მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560501.
ბიოლოგია | თავი XXVII
ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შტამი, O157:H7, მიკრობიოლოგების ყურადღების ცენტრში პირველად 1982 წელს მოხვდა.
One of the most dangerous strains, called O157:H7, first came to the attention of microbiologists in 1982.
560502.
ბიოლოგია | თავი XXVII
დღეს მან გლობალური საფრთხე შექმნა.
Today it is a global threat.
560503.
ბიოლოგია | თავი XXVII
მხოლოდ შეერთებულ შტატებში O157:H7-ით ყოველწლიურად 75 000 ადამიანი ინფიცირდება, ინფექცია ხშირად ხორციდან ხვდება.
In the United States alone there are 75,000 cases of O157:H7 infection per year, often from contaminated beef.
560504.
ბიოლოგია | თავი XXVII
2001 წელს მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა O157:H7-ის გენომის სეკვენირება გააკეთა და E. coli-ს უვნებელი შტამის გენომს, K-12, შეადარა.
In 2001, an international team of scientists sequenced the genome of O157:H7 and compared it with the genome of a harmless strain of E. coli called K-12.
560505.
ბიოლოგია | თავი XXVII
მათ აღმოაჩინეს, რომ O157:H7- ის 5,416 გენიდან 1,387 გენს K-12-ში ორეული არა აქვს.
They discovered that 1,387 out of the 5,416 genes in O157:H7 have no counterpart in K-12.
560506.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეს 1 387 გენი O157:H7 გენომში უნდა გენების ჰორიზონტალური გადატანის შედეგად მოხვედრილიყო.
These 1,387 genes must have been incorporated into the genome of O157:H7 through horizontal gene transfer, most likely through the action of bacteriophages.
560507.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც ჩანს, ბაქტერიოფაგების მოქმედების შედეგად მრავალი შემოტანილი გენი ასოცირებულია პათოგენური ბაქტერიებით მასპინძლის ინვაზიასთან.
Many of the imported genes are associated with the pathogenic bacterium's invasion of its host.
560508.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ზოგი გენი აკოდირებს ეგზოტოქსინს, რომლის მეშვეობით O157:H7 უკავშირდება ნაწლავის კედელს და იღებს იქიდან საკვებს.
For example, some genes code for exotoxins that enable O157:H7 to attach itself to the intestinal wall and extract nutrients.
560509.
ბიოლოგია | თავი XXVII
პათოგენური პროკარიოტები ბიოტერორიზმის მხრივაც პოტენციური საფრთხეა.
Pathogenic prokaryotes pose a potential threat as weapons of bioterrorism.
560510.
ბიოლოგია | თავი XXVII
2001 წლის ოქტომბერში ციმბირული წყლულის გამომწვევი ბაქტერიის, Bacillus anthracis-ის ენდოსპორები, იპოვეს კონვერტებში, რომლებიც მედიისა და შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლებმა მიიღეს.
In October 2001, endospores of Bacillus anthracis, the bacterium that causes anthrax, were found in envelopes mailed to members of news media and the U.S. Senate.
560511.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეს საფრთხე გახდა პათოგენური პროკარიოტების სახეობების ინტენსიური კვლევის სტიმული.
The threat has stimulated intense research on pathogenic prokaryotic species.
560512.
ბიოლოგია | თავი XXVII
ახალი ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების განვითარების იმედით, 2003 წლის მაისში, მერილენდის გენეტიკური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა, 2001 წლის იერიშში გამოყენებული B. -ის სრული გენომი გამოაქვეყნეს.
In May 2003, scientists at the Institute for Genomic Research in Maryland published the complete genome of the strain of B. anthracis that had been used in the October 2001 attack, in the hope of developing new vaccines and antibiotics.
560513.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტები კვლევასა და ტექნოლოგიებში.
Prokaryotes in Research and Technology.
560514.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების მეტაბოლური შესაძლებლობების ხარჯზე უამრავ სარგებელს ვიღებთ.
On a positive note, we reap many benefits from the metabolic capabilities of prokaryotes.
560515.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, რძიდან ყველისა და იოგურტის მისაღებად ბაქტერიებს დიდი ხანია ვიყენებთ.
For example, humans have long used bacteria to convert milk to cheese and yogurt.
560516.
ბიოლოგია | თავი XXVII
ჩვენი ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ბოლო წლებში პროკარიოტების გამოყენება ბიოტექნოლოგიაშიც დავიწყეთ.
In recent years, our greater understanding of prokaryotes has led to an explosion of new applications in biotechnology.
560517.
ბიოლოგია | თავი XXVII
E. coli-ს გენების კლონირებაში, Agrobacterium tumefaciens კი ტრანსგენური მცენარეების შექმნაში იყენებენ.
The use of E. coli in gene cloning and of Agrobacterium tumefaciens in producing transgenic plants are two examples.
560518.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების ძირითადი როლი ბიოაღდგენაა. ისინი ნარჩენებისგან ნიადაგს, ჰაერს ან წყალს ათავისუფლებენ.
Prokaryotes are the principal agents in bioremediation, the use of organisms to remove pollutants from soil, air, or water.
560519.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ანაერობული ბაქტერიები და არქეები დაბინძურებულ ორგანულ მასალას შლიან, მაგალითად, კანალიზაციის დაბინძურებულ წყალს ასუფთავებენ, და იქ არსებულ მასალას გარდაქმნიან ნივთიერებად, რომლის გამოყენება, ქიმიური სტერილიზაციის შემდეგ, როგორც ნარჩენების გადასამუშავებლად, ასევე სასუქად შეიძლება.
For example, anaerobic bacteria and archaea decompose the organic matter in sewage, converting it to material that can be used as landfill or fertilizer after chemical sterilization.
560520.
ბიოლოგია | თავი XXVII
ბიოაღდგენის სხვა მეთოდებში რადიოაქტიური ნარჩენების დაშლა და ნავთობის დაღვრის შედეგების ნეიტრალიზაცია.
Other bioremediation applications include breaking down radioactive waste and cleaning up oil spills.