მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561941.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღრუბელების ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე მერყეობს.
Sponges range in size from a few millimeters to a few meters.
561942.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნამდვილი ცხოველებისგან (eumetazoan) განსხვავებით, ღრუბელებს ნამდვილი ქსოვილები (ერთი ფუნქციის შემსრულებელი მსგავსი უჯრედების ჯგუფი, რომელიც სხვა ქსოვილებისგან მემბრანული შრეებით გამოყოფილია) არ აქვთ.
Unlike eumetazoans, sponges lack true tissues, groups of similar cells that act as a functional unit and are isolated from other tissues by membranous layers.
561943.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ასე რომ, ღრუბელების სხეული უჯრედების რამდენიმე განსხვავებული ტიპისგან შედგება.
However, the sponge body does contain several different cell types.
561944.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სპონგოცელომის (spongocoel) შინაგანი ზედაპირი შემოსაზღვრულია წყლის კამერებითა და შოლტიანი ქოანოციტებით ანუ საყელოიანი უჯრედებით (მათ შოლტის ფუძესთან მემბრანული საყელო აქვთ, ამიტომ საყელოიანი უჯრედები დაარქვეს).
Lining the interior of the spongocoel or internal water chambers are flagellated choanocytes, or collar cells (named for the membranous collar around the base of the flagellum).
561945.
ბიოლოგია | თავი XXXIII
შოლტი წყლის ნაკადს წარმოქმნის, საკვების ნაწილაკები საყელოში კავდება, ქოანოციტები კი მათ ფაგოციტოზის გზით ინელებენ.
The flagella generate a water current, and the collars trap food particles that the choanocytes then ingest by phagocytosis.
561946.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ქოანოფლაგელატების უჯრედებსა და ქოანოციტებს შორის მსგავსება მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების მეშვეობით დადგინდა. ის ადასტურებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით, ცხოველები ქოანოფლაგელატის მსგავსი წინაპრისგან წარმოიშვნენ.
The similarity be tween choanocytes and the cells of choanoflagellates supports the molecular evidence suggesting that animals evolved from a choanoflagellate-like ancestor.
561947.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღრუბელას სხეული შედგება უჯრედების ორი შრისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ჟელატინისებრი ნივთიერებით. ამ ნივთიერებას მეზოჰილი (მეზოგლეა) ეწოდება.
The body of a sponge consists of two layers of cells separated by a gelatinous region, the mesohyl.
561948.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მეზოჰილში და მის გარეთ მოგზაურობენ უჯრედები, რომლებსაც ამებოციტებს უწოდებენ, ვინაიდან მათ ცრუფეხები აქვთ.
Wandering through the mesohyl are cells called amoebocytes, named for their use of pseudopodia.
561949.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამებოციტებს ბევრი ფუნქცია ახასიათებს.
Amoebocytes have many functions.
561950.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ისინი წყლიდან და ქოანოციტებიდან საკვების ნაწილაკებს იღებენ, ინელებენ და საკვებს სხვა უჯრედებს აწვდიან.
They take up food from the water and from choanocytes, digest it, and carry nutrients to other cells.
561951.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამებოციტები მეზოჰილის შიგნით ჩონჩხის მკვრივ ბოჭკოებს ქმნიან.
They also manufacture tough skeletal fibers within the mesohyl.
561952.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღრუბელების ზოგიერთ ჯგუფში ეს ბოჭკოები კვარცისგან ან კირისგან შემდგარ ბასრ სპიკულებს ფორმირებენ.
In some groups of sponges, these fibers are sharp spicules made from calcium carbonate or silica.
561953.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვა ღრუბელებში ისინი ცილა კოლაგენისგან შემდგარ ელასტიკურ ბოჭკოებს - სპონგინს ქმნიან.
Other sponges produce more flexible fibers composed of a collagen protein called spongin.
561954.
ბიოლოგია | თავი XXXIII
აბანოს ღრუბელები, ღრუბელების ელასტიკური ჩონჩხებია
These pliant skeletons are used as bath sponges.
561955.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღრუბელების უმეტესობა ჰერმაფროდიტია (ბერძნული ღმერთის ჰერმესის და ქალღმერთის აფროდიტეს გაერთიანებული სახელები). სქესობრივი გამრავლებისას ყოველი ინდივიდი მამრისა და მდედრის ფუნქციას ითავსებს, ანუ როგორც კვერცხუჯრედს, ასევე სპერმატოზოიდს წარმოქმნის.
Most sponges are hermaphrodites (named for the Greek god Hermes and goddess Aphrodite), meaning that each individual functions as both male and female in sexual reproduction by producing sperm and eggs.
561956.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თითქმის ყველა ღრუბელას თანმიმდევრული ჰერმაფროდიტიზმი ახასიათებს, ანუ ჯერ ერთი სქესის თვისებებს ავლენს, შემდეგ კი მეორეს.
Almost all sponges exhibit sequential hermaphroditism, functioning first as one sex and then as the other.
561957.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გამეტები ქოანოციტებისგან ან ამებოციტებისგან წარმოიქმნება.
Gametes arise from choanocytes or amoebocytes.
561958.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კვერცხუჯრედები მეზოჰილშია განლაგებული, სპერმა კი წყლის ნაკადთან ერთად გარეთ გამოედინება.
Eggs reside in the mesohyl, but sperm are carried out of the sponge by the water current.
561959.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ჯვარედინი გამრავლებისას სპერმა მეზობელ ინდივიდებთან გადადის.
Cross-fertilization results from some of the sperm being drawn into neighboring individuals.
561960.
ბიოლოგია | თავი XXXIII
განაყოფიერება ხდება მეზოჰილში, იქვე ვითარდება ზიგოტა, რომელიც მცურავი ლარვის ფორმას იღებს.
Fertilization occurs in the mesohyl, where the zygotes develop into flagellated, swimming larvae that disperse from the parent sponge.