მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562221.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად: ზოგიერთი ფეხსახსრიანის სხვადასხვა გამონაზარდი სასიარულო, საკვების მოპოვების, გრძნობის, კოპულაციისა და თავდაცვის ორგანოებად გადაიქცა.
For example, the various appendages of some living arthropods are modified for walking, feeding, sensory reception, copulation, and defense.
562222.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანების სხეული კუტიკულით - გარეგანი ჩონჩხით ანუ ეგზოსკელეტონით მთლიანად დაფარულია. გარეგანი ჩონჩხი ცილისა და პოლისაქარიდი ქიტინის შრეებისგან შედგება.
The body of an arthropod is completely covered by the cuticle, an exoskeleton (external skeleton) constructed from layers of protein and the polysaccharide chitin.
562223.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეულის ზოგიერთი ნაწილის მფარავი კუტიკულა შეიძლება სქელი და მკვრივი იყოს, ზოგიერთის კი ქაღალდივით თხელი და ელასტიკური (მაგალითად ნაწევრების მფარავი კუტიკულა).
The cuticle can be thick and hard over some parts of the body and paperthin and flexible over others, such as the joints.
562224.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მკვრივი გარეგანი ჩონჩხი იცავს ცხოველს და ამავე დროს კუნთების მიერთების ადგილებს ქმნის. კუნთები კი გამონაზარდებს ამოძრავებს.
The rigid exoskeleton protects the animal and provides points of attachment for the muscles that move the appendages.
562225.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამავე დროს, მკვრივი ჩონჩხი ხელს უშლის ფეხსახსრიანი ცხოველის ზრდას. ეს შეუძლებელია გარეგანი ჩონჩხის პერიოდული ცვლისა და უფრო ფართო გარეგანი ჩონჩხის შექმნის გარეშე.
But it also means that an arthropod cannot grow without occasionally shedding its exoskeleton and producing a larger one.
562226.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ პროცესს კანის ცვლა ან ეკდიზისი ჰქვია. კანის ცვლა ბევრ ენერგეტიკულ დანახარჯს მოითხოვს.
This process, called molting or ecdysis, is energetically expensive.
562227.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანის ცვლის შემდეგ ფეხსახსრიანი მტაცებლებისთვის კარგი სამიზნეა. სანამ მისი გარეგანი ჩონჩხის სიმკვრივეს შეიძენს, ის დაუცველია სხვა ხიფათის მიმართაც. რამდენიმე ხანში რბილი გარეგანი ჩონჩხი მაგრდება.
A recently molted arthropod is also vulnerable to predation and other dangers until its new, soft exoskeleton hardens.
562228.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როცა ზღვის ფეხსახსრიანებში გარეგანი ჩონჩხი პირველად განვითარდა, მისი მთავარი ფუნქცია ალბათ კუნთების დაცვა და მათთვის საყრდენის შექმნა იყო. მაგრამ გარეგანი ჩონჩხის დახმარებით ზოგიერთმა ფეხსახსრიანმა ხმელეთზე ცხოვრება შეძლო.
When the arthropod exoskeleton first evolved in the seas, its main functions were probably protection and anchorage for muscles, but it later additionally enabled certain arthropods to live on land.
562229.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გარეგანი ჩონჩხი წყლისთვის შედარებით შეუღწევადია, რაც ამ ცხოველებს გამოშრობისგან იცავს. ჩონჩხის სიმკვრივემ საყრდენის პრობლემაც გადაჭრა, როცა ფეხსახსრიანებმა წყლის გარემო დატოვეს.
The exoskeleton's relative impermeability to water helped prevent desiccation, and its strength solved the problem of support when arthropods left the buoyancy of water.
562230.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ხმელეთზე ფეხსახსრიანების მრავალფეროვნება ადრეულ პალეოზოურ ერაში გაიზარდა, რაც მცენარეებით ხმელეთის დასახლებას დაემთხვა.
Arthropods began to diversify on land following the colonization of land by plants in the early Paleozoic.
562231.
ბიოლოგია | თავი XXXIII
2004 წელს შოტლანდიაში, მოყვარულმა პალეონტოლოგმა მრავალფეხას 428 მილიონი წლის ნამარხი აღმოაჩინა.
In 2004, an amateur fossil hunter in Scotland found a 428million-year-old fossil of a millipede.
562232.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვა ხმელეთის ფეხსახსრიანების გაქვავებული ნარჩენები დაახლოებით 450 მილიონი წლით თარიღდება.
Fossilized tracks of other terrestrial arthropods date from about 450 million years ago.
562233.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანებს გრძნობის ორგანოები (თვალები, ყნოსვის რეცეპტორები და საცეცები) კარგად განვითარებულია. საცეცები როგორც შეხების, ისე ყნოსვის ორგანოების ფუნქციას ასრულებს.
Arthropods have well-developed sensory organs, including eyes, olfactory (smell) receptors, and antennae that function in both touch and smell.
562234.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სინუსები განლაგებულია ქსოვილების და ორგანოების გარშემო. სარქვლიანი ფორების გავლით ჰემოლიმფა ფეხსახსრიანის გულში ბრუნდება.
Most sensory organs are concen trated at the anterior end of the animal.
562235.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ერთად აღებულ ყველა სინუსს ჰემოცელი ეწოდება. ჰემოცელი არ არის ცელომის (სხეულის ღრუს) ნაწილი.
The body sinuses are collectively called the hemocoel, which is not part of the coelom.
562236.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანების უმეტესობაში ცელომი (რომლის ფორმირება ემბრიონში ხდება) ზრდასთან და განვითარებასთან ერთად მცირდება. მოზრდილებში ჰემოცელი სხეულის მთავარ ღრუდ გარდაიქმნება.
In most arthropods, the coelom that forms in the embryo becomes much reduced as development progresses, and the hemocoel becomes the main body cavity in adults.
562237.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოლუსკებში და ფეხსახსრიანებში ღია მიმოქცევის სისტემები (მათი მსგავსების მიუხედავად) ალბათ დამოუკიდებლად განვითარდა.
Despite their similarity, the open circulatory systems of molluscs and arthropods probably arose independently.
562238.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანებში აირების მიმოცვლაში მონაწილე რამდენიმე სპეციალიზებული ორგანო ჩამოყალიბდა.
A variety of organs specialized for gas exchange have evolved in arthropods.
562239.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გარეგანი ჩონჩხის მიუხედავად, ეს ორგანოები რესპირატორული (სასუნთქი) აირების დიფუზიას უზრუნველყოფს.
These organs allow the diffusion of respiratory gases in spite of the exoskeleton.
562240.
ბიოლოგია | თავი XXXIII
წყლის სახეობების უმეტესობას აქვს თხელი, ბუმბულისმაგვარი გამონაზარდებიანი ლაყუჩები. გამონაზარდები წყალთან შეხების ზედაპირს ზრდიან.
Most aquatic species have gills with thin, feathery extensions that place an extensive surface area in contact with the surrounding water.