მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561421.
ბიოლოგია | თავი XXX
სახეობათა ურთიერთქმედებები მეტწილად ნაკლებად სპეციფიკურია.
Most relationships are less specific, however.
561422.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, ამა თუ იმ სახეობის ყვავილმა შეიძლება მიიზიდოს მწერები და არა ფრინველები, მაგრამ ამ ყვავილის დამტვერვას შეიძლება ბევრი სხვადასხვა სახეობის მწერი ემსახურებოდეს და პირიქით, ცხოველის ერთი სახეობა, მაგალითად, ფუტკრის სახეობა შეიძლება მრავალი მცენარის ყვავილებს მტვერავდეს.
For example, the flowers of a particular species may attract insects rather than birds, but many different insect species may serve as pollinators. Conversely, a single animal species a honeybee species, for example-may pollinate many plant species.
561423.
ბიოლოგია | თავი XXX
თუმცა ნაკლებად სპეციფიკურ ურთიერთობებშიც კი ყვავილის ფერი, სურნელი და აგებულება ხშირად ასახავს სპეციალიზაციას დამმტვერავთა კერძო ტაქსონომიური ჯგუფის მიმართ, როგორიცაა ფუტკრის ან კოლიბრის სხვადასხვა სახეობა.
But even in these less specific relationships, flower color, fragrance, and structure often reflect specialization for a particular taxonomic group pollinators, such as diverse species of bees or hummingbirds.
561424.
ბიოლოგია | თავი XXX
სხვაგვარმა ზემოქმედებამ, როგორიცაა იმ ცხოველთა გავლენა, რომლებიც იკვებებიან ყვავილებით და არ ემსახურებიან დამტვერვას, ასევე შეიძლება გარკვეულწილად განსაზღვროს ყვავილების მრავალფეროვნება.
Other influences, such as animals that eat flowers while providing no pollination, can also help to shape flower diversity.
561425.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვნების ევოლუციამ განსაკუთრებული წვლილი მწერების ევოლუციაში შეიტანა.
Angiosperm evolution has contributed particularly to the variety of insect species.
561426.
ბიოლოგია | თავი XXX
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბალახოვანი ცენოზების გავრცელებამ ბოლო 65 მილიონი წლის განმავლობაში გაზარდა ბალახის მჭამელი ძუძუმწოვრების (მაგალითად, ცხენი) მრავალფეროვნება.
But the expansion of grasslands during the past 65 million years has also increased the diversity of grazing mammals such as horses.
561427.
ბიოლოგია | თავი XXX
მარცვლოვნებისათვის დამახასიათებელია C4 ფოტოსინთეზი და მათ გავრცელებას ხელი შეუწყო ატმოსფეროში CO2-ის დონის დაქვეითებამ, რამაც ბუნებრივ გადარჩევაში C4 ფოტოსინთეზი უპირატესი გახადა.
Grasses that are C4 photosynthesizers spread because a decline in the atmospheric CO2 levels gave a selective advantage to C4 photosynthesis.
561428.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორც 34-ე თავში წაიკითხავთ, მაგალითად, აფრიკაში ტყეების ბალახოვანი ცენოზებით შეცვლა მოხდა 10-2 მილიონი წლის წინ.
And as you will read in Chapter 34, the shift from forests to grasslands in Africa between 10 and 2 million years ago was a crucial factor in the evolution of our own lineage.
561429.
ბიოლოგია | თავი XXX
ადამიანის კეთილდღეობა დიდადაა დამოკიდებული თესლოვან მცენარეებზე.
Human welfare depends greatly on seed plantsole.
561430.
ბიოლოგია | თავი XXX
მცენარეთა არც ერთი ჯგუფი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, როგორც თესლოვანი მცენარეები.
Throughout this unit, we have been highlighting the important ways in which humans depend on various groups of organisms. No group is more important to our survival than seed plants.
561431.
ბიოლოგია | თავი XXX
ტყეების თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მცენარეები საკვების, საწვავის, მერქნის პროდუქტებისა და მედიკამენტების უმნიშვნელოვანესი წყაროა.
In forests and on farms, seed plants are key sources of food, fuel, wood products, and medicine.
561432.
ბიოლოგია | თავი XXX
მცენარეებზე ჩვენი დამოკიდებულება მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებას უმნიშვნელოვანეს ამოცანად აქცევს.
Our reliance on them makes the preservation of plant diversity critical.
561433.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტები.
Products from Seed Plants.
561434.
ბიოლოგია | თავი XXX
ჩვენი საკვების უმეტესი ნაწილი ფარულთესლოვნებიდან მოდის.
Most of our food comes from angiosperms.
561435.
ბიოლოგია | თავი XXX
ექვსი კულტურული მცენარე: ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, კარტოფილი, მანიოკი და ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი ადამიანის მიერ მიღებული კალორიების 80%-ს იძლევა.
Just six cropswheat, rice, maize, potatoes, cassava, and sweet potatoesyield 80% of all the calories consumed by humans.
561436.
ბიოლოგია | თავი XXX
ჩვენ ფარულთესლოვნებზე იმითაც ვართ დამოკიდებული, რომ ფარულთესლოვნებით ვკვებავთ შინაურ პირუტყვს: მარცვლით ნაკვები ძროხის ხორცის 1კგ-ის მისაღებად იხარჯება 4,8კგ მარცვალი.
We also depend on angiosperms to feed livestock raised for meat: It takes 4.8 pounds of grain to produce a pound of grain-fed beef.
561437.
ბიოლოგია | თავი XXX
თანამედროვე კულტურული მცენარეები შედარებით ახლო წარსულში მომხდარი გენეტიკური ცვლილებების პროდუქტია და ეს პროდუქტი მიღებული იქნა ხელოვნური შერჩევით მას შემდეგ, რაც ადამიანმა სავარაუდოდ 13,000 წლის წინ დაიწყო მცენარეების მოშინაურება.
Modern crops are the products of a relatively recent burst of genetic change, resulting from artificial selection after humans began domesticating plants approximately 13,000 years ago.
561438.
ბიოლოგია | თავი XXX
გარდაქმნის მასშტაბის შესაფასებლად შეადარეთ კულტურული მცენარეებისა და მათი ველური ნათესავების, მაგალითად, სიმინდისა და ტეოსინტის ზომები.
To appreciate the scale of the transformation, contrast the sizes of domesticated plants and their smaller wild relatives, as in the case of maize and teosinte.
561439.
ბიოლოგია | თავი XXX
გენეტიკურ დონეზე მეცნიერებს მოშინაურების შესახებ ცნობების მოპოვება შეუძლიათ კულტურული მცენარეებისა და მათი ველური ნათესავების გენების შედარებით.
At the genetic level, scientists can also glean information about domestication by comparing the genes of crops with those of wild relatives.
561440.
ბიოლოგია | თავი XXX
სიმინდის შემთხვევაში ძლიერი ცვლილებები, როგორიცაა ტაროს ღერძის გამსხვილება და ტეოსინტის მარცვლებისათვის დამახასიათებელი მკვრივი გარსის გაქრობა, შეძლება გამოეწვია სულ ხუთ გენურ მუტაციას.
With maize, dramatic changes, such as increased cob size and removal of the hard coating around teosinte kernels, may have been initiated by as few as five gene mutations.