მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55781.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ბიბლიური წიგნები ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს მევენახეობასთან დაკავშირებით, საიდანაც კარგად ჩანს ღვინის ადგილი ადამიანის ცხოვრებაში, შეაბამისად ადამიანის ზრუნვა და პატრონობა ვენახისასმი.
Biblical books contain much of interest in connection with viticulture, showing well the place of wine in man's life, hence his care and tending of the vine.
55782.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ვენახი ძველი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და მისი მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
The vine was one of the main cares of ancient man and the principal part of his economy.
55783.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
„განვადიდენ საქმენი ჩემნი; ვიშენე მე სახლებ, დავჰნერგე მე სავენახენი“.
"I undertook great works; I built myself houses and planted vineyards".
55784.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
საცხოვრისის მოწყობასთან ერთად ვენახის დანერგვა მთავარი პირობაა ფუძის გასამაგრებლად.
Upon building one's dwelling, planting of the vine is the main condition for consolidating one's hearth.
55785.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
საუკუნეების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა სავენახე ადგილების შერჩევის, ვაზის დანერგვის, ვენახების დაცვისა და ყურძნის წურვის წესები,
Selection of places for vineyards, rules of protecting vineyards and of pressing grapes for making wine were established step-by-step over the centuries.
55786.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
რაც კარგადაა ასახული იმავე ბიბლიურ წიგნებში:
This is reflected well in biblical books:
55787.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
„კაცმან ვინმე დაასხა ვენახი და ზღუდე გარემოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის მოქმედთა და წარვიდა”.
"A man planted a vineyard and put a wall round it, hewed out a wine press, and built a watch-tower; then he let it out to vine-growers and went abroad".
55788.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ანალოგიური გზაა ნაჩვენები ესაიას წინასწარმეტყველებაშიც:
The way is analogous in Isaiah:
55789.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ამ ტექსტების მიხედვით საკმაოდ კარგად ჩანს ვენახის გაშენების ჩამოყალიბებული წესი.
These texts show well the method of planting a vineyard.
55790.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ეს არის ვენახის სრულყოფილი სურათი, დაცულია ზღუდით და საყარაულო გოდოლით.
This is a perfect picture of a vineyard, protected with a wall and a watch-tower.
55791.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
აქვე ხდება ყურძნის დაწურვა საწნახელში.
Here the grapes were pressed in the winepress.
55792.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ზუსტად ანალოგიური სურათი არქეოლოგიურად დადასტურებულია ჩვენშიც, კერძოდ კახეთში, ძველი გავაზის ტერიტორიაზე.
An exactly analogous picture is evidenced archaeologically in Georgia, namely on the territory of ancient Gavazi in Kakheti.
55793.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
საურმე გზის ორივე მხარეს მოწყობილი ყოფილა სავენახე ადგილები, მიწა გაუთავისუფლებიათ ქვა-ღორღისაგან, რომლისაგანაც ვენახისთვის ქვაყრილიანი ზღუდე შემოუვლიათ.
Vineyards had been laid out on either side of the cart-road, the land was cleared of stones and pebbles, using the latter to build a stone wall.
55794.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
შუაში ყველა ვენახს ქვით ნაგები კვადრატული გეგმარების მცირე შენობა აქვს, ბიბლიაში „გოდოლს“ რომ ეძახიან.
In the middle of all vineyards there is a small square structure built of stones, called "watch-tower" in the Bible.
55795.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ასეთი ვენახების ბოლოში საწნახლებია მოწყობილი, ცალკე თეთრი და ცალკე შავი ყურძნის დასაწურავად.
At the end o such vineyards wine-presses are made, one for white and one for red wine.
55796.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
მართალია, გავაზური ვენახები შედარებით გვიანდელია და დაცილებულია ბიბლიური ტექსტების დროს, მაგრამ აშკარაა, რომ ტრადიციული ხელოვნება საერთოა მევენახეობის სხვადასხვა რეგიონისთვის.
True, the Gavazi vineyards are of a relatively late period and removed from biblical times, yet traditional art is obvious, which is common to wine-making regions.
55797.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ქართულ პარალელებში ახალი კომპონენტიც ჩნდება: ვენახებს გვერდით სარწყავი არხი ჩამოუდიოდა, რაც მოსავლიანობის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა.
A new component appears in the Georgian parallel: an irrigation ditch was dug along the vineyards, allowing to increase the cropping capacity considerably.
55798.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
საირიგაციო სისტემების მოწყობა სავენახე ადგილებში კარგადაა გამოკვლეული არქეოლოგიური შესწავლის შედეგად.
The construction of irrigation systems in vineyards is demonstrated well by archaeological studies.
55799.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
როგორც ჩანს, ვაზის არათუ ნაყოფიერება, არამედ მისი ფიზიკური არსებობა საქართველოს ბევრ კუთხეში სწორედ მორწყვაზე იყო დამოკიდებული.
Not only the fertility of the vine but its existence in many areas of Georgia appears to have depended on irrigation.
55800.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ვაზი და ირიგაცია
ბევრი მათგანი ტექნიკური გადაწყვეტილებით მართლაც სანიმუშოა და, რაც მთავარია, მათ შექმნას ეყრება საფუძველი უძველესი დროიდანვე.
The technical solution of many of these systems is exemplary and, which is most important, they date from earliest times.