მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560921.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქაროფიტების მსგავსი წინაპრების, როგორც მინიმუმ, ერთი პოპულაციის მიერ ასეთი ნიშან-თვისებების დაგროვება, მათ შთამომავლობას, ხმელეთის პირველ მცენარეებს, სანაპირო ზოლში მუდმივად არსებობის საშუალებას აძლევდა.
It is likely that the accumulation of such traits by at least one population of charophycean ancestors enabled their descendants-the first land plants-to live permanently above the waterline.
560922.
ბიოლოგია | თავი XXIX
ასეთი ევოლუციური სიახლეების საშუალებით შესაძლებელი გახდა ხმელეთზე განსახლება, რასაც მრავალი სარგებელი ჰქონდა.
These evolutionary novelties opened an expanse of terrestrial habitat, a new frontier that offered enormous benefits.
560923.
ბიოლოგია | თავი XXIX
მზის კაშკაშა სინათლეს აქ წყალი და პლანქტონი არ ფილტრავდა, ატმოსფერო დიდი რაოდენობით CO2-ს შეიცავდა.
The bright sunlight was unfiltered by water and plankton; the atmosphere had an abundance of CO2.
560924.
ბიოლოგია | თავი XXIX
მინერალური საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში ფიტოფაგები და პათოგენები მხოლოდ მცირე რაოდენობით იყო.
The soil was rich in mineral nutrients; and initially there were relatively few herbivores and pathogens.
560925.
ბიოლოგია | თავი XXIX
სარგებელი ამ ფაქტორებიდან მცენარეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ევოლუციის შედეგად ხმელეთზე გადარჩენისა და გამრავლების ადაპტაციები განუვითარდათ.
Benefiting from these environmental opportunities became possible as adaptations evolved in plants that allowed them to survive and reproduce on land.
560926.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეებს განუვითარდათ ხმელეთზე ცხოვრებასთან დაკავშირებული ადაპტაციები.
Land plants possess a set of derived terrestrial adaptations.
560927.
ბიოლოგია | თავი XXIX
ბევრი ადაპტაცია, რომელიც ქაროფიტების მსგავსი ხმელეთის მცენარეების დივერგენციის შემდეგ გაჩნდა, ხმელეთზე მათი გადარჩენა და გამრავლება გაამარტივა.
Many of the adaptations that emerged after land plants diverged from their charophycean relatives facilitated survival and reproduction on dry land.
560928.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეების ამ ნიშან-თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს განვიხილავთ.
We will explore the most important derived traits of plants.
560929.
ბიოლოგია | თავი XXIX
შემდეგ ქაროფიტების მსგავსი ხმელეთის მცენარეების დივერგენციის დამამტკიცებელ ნამარხებსა და მცენარეების ძირითად ჯგუფებს გავეცნობით.
We will then examine some fossil evidence of the divergence of land plants from charophyceans and survey main groups within the plant kingdom.
560930.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეთა სამეფოს განმარტება.
Defining the Plant Kingdom.
560931.
ბიოლოგია | თავი XXIX
სად გადის ზღვარი ხმელეთის მცენარეებსა და წყალმცენარეებს შორის?
Where exactly is the line dividing land plants from algae?
560932.
ბიოლოგია | თავი XXIX
სისტემატიკოსები ამ საზღვრების თაობაზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.
Systematists are currently debating the boundaries of the plant kingdom.
560933.
ბიოლოგია | თავი XXIX
ტრადიციული სქემის მიხედვით, სამეფო მცენარეები (Plantae) ემბრიოფიტების (ჩანასახის მქონე მცენარეების) ეკვივალენტურია (phyte ბერძნულად მცენარეა).
The traditional scheme equates the kingdom Plantae with embryophytes (plants with embryos; phyte is from the Greek word for plant).
560934.
ბიოლოგია | თავი XXIX
ზოგი ბოტანიკოსის შემოთავაზებით მცენარეთა სამეფოს საზღვრები უნდა გაფართოვდეს და მასში მცენარეთა უახლოესი ნათესავები - მწვანე წყალმცენარეები, ქაროფიტები და კიდევ რამდენიმე მონათესავე ჯგუფი უნდა შევიდეს, ყველაფერს ერთად კი სამეფო Streptophyta უნდა დაერქვას.
Some plant biologists now propose that the boundaries of the plant kingdom should be expanded to include the green algae most closely related to plants the charophyceans and a few related groups-and named kingdom Streptophyta.
560935.
ბიოლოგია | თავი XXIX
სხვები თვლიან, რომ მცენარეს ცნება უფრო ფართოა და უნდა მწვანე წყალმცენარეებიც მოიცვას (ქაროფიტებისგან განსხვავებული მწვანე წყალმცენარეების ჩათვლით). სამეფოს კი Viridiplantae უნდა დაერქვას.
Others suggest an even broader definition of plants that also includes chlorophytes (the noncharophycean green algae) in a kingdom Viridiplantae.
560936.
ბიოლოგია | თავი XXIX
სანამ კამათი გრძელდება, ამ სახელმძღვანელოში მცენარეების სამეფოს ემბრიოფიტული განმარტება მივიღეთ, ხოლო ტაქსონს ფორმალურად მცენარეების (Plantae) სამეფო დავარქვით.
Since the debate is ongoing, this text retains the embryophyte definition of the plant kingdom and uses kingdom Plantae as the formal name for the taxon.
560937.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეების შეძენილი ნიშან-თვისებები.
Derived Traits of Plants.
560938.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის თითქმის ყველა მცენარეს ხუთი ძირითადი ნიშან-თვისება ახასიათებს, რომელიც ქაროფიტებს არა აქვს.
Five key traits appear in nearly all land plants but are absent in the charophyceans.
560939.
ბიოლოგია | თავი XXIX
აპიკალური მერისტემა.
Apical meristems.
560940.
ბიოლოგია | თავი XXIX
თაობათა მონაცვლეობა.
Alternation of generations.