მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55761.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ვერცხლის ჯამებს (მცხეთა, არმაზისხევი, ზღუდერი, გორი, არაგვისკარი), რომელთა ფსკერზე და ცენტრში სხვადასხვა გამოსახულებებია.
Silver bowls should be singled out (Mtskheta, Armaziskhevi, Zghuderi, Gori, Aragviskari), with various images depicted on the bottom and at the centre.
55762.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
პიტიახშის პორტრეტი, ანტიოეს გამოსახულება, იმპერატორ მარკ ავრელიუსის ფიგურა, ათინა პალადა სიუხვის ყანწით და სხვ. (ი.აფაქიძე, გ.გობეჯიშვილი, ალ.კალანდაძე, გ.ლომთათიძე).
The portrait of a pitiakhsh, the image of Antinous, that of the Emperor Marcus Aurelius, Athena Pallas with a cornucopia, etc. (A.Apakidze, G.Gobejishvili, A.Kalandadze, G.Lomtatidze).
55763.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვერცხლის ჯამები, რომელთა ფსკერზედაც საკურთხევლის წინ მდგომი ცხენებია გამოხატული.
Special interest is evoked by silver bowls, with horses standing in front of an altar depicted on the bottom.
55764.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ზოგ შემთხვევაში საკურთხეველზე ცეცხლი ჩანს, ზოგზე კი შეჭირული ხილი.
In some cases fire is seen on the altar, and in some, the offered fruit.
55765.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ზოგ ცხენს ფეხი აქვს აწეული საკურთხევლის წინ.
Some horses have one foot raised in front of the altar.
55766.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ცხადია, ამ გამოსახულებებით რელიგიური სცენა ცხენისადმი მსხვერპლშეწირვა წარმოგვიდგება, სადაც ცხენი მზის ამქვეყნიურ გამოსახულებად შეიძლება ვიგულისხმოთ.
Obviously, these representations point to a religious scene depicting an offering to the horse, where the latter may be presumed to be the expression of the sun, of this world.
55767.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
არის ერთი ნიმუში ვერცხლის ჭურჭლისა, რომელზედაც ტახი და ძაღლია გამოსახული.
There is a specimen of a silver vessel, depicting a wild boar and a dog.
55768.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ორივე მათგანი მაზდეანური სარწმუნოების თანმხლები ცხოველებია.
Both are animals attending the Mazdaic religion.
55769.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ტახი გამარჯვების ღმერთი ვერეტრაგნაა.
The wild boar is the god of victory Veretragna .
55770.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
„ავესტას“ მიხედვით, იგი წინ მიუძღვის მითრას ბოროტების დასათრგუნავად.
According to the Avesta, the wild boar leads Mithra to put evil down.
55771.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ძაღლი კი მირასთანაა და, როცა ის ხარს ჰკლავს, ჭრილობიდან გამომდინარე სისხლს ულოკავს.
The dog is with Mithra when the latter slays the bull, Licking the blood flowring from the wound.
55772.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
მეტად საინტერესოდ გამოიყურება საღვინე ვერცხლის დოქების კოლექცია, რომელთაგანაც ზოგის კედლები ნადირობის სცენებით არის რელიეფურად შემკობილი (არაგვისკარი).
The collection of silver wine jugs looks very interesting, the walls of some being ornamented in relief chiefly with hunting scenes (Aragviskari).
55773.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ერთ ვერცხლის თასზე სტილიზებული ჯიხვის გამოსახულებაა (რ.რამიშვილი).
One silver cup features a representation of a stylized ibex (Ramin Ramishvili).
55774.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ეჭვი არ არის, დიონისე, აგუნაცა და ბადაგონიც, განსაკუთრებით დიონისე, თავის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული კულტები იყვნენ.
There can be no doubt that Dionysus, Aguna and Badagoni too, especially Dionysus, were widespread cults in their respective countries.
55775.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
მათ საქართველოშიც მოახერხეს შემოჭრა.
They succeeded in penetrating into Georgia too.
55776.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
მაგრამ ქართულ სინამდვილეში - ვაზის სამშობლოში - ღვინის კულტი იმდენად ძლიერი იყო, რომ შემოსულმა კულტებმა მისი ამოგდება საერთო სადღესასწაულო პანთეონიდან ვერ შეძლეს.
However, in Georgian reality – the home of the vine – the cult of wine was so strong that they failed to oust it from the popular pantheon of festivals.
55777.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
სხვა ქვეყნების პოლიტიკური გავლენის შესუსტებისა თუ გაქრობისთანავე უცხო ღვთაებები ტოვებენ ასპარეზს.
Foreign gods left the scene in Georgia as soon as their political influence weakened or disappeared.
55778.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
კვლავ ქართული ფენომენი იწევს წინ.
The Georgian phenomenon remaining in the arena.
55779.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
ასეთნაირად წარმოჩნდება ღვინის კულტი საქართველოში რელიგიათა გზაჯვარედინზე - ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან ახ.წ. IV საუკუნემდე.
This is how we may picture the worship of wine in Georgia at the crossroads of religions, from the middle of the first millennium B.C. to the fourth century A.D.
55780.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ღვინის კულტი რელიგიათა გზაჯვარედინზე
IV საუკუნე ეს ის პერიოდია, როდესაც ღვინის კულტი ჩვეული ტრადიციით აგრძელება არსებობას, ოღონდ უკვე ახალი რელიგიური მრწამსის პირობებში.
The fourth century is the period when the cult of wine continues to exist in its usual tradition, but in conditions of a new religious belief.