მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560461.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების კონკრეტულ სახეობებს მომგებიანი კავშირი აქვს სხვა პროკარიოტებთან (მეტაბოლური კოოპერაცია), ზოგი პროკარიოტი კი მსგავს ინტიმურ კავშირს ევკარიოტებთან ქმნის.
Just as certain species of prokaryotes have beneficial associations with other prokaryotes (metabolic cooperation), some prokaryotes form similarly intimate relationships with eukaryotes.
560462.
ბიოლოგია | თავი XXVII
პირდაპირი კავშირის მქონე სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების ეკოლოგიური კავშირი სიმბიოზის სახელით ცნობილია (ბერძნულად „ ერთად ცხოვრება”).
An ecological relationship between organisms of different species that are in direct contact is called symbiosis (from a Greek word meaning "living together").
560463.
ბიოლოგია | თავი XXVII
თუ ერთი სიმბიოზური ორგანიზმი მეორეზე ბევრად დიდია, უფრო დიდს მასპინძელს უწოდებენ, პატარას კი სიმბიონტს.
If one of the symbiotic organisms is much larger than the other, the larger is known as the host and the smaller is known as the symbiont.
560464.
ბიოლოგია | თავი XXVII
სიმბიოზურ კავშირებს ყოფენ მუტუალიზმად, კომენსალიზმად და პარაზიტიზმად.
Symbiotic relationships are categorized as either mutualism, commensalism, or parasitism.
560465.
ბიოლოგია | თავი XXVII
მუტუალიზმის შემთხვევაში ორივე სიმბიონტი სარგებელს იღებს.
In mutualism, both symbiotic organisms benefit.
560466.
ბიოლოგია | თავი XXVII
კომენსალიზმის შემთხვევაში სარგებელს ერთი ორგანიზმი იღებს, მეორე კი არც ზიანდება და არც სარგებლობს.
In commensalism, one organism benefits while neither harming nor helping the other in any significant way.
560467.
ბიოლოგია | თავი XXVII
პარაზიტიზმის შემთხვევაში ერთი ორგანიზმი, პარაზიტი, მასპინძლის ხარჯზე იღებს სარგებელს.
In parasitism, one organism, called a parasite, benefits at the expense of the host.
560468.
ბიოლოგია | თავი XXVII
მრავალი ევკარიოტის კეთილდღეობა, მათ შორის ჩვენიც, დამოკიდებულია მუტუალისტურ პროკარიოტებზე.
The well-being of many eukaryotes-yourself includeddepends on mutualistic prokaryotes.
560469.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ადამიანის ნაწლავები დაახლოებით 500-1000 სახეობის ბაქტერიის სახლია; მათი უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის რაოდენობაზე მეტია.
For example, human intestines are home to an estimated 500 to 1,000 species of bacteria; their cells outnumber all human cells in the body by as much as ten times.
560470.
ბიოლოგია | თავი XXVII
აქედან მრავალი სახეობა მუტუალისტია, ისინი იმ საკვებს ინელებენ, რომელსაც ჩვენი ნაწლავები ვერ შლიან.
Many of these species are mutualists, digesting food that our own intestines cannot break down.
560471.
ბიოლოგია | თავი XXVII
2003 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის (სენტ ლუისი) მეცნიერებმა ნაწლავების ერთ-ერთი მუტუალისტის, Bacteroides thetaiotaomicron-ის პირველი სრული გენომი გაშიფრეს.
In 2003, scientists at Washington University in St. Louis published the first complete genome of one of these gut mutualists, Bacteroides thetaiotaomicron.
560472.
ბიოლოგია | თავი XXVII
გენომში გენების ფართო სპექტრია, რომლებიც ნახშირწყალბადების, ვიტამინებისა და ადამიანისთვის საჭირო სხვა საკვების სინთეზში მონაწილეობს.
The genome includes a large array of genes involved in synthesizing carbohydrates, vitamins, and other nutrients needed by humans.
560473.
ბიოლოგია | თავი XXVII
ბაქტერიის სიგნალი საკვების აბსორბციისთვის აუცილებელ, ადამიანის ნაწლავების სისხლძარღვების ბადის გენებს ააქტიურებს.
Signals from the bacterium activate human genes that build the network of intestinal blood vessels necessary to absorb food.
560474.
ბიოლოგია | თავი XXVII
სხვა სიგნალები იწვევს ადამიანის უჯრედების ინდუქციას და ისინი ისეთი ანტიმიკრობული კომპონენტის სინთეზს იწყებენ, რომლის მიმართ B. thetaiotaomicron არ არის მგრძნობიარე.
Other signals induce human cells to produce antimicrobial compounds to which B. thetaiotaomicron is not susceptible.
560475.
ბიოლოგია | თავი XXVII
B. thetaiotaomicron -ის წარმატებისთვის საჭიროა სხვა კონკურენტი ბაქტერიების მოცილება, რაც ადამიანისთვისაც სასარგებლოა.
Keeping other competing bacteria out of the intestines benefits B. thetaiotaomicron as well as its human host.
560476.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტებს ადამიანებზე ორივე, კარგი და ცუდი გავლენა აქვს.
Prokaryotes have both harmful and beneficial impacts on humans.
560477.
ბიოლოგია | თავი XXVII
ყველაზე კარგად ცნობილია ის პროკარიოტები, რომლებიც ადამიანის დაავადებების გამომწვევია. პათოგენები პროკარიოტების მხოლოდ მცირე ნაწილია.
While the best-known prokaryotes tend to be those that cause illness in humans, these pathogens represent only a small fraction of prokaryotic species.
560478.
ბიოლოგია | თავი XXVII
მრავალ პროკარიოტს ადამიანთან დადებითი კავშირი აქვს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
Many other prokaryotes have positive interactions with humans, even serving as essential tools in agriculture and industry.
560479.
ბიოლოგია | თავი XXVII
პათოგენური პროკარიოტები.
Pathogenic Prokaryotes.
560480.
ბიოლოგია | თავი XXVII
ადამიანის პარაზიტ პროკარიოტულ სახეობებს ცუდი რეპუტაცია აქვს.
The prokaryotic species that are human parasites deserve their negative reputation.