მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55621.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თასის შიდა მხარე მთლიანად დაკავებული აქვს ბოლნური ჯვრის ტიპის ფარგლით გამოყვანილ ტოლმკლავება მოოქრულ ჯვარს.
Of special significance is the fact that the interior of the cup is wholly occupied by a Bolnisi type gilt cross of equal arms.
55622.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
რაც მის ორმაგ ფუნქციაზე უნდა მიგვანიშნებდეს - წარმართულსა და შემდეგ კი ქრისტიანულზე.
Which suggests its dual function: first pagan and later Christian.
55623.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
აღნიშნული გამოსახულებებით ის IV-V საუკუნეების უნიკალური ნივთია.
These representations make the cup a unique item of the fourth-fifth centuries.
55624.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ქრისტიანობის დამკვიდრებით არნახული გაქანება მიეცა ჩვენში მევენახეობის აღმავლობას.
The establishment of Christianity gave an unprecedented impetus to the development of viticulture in this country.
55625.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
მარნები, რომლებიც ზევით ვახსენეთ, მხოლოდ შიდა საჭიროებისათვის არ იყო განკუთვნილი.
The wine cellars mentioned above were not designed to meet the needs of home consumption.
55626.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ყველაფრიდან ჩანს, რომ ადრეული პერიოდიდანვე ღვინო სასაქონლო პროდუქტს წარმოადგენდა.
It is obvious that from early times wine served as a commodity.
55627.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
თვით ეკლესია-მონასტრები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ღვინის წარმოებაში.
The churches and monasteries themselves were actually engaged in wine-making.
55628.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
და უნდა ითქვას, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე მათ ყველაზე უკეთ ორგანიზებული წარმოება ჰქონდათ არა მხოლოდ ღვინისა.
And it should be said that throughout the Middle Ages they had the best production of wine and not only this product.
55629.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
მათი სამეურნეო ზონები გამოირჩეოდნენ ირიგაციის ქსელით, ვენახების კარგი მოვლა-პატრონობით და აღრიცხვიანობით.
Their economic zones stood out for an irrigation network, good maintenance and care of vineyards, and accountancy.
55630.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
საწნახლებთან იდგა ეკლესიის მცირე ასლი, საიდანაც სათანადო მეთვალყურეობით ხორციელდებოდა დაკრეფილი ყურძნისა და ტკბილის განაწილება და დაბინავება.
A small outhouse of the church stood near the winepress from where the gathered grapes and must were distributed and housed.
55631.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ასეთი ყურადღება გასაგებია, ღვინო ხომ ბერ-მონაზონთა ერთ-ერთი მთავარი საკვები იყო.
This care is understandable, for wine was one of the major items of sustenance for the monks.
55632.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ძვ.წ.-ის I ათასწლეულის შუა ხანებიდან მევენახეობის დიდი აღმავლობა ჩანს,
From the middle of the 1st millennium B.C. viticulture appears to have been on the upgrade.
55633.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
საღვინე ჭურჭელი არქეოლოგიური აღმოჩენების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
Wine vessels constitute one of the chief components of archaeological finds.
55634.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
იწყება ქვევრების მიწაში ჩაფვლა, ვხვდებით მარანსაც.
Wine jars are being buried in the ground; wine cellars also occur.
55635.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ღვინის წარმოებაში ჩანს ორგანიზაციული მმართველობის სისტემა.
A system of organizational management is seen in the production of wine.
55636.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
საქართველოს ისტორიის ანტიკური, ათსაუკუნოვანი პერიოდი ძვ.წ. VI საუკუნიდან ახ.წ. IV საუკუნემდე მეღვინეობის ეპოქად შეიძლება ჩაითვალოს.
The classical, ten-century period of Georgian history, from the sixth century B.C. to the fourth century A.D., may be considered a period of viticulture.
55637.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
მის წინსვლაში დიდი როლი მიუძღვის არსებულ კულტებს.
The existing cults playing a major role in its progress.
55638.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ადრე ავღნიშნეთ, რომ ღვინო კულტ-მსახურებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო მისი იმ ძირითადი თვისების გამო, რომელიც იწვევდა ადამიანის თრობას, გამოთიშვას ამქვეყნიური პრობლემებიდან და სანატრელ სამყაროში თუნდაც მცირე ხნით შესვლას.
As noted above, wine was one of the indispensable attributes of cult worship, owing to its basic property of causing man's drunkenness, his switching off from his worldly problems and his entry, albeit for a short time, into the cherished world.
55639.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ბინადარი ცხოვრების ათვისებისთანავე ადამიანი უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
As soon as man adopted sedentary life he came to face great problems.
55640.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
რაც მეტად ისადგურებდა პროგრესი, მით უფრო ღრმავდებოდა საზოგადოებრივი უფსკრული.
Along with progress in life, the social chasm grew deeper.