მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560901.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეების და ხარას მსგავსი წყალმცენარეების უჯრედებში განლაგებულია ცელულოზის მასინთეზირებელი როზეტისებრი კომპლექსები.
The cells of both land plants and charophyceans have rosette cellulose-synthesizing complexes.
560902.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს პლაზმურ მემბრანაში განლაგებული ვარდის ფორმის ცილებია, რომლებიც უჯრედის გარსის ცელულოზის მიკროფიბრილებს ასინთეზებს.
These are rose-shaped arrays of proteins in the plasma membrane that synthesize the cellulose microfibrils of the cell walls.
560903.
ბიოლოგია | თავი XXIX
სხვა წყალმცენარეებში ცელულოზას ცილების არა როზეტისებრი, არამედ წრფივი კომპლექსი ასინთეზებს.
In contrast, linear arrays of proteins synthesize cellulose in noncharophycean algae.
560904.
ბიოლოგია | თავი XXIX
გარდა ამისა, ცელულოზის წილი მცენარეებისა და ქაროფიტების უჯრედის გარსში უფრო მაღალია, ვიდრე სხვა წყალმცენარეების შემთხვევაში.
Also, the cell walls of plants and charophyceans contain a higher percentage of cellulose than the cell walls of noncharophycean algae.
560905.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს განსხვავება მიუთითებს, რომ ხმელეთის მცენარეებისა და ქაროფიტების ცელულოზის შემცველი გარსი სხვა წყალმცენარეების უჯრედის გარსისგან დამოუკიდებლად განვითარდა.
These differences indicate that the cellulose walls in plants and charophyceans evolved independently of those in other algae.
560906.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეებისა და ქაროფიტების მსგავსი წყალმცენარეების პეროქსისომები შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ფოტოსუნთქვის შედეგად მიღებული ორგანული ნივთიერებების დანაკარგს ამცირებს.
The peroxisomes of both land plants and charophyceans contain enzymes that help minimize the loss of organic products as a result of photorespiration.
560907.
ბიოლოგია | თავი XXIX
სხვა წყალმცენარეების პეროქსისომებში ასეთი ფერმენტები არ არის.
The peroxisomes of other algae lack these enzymes.
560908.
ბიოლოგია | თავი XXIX
შოლტიანი სპერმატოზოიდის აგებულება.
Structure of flagellated sperm.
560909.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეების შოლტიანი სპერმატოზოიდების მქონე სახეობებში სპერმატოზოიდის აგებულება ძალიან ჰგავს ქაროფიტების სპერმატოზოიდის აგებულებას.
In species of land plants that have flagellated sperm, the structure of the sperm closely resembles that of charophycean sperm.
560910.
ბიოლოგია | თავი XXIX
უჯრედის გაყოფის პროცესის ზოგიერთი დეტალი დამახასიათებელია მხოლოდ ხმელეთის მცენარეებისა და კონკრეტული ქაროფიტებისთვის, მათ შორის Chara და Coleochaete გვარებისთვის.
Certain details of cell division occur only in land plants and certain charophyceans, including the genera Chara and Coleochaete.
560911.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგალითად, უჯრედის გაყოფისას ახალი უჯრედული ფირფიტის სინთეზის დროს ყალიბდება ფრაგმობლასტი. ეს გაყოფის პროცესში მყოფი უჯრედის შუა ხაზის გასწვრივ განლაგებული უჯრედის ჩონჩხის ელემენტებისა და გოლჯის აპარატში წარმოქმნილი ბუშტუკების ერთობლიობაა.
For example, the synthesis of new cross-walls (cell plates) during cell division involves the formation of a phragmoplast, an alignment of cytoskeletal elements and Golgi-derived vesicles across the midline of the dividing cell.
560912.
ბიოლოგია | თავი XXIX
გენეტიკური მტკიცებულებები.
Genetic Evidence.
560913.
ბიოლოგია | თავი XXIX
ბოლო პერიოდში მეცნიერებმა, რომლებიც „Deep Green” საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ, მცენარეების ევოლუციის ძირითადი საფეხურების დასადგენად დიდი კვლევა ჩაატარეს და ხმელეთის მცენარეებისა და წყალმცენარეების მრავალი სახეობის გენები გამოიკვლიეს.
Over the past decade, researchers involved in an international initiative called "Deep Green" have conducted a large-scale study of major transitions in plant evolution, analyzing genes from a wide range of plant and algal species.
560914.
ბიოლოგია | თავი XXIX
ბირთვისა და ქლოროპლასტების გენების შედარება მორფოლოგიურ და ბიოქიმიურ მონაცემებს ადასტურებს, რომლებიც მოწმობს ქაროფიტების კერძოდ, Chara და Coleochaete და ხმელეთის მცენარეების თანამედროვე სახეობების ახლო ნათესაობაზე.
Comparisons of both nuclear and chloroplast genes agree with the morphological and biochemical data in pointing to charophyceans particularly Chara and Coleochaete-as the closest living relatives of land plants.
560915.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე წყალმცენარეები ხმელეთის მცენარეების წინაპრებია; მაგრამ მათი დახმარებით ამ წინაპრების ფენოტიპის წარმოდგენა შეგვიძლია.
Note that this does not mean that these living algae are the ancestors of plants; however, they do offer a glimpse of what those ancestors might have been like.
560916.
ბიოლოგია | თავი XXIX
ადაპტაციები, რომელთა დახმარებით მცენარეები წყლიდან ხმელეთზე გადავიდნენ.
Adaptations Enabling the Move to Land.
560917.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქაროფიტების მრავალი სახეობა წყალმარჩხ ადგილებში, გუბურებისა და ტბების ნაპირებთან ბინადრობს, რომლებიც დროდადრო შრება.
Many species of charophycean algae inhabit shallow waters around the edges of ponds and lakes, where they are subject to occasional drying.
560918.
ბიოლოგია | თავი XXIX
ასეთ გარემოში ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს იმ ინდივიდების გადარჩენას, რომლებსაც უწყლობას დროის კონკრეტული მონაკვეთის განმავლობაში უძლევენ.
In such environments, natural selection favors individual algae that can survive periods when they are not submerged in water.
560919.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქაროფიტების ზიგოტებს გამოშრობისგან მდგრადი პოლიმერის – სპოროპოლენინის შრე იცავს.
In charophyceans, a layer of a durable polymer called sporopollenin prevents exposed zygotes from drying out.
560920.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ ქიმიური ადაპტაციის წინაპრის ფორმა შეიძლება სპოროპოლენინის მკვრივი გარსის წინამორბედი იყო, რომელიც ხმელეთის მცენარეების სპორებს ფარავს.
An ancestral form of this chemical adaptation may have also been the precursor to the tough sporopollenin walls that encase plant spores.