მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561481.
ბიოლოგია | თავი XXX
მცენარეთა 5,000-ზე ნაკლები სახეობაა შესწავლილი, როგორც წამლების პოტენციური წყარო.
And fewer than 5,000 plant species have been studied as potential sources of medicines.
561482.
ბიოლოგია | თავი XXX
ტენიანი ტროპიკული ტყე შეიძლება სამკურნალო მცენარეთა უდიდესი საგანძური იყოს და ეს მცენარეები შეიძლება იქამდე ამოწყდნენ, სანამ ჩვენ მათი არსებობის შესახებ შევიტყობთ.
The tropical rain forest may be a medicine chest of healing plants that could be extinct before we even know they exist.
561483.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ ტენიან ტყეებსა და სხვა ეკოსისტემებს შევხედავთ, როგორც ცოცხალ საგანძურს, რომელიც მხოლოდ ძალიან ნელა თუ შეიძლება აღდგეს, ჩვენ ვისწავლით მათი პროდუქტების მდგრად გამოყენებას.
If we begin to view rain forests and other ecosystems as living treasures that can regenerate only slowly, we may learn to harvest their products at sustainable rates.
561484.
ბიოლოგია | თავი XXX
კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ მცენარეთა მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად?
What else can we do to preserve plant diversity?
561485.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს პრობლემა ბევრ სხვა პრობლემაზე მნიშვნელოვანია.
Few questions are as important.
561486.
ბიოლოგია | თავი XXXI
თუ თქვენ სეირნობთ მალჰეურის ეროვნულ ტყეში ორეგენოს შტატის აღმოსავლეთით, შენიშნავთ სოკოების ჯგუფებს (Armillaria ostoyae), რომლითაც დაფარულია ხეების დიდი ნაწილი.
If you were to walk through the Malheur National Forest in eastern Oregon, you might notice a few clusters of honey mushrooms (Armillaria ostoyae) scattered here and there beneath the towering trees.
561487.
ბიოლოგია | თავი XXXI
ხეებს შორის აუცილებლად შენიშნავთ ჯუჯა სოკოებს, უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს სიმართლეა.
Though the trees might appear to dwarf the mushrooms, as strange as it sounds, the reverse is actually true.
561488.
ბიოლოგია | თავი XXXI
ეს სოკოები წარმოადგენენ ერთი უზარმაზარი სოკოს ზედა ნაწილებს, რომელთა მიწისქვეშა ფილამენტები 890 ჰექტარზე ვრცელდება, რაც 1600 ფეხბურთის სტადიონის ზომისაა.
These mushrooms are only the above-ground portion of a single enormous fungus. Its subterranean network of filaments spreads through 890 hectares (2,200 acres) of the forest-more than the area of 1,600 football fields.
561489.
ბიოლოგია | თავი XXXI
ამ სოკოების ზრდის ტემპს თუ მივიღებთ მხედველობაში, ამასთან ამ გიგანტური სოკოს მასა რამდენიმე ასეულ ტონას აღემატება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ ეს სოკო 2600 წლის განმავლობაში იზრდებოდა.
Based on its current growth rate, scientists estimate that this fungus, which weighs hundreds of tons, has been growing for 2,600 years.
561490.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების სამეფო ბიოსფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, დღეისთვის 100 000 სახეობაა აღწერილი, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სოკოების 1.5 მილიონი სახეობა უნდა იყოს გავრცელებული.
Their diversity alone is staggering: Although 100,000 species have been described, it is estimated that there are actually as many as 1.5 million species of fungi.
561491.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების ზოგიერთი წარმომადგენელი არის ერთუჯრედიანი, თუმცა უმრავლესობას მრავალუჯრედიანი ნაყოფსხეული ახასიათებს. სწორედ მათი მიწისზედა ნაწილი არის სოკოს სახელით ცნობილი.
Some fungi are singlecelled, but most form complex multicellular bodies, which in many cases include the above-ground structures we know as mushrooms.
561492.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოები გავრცელებული არიან დედამიწის ყველა საარსებო გარემოში, მათი სპორები ნაპოვნია მიწის ზედაპირიდან 160 კმ სიმაღლეზე.
This diversity has enabled fungi to colonize just about every imaginable terrestrial habitat; airborne spores have even been found 160 km above the ground.
561493.
ბიოლოგია | თავი XXXI
ამ თავში ჩვენ გავეცნობით სოკოების სტრუქტურას, მიმოვიხილავთ სოკოების სამეფოს და განვიხილავთ სოკოების ეკოლოგიურ და კომერციულ მნიშვნელობას.
In this chapter, we will investigate the structure of fungi survey the members of the kingdom Fungi, and discuss their ecological and commercial significance.
561494.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოები არიან ჰეტეროტროფები, რომლებიც აბსორბციით იკვებებიან.
Fungi are heterotrophs that feed by absorption.
561495.
ბიოლოგია | თავი XXXI
მიუხედავად სოკოების დიდი მრავალფეროვნებისა, თითქმის ყველა წარმომადგენელს ერთი დამახასიათებელი ნიშანი აქვს, ეს ეხება მათ ნივთიერებათა ცვლას.
Despite their vast diversity, fungi share some key traits, most importantly the way in which they derive nutrition.
561496.
ბიოლოგია | თავი XXXI
ცხოველების მსგავსად, სოკოები ჰეტეროტროფები არიან - მათ არ შეუძლიათ აწარმოონ საკვები ნივთიერებები, როგორც მცენარეებს ან წყალმცენარეებს, მაგრამ სოკოები ცხოველებისგან განსხვავებით მცენარეული საკვებითაც არ იკვებებიან.
Like animals, fungi are heterotrophs-they cannot make their own food as plants and algae can. But unlike animals, fungi do not ingest (eat) their food.
561497.
ბიოლოგია | თავი XXXI
პირიქით, სოკოები საკვების შესათვისებლად გამოყოფენ ჰიდროლიზურ ფერმენტებს - ეგზოფერმენტებს.
Instead, they digest their food while it is still in the environment by secreting powerful hydrolytic enzymes, called exoenzymes, into their surroundings.
561498.
ბიოლოგია | თავი XXXI
სწორედ ეს ეგზოფერმენტები რთულ ორგანულ ნაერთებს შლიან მცირე ზომის მარტივ ორგანულ ნაერთებად, რომელთა შეთვისება სოკოებს აბსორბციით (შეწოვით) შეუძლია.
Exoenzymes break down complex molecules to smaller organic compounds that the fungi can absorb into their bodies and use.
561499.
ბიოლოგია | თავი XXXI
კვების ეს ტიპი განაპირობებს სოკოების ფართო გავრცელებას.
This absorptive mode of nutrition is related to the diverse lifestyles exhibited by fungi.
561500.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების ზოგიერთი სახეობა წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ რედუცენტს (იწოდებიან საპროფიტებად), ზოგი სახეობა პარაზიტია და ზოგი მუტუალისტური სიმბიონტი.
Among the fungi are species that live as decomposers (also called saprobes), parasites, and mutualistic symbionts.