბრძოლაში დაღუპულთა საუკუნო ხსოვნა უთხოვნიათ.
At the meeting they swore to march out against Aga Muhammad Khan and with this cup solicited eternal memory for those who had perished in the earlier battle.