მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561721.
ბიოლოგია | თავი XXXII
ჩვენ ცხოველთა სხვადასხვა სახეობისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშან-თვისებებს განვიხილავთ, ასევე ვნახავთ თუ რა სხვაობაა ამ სახეობებს შორის.
We will consider the characteristics that all animals share as well as those that distinguish various taxonomic groups.
561722.
ბიოლოგია | თავი XXXII
ამ თავში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რატომ არის ცხოველთა ფილოგენია ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განხრა. ამ თემაზე მუდმივად მიმდინარეობს კვლევები და დებატები.
This information is central to understanding why animal phylogeny is currently one of the liveliest arenas of biological research and debate, as you will read later in the chapter.
561723.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველები არიან მრავალუჯრედიანი ჰეტეროტროფული ევკარიოტები. მათი ქსოვილები ემბრიონული შრეებიდან ვითარდებიან.
Animals are multicellular, heterotrophic eukaryotes with tissues that develop from embryonic layers.
561724.
ბიოლოგია | თავი XXXII
კვების ფორმა.
Nutritional Mode.
561725.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველები განსხვავდებიან მცენარეებისგან და სოკოებისგან კვების ფორმით.
Animals differ from both plants and fungi in their mode of nutrition.
561726.
ბიოლოგია | თავი XXXII
გავიხსენოთ, რომ მცენარეები არიან ავტოტროფული ევკარიოტები, რომლებსაც შეუძლიათ ორგანული მოლეკულების სინთეზი ფოტოსინთეზის მეშვეობით.
Recall that plants are autotrophic eukaryotes capable of generating organic molecules through photosynthesis.
561727.
ბიოლოგია | თავი XXXII
სოკოები არიან ჰეტეროტროფები, რომლებიც იზრდებიან თავიანთ საკვებზე ან საკვებთან ახლოს. ისინი გამოყოფენ ეგზოფერმენტებს, რომელთა მეშვეობით საკვებს ინელებენ სხეულის ფარგლებს გარეთ.
Fungi are heterotrophs that grow on or near their food, releasing exoenzymes that digest the food outside their bodies.
561728.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველებს მცენარეებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ საკუთარი ორგანული მოლეკულების სინთეზი, ასე რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ინელებენ ორგანულ საკვებს. ეს ხდება ცოცხალი ორგანიზმების ან არაცოცხალი ორგანული საკვების საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შედეგად.
Unlike plants, animals cannot construct all of their own organic molecules and so, in most cases, they ingest them either by eating other living organisms or by eating nonliving organic material.
561729.
ბიოლოგია | თავი XXXII
სოკოებისგან განსხვავებით ცხოველთა უმეტესობა საკვების მოსანელებლად ენზიმებს იყენებს მარტო საკვების ჩაყლაპვის შემდეგ.
But unlike fungi, most animals use enzymes to digest their food only after they have ingested it.
561730.
ბიოლოგია | თავი XXXII
უჯრედის სტრუქტურა და სპეციალიზაცია.
Cell Structure and Specialization.
561731.
ბიოლოგია | თავი XXXII
მცენარეების და სოკოების მსგავსად (მაგრამ პროტისტების უმეტესობისგან განსხვავებით) ცხოველებიც მრავალუჯრედიანი ევკარიოტები არიან.
Animals are eukaryotes, and like plants and fungi (but unlike most protists), animals are multicellular.
561732.
ბიოლოგია | თავი XXXII
მცენარეების და სოკოებისგან განსხვავებით ცხოველებს უჯრედული გარსების სტრუქტურა ნაკლებად აქვთ განვითარებული.
In contrast to plants and fungi, however, animals lack the structural support of cell walls.
561733.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველის სხეული ინარჩუნებს მთლიანობას სტრუქტურული ცილების მეშვეობით, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია კოლაგენი.
Instead, animal bodies are held together by structural proteins, the most abundant being collagen.
561734.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველთა უმეტესობაში ეს სპეციალიზებული უჯრედები ორგანიზებულნი არიან კუნთოვან და ნერვულ ქსოვილებად სადაც გარკვეული თანმიმდევრობით არიან განლაგებულები. ეს ქსოვილები ახორციელებენ მოძრაობის და იმპულსების (სიგნალების) გადაცემის ფუნქციას.
In most animals, these specialized cells are organized into muscle tissue and nervous tissue, respectively, and are responsible for movement and impulse conduction.
561735.
ბიოლოგია | თავი XXXII
გამრავლება და განვითარება.
Reproduction and Development.
561736.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველების უმეტესობა სქესობრივი გზით მრავლდება. სიცოცხლის ციკლის განმავლობაში უჯრედების დიპლოიდური სტადია ჭარბობს.
Most animals reproduce sexually, and the diploid stage usually dominates the life cycle.
561737.
ბიოლოგია | თავი XXXII
სახეობათა უმეტესობაში პატარა ზომის შოლტიანი სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს დიდი ზომის უძრავ კვერცხუჯრედს რის შედეგად წარმოიქმნება დიპლოიდური ზიგოტა.
In most species, a small, flagellated sperm fertilizes a larger, nonmotile egg, forming a diploid zygote.
561738.
ბიოლოგია | თავი XXXII
ზიგოტა შემდგომ იწყებს დაყოფას. ერთი უჯრედის მაგივრად მრავალი უჯრედი წარმოიქმნება, მაგრამ ამ დაყოფის ციკლის დასაწყისში არ ხდება უჯრედების ზრდა.
The zygote then undergoes cleavage, a succession of mitotic cell divisions without cell growth between division cycles.
561739.
ბიოლოგია | თავი XXXII
უმეტესი ცხოველის განვითარების პროცესში ზიგოტის (ჩანასახის) დაყოფის შედეგად წარმოიქმნება მრავალუჯრედიანი სტადია, რომელსაც ბლასტულას ეძახიან. ბევრი ცხოველის ჩანასახს ამ სტადიაზე ცარიელი ბურთის ფორმა აქვს.
During the development of most animals, cleavage leads to the formation of a multicellular stage called a blastula, which in many animals takes the form of a hollow ball.
561740.
ბიოლოგია | თავი XXXII
ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება გასტრულა.
The resulting developmental stage is called a gastrula.