მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560941.
ბიოლოგია | თავი XXIX
სპორანგიუმებში წარმოქმნილი გარსიანი სპორები.
Walled spores produced in sporangia.
560942.
ბიოლოგია | თავი XXIX
მრავალუჯრედიანი გამეტანგიუმი.
Multicellular gametangia.
560943.
ბიოლოგია | თავი XXIX
მრავალუჯრედიანი დამოკიდებული ჩანასახი.
Multicellular, dependent embryos.
560944.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს ნიშნები ასახულია 29.5 სურათზე.
Figure 29.5, on the next two pages, depicts these traits.
560945.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს ნიშან-თვისებები ხმელეთის მცენარეების და ქაროფიტების საერთო წინაპარს ალბათ არ ჰქონდა. ისინი დამოუკიდებლად განვითარდა, ხმელეთის მცენარეების შეძენილი ნიშან-თვისებების სახით.
We can infer that these traits were absent in the ancestor common to land plants and charophyceans but instead evolved independently as derived traits of land plants.
560946.
ბიოლოგია | თავი XXIX
ზოგიერთი ნიშან-თვისება არა მხოლოდ მცენარეების, არამედ სხვა ევოლუციურ შტოებშიც დამოუკიდებლად განვითარდა. ზოგი თვისება კი მცენარეების ზოგმა ევოლუციურმა შტომ დაკარგა.
Some of these traits are not unique to plants, having evolved separately in other lineages, and some traits have been lost in certain lineages of plants.
560947.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუმცა ამ ნიშან-თვისებებით ხმელეთის პირველი მცენარეები მათი უახლოესი მონათესავე წყალმცენარეებისგან განსხვავდება.
However, these key traits set the first land plants apart from their closest algal relatives.
560948.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთზე ცხოვრებასთან დაკავშირებული შეძენილი ნიშან-თვისებები, ევოლუციურად მცენარეების მრავალ სახეობას განუვითარდა.
Additional derived traits that relate to terrestrial life have evolved in many plant species.
560949.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეებს გაცილებით მეტად ემუქრებათ გამოშრობა, ვიდრე მათ წინაპარ წყალმცენარეებს, ვინაიდან მუდმივად ჰაერის გარემოში იმყოფებიან.
Permanently exposed to the air, land plants run a far greater risk of desiccation (drying out) than their algal ancestors.
560950.
ბიოლოგია | თავი XXIX
მრავალი სახეობის ეპიდერმისს აქვს საფარი, რომელსაც კუტიკულას უწოდებენ და რომელიც პოლიმერებს: პოლიეთერებსა და ცვილებს შეიცავს.
The epidermis in many species has a covering, known as a cuticle, that consists of polymers called polyesters and waxes.
560951.
ბიოლოგია | თავი XXIX
კუტიკულა წყალგაუმტარი გარსის სახით მოქმედებს, აბრკოლებს მცენარის მიწისზედა ორგანოებიდან ჭარბი წყლის დაკარგვას და მცენარეს გარკვეულწილად მიკრობების თავდასხმისგან იცავს.
The cuticle acts as waterproofing, helping prevent excessive water loss from the above-ground plant organs, while also providing some protection from microbial attack.
560952.
ბიოლოგია | თავი XXIX
მეორად ნაერთებს შორის ალკალოიდები, ტერპენები, ტანინები და ფენოლის ნაერთებია, მაგალითად ფლავონოიდები.
Secondary compounds include alkaloids, terpenes, tannins, and phenolics such as flavonoids.
560953.
ბიოლოგია | თავი XXIX
სხვადასხვა ალკალოიდებს, ტერპენსებს და ტანინებს მწარე გემო, ძლიერი სუნი ან ტოქსიკური ეფექტი აქვს, რაც მცენარეს ფიტოფაგებისა და პარაზიტებისგან თავდაცვაში ეხმარება.
Various alkaloids, terpenes, and tannins have a bitter taste, strong odor, or toxic effect that helps defend against herbivores and parasites.
560954.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფლავონოიდები მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს და ხანდახან ნიადაგის სასარგებლო მიკრობებთან სიმბიოზური ურთიერთქმედების სასიგნალო ფუნქციას ასრულებს.
Flavonoids absorb harmful UV radiation and may act as signals in symbiotic relationships with beneficial soil microbes.
560955.
ბიოლოგია | თავი XXIX
ზოგიერთი ფენოლური ნაერთი მცენარეს პათოგენური მიკრობების იერიშის მოგერიებაში ეხმარება.
Some phenolics deter attack by pathogenic microbes.
560956.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეების გადარჩენაში მეორადი ნაერთების როლს ხმელეთის მცენარეების ძირითადი ჯგუფების განხილვისას გაეცნობით.
As you survey the major groups of land plants, note how secondary compounds aid their survival.
560957.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფენოლური ნაერთებით ადამიანიც სარგებლობს; მაგალითად, ალკალოიდ ქინინის ანტიმიკრობულ თვისებებს მალარიის წინააღმდეგ იყენებენ.
Humans also benefit from secondary compounds; just one example is use of the alkaloid quinine's antimicrobial properties to fight malaria.
560958.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეების წარმოშობა და მრავალფეროვნების ჩამოყალიბება.
The Origin and Diversification of Plants.
560959.
ბიოლოგია | თავი XXIX
პალეობოტანიკოსები, რომლებიც მცენარეების ევოლუციის დასაწყისის ნიშნებს ეძებენ, დიდი ხანია კამათობენ ხმელეთის მცენარეების უძველესი ნამარხი ფორმის რაობაზე.
Paleobotanists seeking the evolutionary origin of plants have long debated what constitutes the oldest fossil evidence of land plants.
560960.
ბიოლოგია | თავი XXIX
1970-იან წლებში მეცნიერებმა ნამარხი სპორები აღმოაჩინეს და ორდოვიციული პერიოდით დაათარიღეს ანუ მათი ასაკი 475 მილიონი წელია.
In the 1970s, researchers found fossil spores dating to the Ordovician period, up to 475 million years old.