მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560481.
ბიოლოგია | თავი XXVII
ისინი ადამიანის ნახევარზე მეტი დაავადების მიზეზია.
All told, prokaryotes cause about half of all human diseases.
560482.
ბიოლოგია | თავი XXVII
წელიწადში 2-3 მილიონი ადამიანი ფილტვების დაავადებით ტუბერკულოზით იღუპება, რომელსაც ბაცილა Mycobacterium tuberculosis იწვევს. კიდევ 2 მილიონი სხვა პროკარიოტებით გამოწვეული სხვადასხვა დიარეული დაავადებებით იღუპება.
Between 2 and 3 million people a year die of the lung disease tuberculosis, which is caused by the bacillus Mycobacterium tuberculosis, while another 2 million die from various diarrheal diseases caused by other prokaryotes.
560483.
ბიოლოგია | თავი XXVII
შეერთებულ შტატებში პარაზიტებით გამოწვეული დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია ლაიმის დაავადება.
In the United States, the most widespread pest-carried disease is Lyme disease.
560484.
ბიოლოგია | თავი XXVII
მას იწვევს ბაქტერია, რომლის გადამტანია ირმისა და მინდვრის თაგვის ტკიპები. ლაიმის დაავადება, თუ დროზე არ უმკურნალებთ, ართრიტს, გულის დაავადებასა და ნერვულ აშლილობას იწვევს.
Caused by a bacterium carried by ticks that live on deer and field mice, Lyme disease can produce debilitating arthritis, heart disease, and nervous disorders if untreated.
560485.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც წესი, პათოგენური პროკარიოტები დაავადებას იმით იწვევენ, რომ შხამს, ეგზოტოქსინს ან ენდოტოქსინს გამოყოფენ.
Pathogenic prokaryotes usually cause illness by producing poisons, which are classified as exotoxins or endotoxins.
560486.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეგზოტოქსინი პროკარიოტების მიერ სინთეზირებული ცილებია.
Exotoxins are proteins secreted by prokaryotes.
560487.
ბიოლოგია | თავი XXVII
სახიფათო დიარეული დაავადება ქოლერა, გამოწვეულია ეგზოტოქსინით, რომელსაც პროტეობაქტერია Vibrio cholerae ასინთეზებს.
Cholera, a dangerous diarrheal disease, is caused by an exotoxin released by the proteobacterium Vibrio cholerae.
560488.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეგზოტოქსინი ნაწლავის უჯრედებს ასტიმულირებს და ისინი ნაწლავებში და წყალში, ოსმოსის შედეგად, ქლორის იონებს ათავისუფლებენ.
The exotoxin stimulates intestinal cells to release chloride ions into the gut, and water follows by osmosis.
560489.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეგზოტოქსინის მოქმედების შედეგად დაავადება მაშინაც ვითარდება, როცა ეგზოტოქსინის მწარმოებელი პროკარიოტი ორგანიზმში აღარ არის.
Exotoxins can produce disease even if the prokaryotes that manufacture them are not present.
560490.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, სასიკვდილო დაავადება ბოტულიზმს იწვევს ბოტულინი. ეს ეგზოტოქსინია, რომელსაც გრამდადებითი ბაქტერია Clostridium botulinum გამოყოფს, რომელიც არასწორად დახუფული საკვების დუღილს იწვევს.
For example, the fatal disease botulism is caused by botulinum toxin, an exotoxin secreted by the gram-positive bacterium Clostridium botulinum as it ferments improperly canned foods.
560491.
ბიოლოგია | თავი XXVII
ენდოტოქსინები გრამუარყოფითი ბაქტერიის გარეგანი მემბრანის ლიპოპოლისაქარიდული კომპონენტებია.
Endotoxins are lipopolysaccharide components of the outer membrane of gram-negative bacteria.
560492.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეგზოტოქსინებისგან განსხვავებით, ენდოტოქსინები მხოლოდ ბაქტერიის სიკვდილის და მისი უჯრედის გარსის დაშლის შემდეგ გამოიყოფა.
In contrast to exotoxins, endotoxins are released only when the bacteria die and their cell walls break down.
560493.
ბიოლოგია | თავი XXVII
ენდოტოქსინის მწარმოებელი ბაქტერიის მაგალითია Salmonella-ს გვარის თითქმის ყველა სახეობა, რომლებიც, როგორც წესი, ჯანმრთელ ცხოველებში არ ბინადრობენ.
Examples of endotoxin-producing bacteria include nearly all species in the genus Salmonella, which are not normally present in healthy animals.
560494.
ბიოლოგია | თავი XXVII
Salmonella typhi ტიფის ციებ-ცხელებას იწვევს. Salmonella-ს რამდენიმე სხვა სახეობა, (ზოგი მათგანი ხშირია ფრინველებში) საკვებით მოწამვლას იწვევს.
Salmonella typhi causes typhoid fever, and several other Salmonella species, some of which are frequently found in poultry, cause food poisoning.
560495.
ბიოლოგია | თავი XXVII
მეცხრამეტე საუკუნიდან განვითარებად ქვეყნებში დაიწყო კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესება, რამაც პათოგენური პროკარიოტების მავნე გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა.
Since the 19th century, improvements in sanitation in the developed world have greatly reduced the threat of pathogenic prokaryotes.
560496.
ბიოლოგია | თავი XXVII
მრავალი სიცოცხლე ანტიბიოტიკებმა გადაარჩინა და ამან დაავადებების შემთხვევები შეამცირა.
Antibiotics have saved a great many lives and reduced the incidence of disease.
560497.
ბიოლოგია | თავი XXVII
თუმცა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა პროკარიოტების მრავალ შტამში ვითარდება.
However, resistance to antibiotics is currently evolving in many strains of prokaryotes.
560498.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც უკვე წაიკითხეთ, პროკარიოტების სწრაფი გამრავლების გამო ბუნებრივი გადარჩევის შედეგად პროკარიოტის პოპულაციაში რეზისტენტული გენები სწრაფად ვრცელდება. ეს გენები შეიძლება სხვა სახეობებშიც გავრცელდეს, გენების ჰორიზონტალური გადატანის შედეგად.
As you read earlier, the rapid reproduction of prokaryotes enables genes conferring resistance to multiply quickly throughout prokaryotic populations as a result of natural selection, and these genes can spread to other species by horizontal gene transfer.
560499.
ბიოლოგია | თავი XXVII
გენების ჰორიზონტალური გადატანის შედეგად ვირულენტობასთან ასოცირებული გენებიც ვრცელდება, ამიტომ უვნებელი პროკარიოტი გახდეს ფატალური პათოგენი შეიძლება.
Horizontal gene transfer can also spread genes associated, with virulence, turning normally harmless prokaryotes into fatal pathogens.
560500.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, E. coli, ჩვეულებრივ, ადამიანის ნაწლავების უვნებელი სიმბიონტია. მაგრამ წარმოიშვა პათოგენური შტამი, რომელიც სისხლიან დიარეას იწვევს.
E. coli, for instance, is ordinarily a harmless symbiont in the human intestines, but pathogenic strains that cause bloody diarrhea have emerged.