მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562161.
ბიოლოგია | თავი XXXIII
არხშივე მიმდინარეობს ლორწოს სეკრეცია, რომელიც მოუნელებელ მასალას ერევა. ანუსის მეშვეობით ეს მასა გარეთ გამოიყოფა.
Undigested material, mixed with mucus secreted into the canal, is egested as castings through the anus.
562162.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფერმერები ჭიაყელებს ძალიან აფასებენ, ვინაიდან ისინი ნიადაგს აფხვიერებენ და თავიანთი ექსკრემენტებით ამდიდრებენ.
Farmers value earthworms because the animals till the earth, and their castings improve the texture of the soil.
562163.
ბიოლოგია | თავი XXXIII
დარვინმა დაადგინა, რომ ბრიტანელი ფერმერის 0,4 ჰექტარი ნიადაგი დაახლოებით 50.000 ჭიაყელას შეიცავს, რომლებიც წლის განმავლობაში 18 ტონა ექსკრემენტს იძლევიან.
Darwin estimated that 1 acre of British farmland contained about 50,000 earthworms that produced 18 tons of castings per year.
562164.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ჭიაყელები ჰერმაფროდიტებია, მაგრამ ჯვარედინი განაყოფიერება ახასიათებს.
Earthworms are hermaphrodites, but they cross-fertilize.
562165.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ჯვარედინი განაყოფიერების დროს ჭიაყელები ერთმანეთს უკავშირდებიან, ცვლიან სპერმას, შემდეგ კი ცალკევდებიან.
Two earthworms mate by aligning themselves in such a way that they exchange sperm, and then they separate.
562166.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მიღებული სპერმა იქამდე ინახება, სანამ სარტყელში (კლიტელუმში) ლორწოვანი პარკი არ შეიქმნება.
The received sperm are stored temporarily while an organ called the clitellum secretes a mucous cocoon.
562167.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პარკი ჭიაყელას გასწვრივ სრიალებს და ჯერ კვერცხებსა და შემდეგ კი შენახულ სპერმას აგროვებს.
The cocoon slides along the worm, picking up the eggs and then the stored sperm.
562168.
ბიოლოგია | თავი XXXIII
შემდეგ პარკი ჭიაყელას თავის მხრიდან ჩამოსრიალდება და ნიადაგში ხვდება. ემბრიონები ნიადაგშივე ვითარდება.
The cocoon then slips off the worm's head and remains in the soil while the embryos develop.
562169.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი ჭიაყელა უსქესოდ ფრაგმენტაციით მრავლდება. ფრაგმენტაციასთან ერთად რეგენერაცია მიმდინარეობს.
Some earthworms can also reproduce asexually by fragmentation followed by regeneration.
562170.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პოლიქეტების ყოველ სეგმენტს აქვს წყვილი, ნიჩბის ან სავარცხლისმაგვარი სტრუქტურა - პარაპოდია (თითქმის ფეხი). პარაპოდიები მონაწილეობენ მოძრაობაში.
Each segment of a polychaete has a pair of paddle-like or ridge-like structures called parapodia ("almost feet") that function in locomotion.
562171.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ყოველ პარაპოდიას აქვს რამდენიმე ჯაგარი. ჯაგრები უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე ოლიგოქეტებში.
Each parapodium has several chaetae, which are more numerous than those in oligochaetes.
562172.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრ პოლიქეტაში პარაპოდია უხვად მომარაგებულია სისხლძარღვებით და ფილტვის ფუნქციას ასრულებს.
In many polychaetes, the parapodia are richly supplied with blood vessels and function as gills.
562173.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პოლიქეტები დიდი და მრავალფეროვანი კლასია. ამ კლასის წარმომადგენლების უმეტესობა ზღვის ცხოველებია.
Polychaetes make up a large and diverse class, most of whose members are marine.
562174.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რამდენიმე სახეობა პლანქტონთან ერთად გადაადგილდება, ბევრი ზღვის ფსკერზე დაცოცავს ან მასში ეფლობა. სხვები ბინადრობენ მილაკებში, რომლებსაც თვითონვე აშენებენ.
A few species drift and swim among the plankton, many crawl on or burrow in the seafloor, and many others live in tubes.
562175.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მილაკის ზოგი ბინადარი, როგორიცაა ქვერიგი Sabellida-ს სახეობა Sabella spallanzanii (მარაოს ჭია) და Sabella crassicornis (მტვრის საგველის მსგავსი ჭია) მილაკებს ლორწოსა და ქვიშის ან ნიჟარების ნამსხვრევების ნარევიდან აშენებენ.
Some tube-dwellers, such as the fan worms and feather-duster worms, build their tubes by mixing mucus with bits of sand and broken shells.
562176.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვები, როგორიცაა Spirobranchus giganteus (საშობაო ხის მსგავსი ჭია) მილაკებს მხოლოდ საკუთარი გამონაყოფიდან ქმნიან.
Others, such as Christmas tree worms, construct tubes using only their own secretions.
562177.
ბიოლოგია | თავი XXXIII
წურბლების უმეტესობა მტკნარ წყლებში ბინადრობს, მაგრამ გვხვდება ზღვისა და ხმელეთის სახეობებიც. ხმელეთის სახეობები მცენარეებით დაფარულ, ტენიან ადგილებში ბინადრობენ.
The majority of leeches inhabit fresh water, but there are also marine species as well as terrestrial leeches found in moist vegetation.
562178.
ბიოლოგია | თავი XXXIII
წურბლების ზომა 1-დან 30 სმ-მდე მერყეობს.
Leeches range in length from about 1 to 30 cm.
562179.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მრავალი წურბელა მტაცებელია, რომლებიც სხვა უხერხემლოებით იკვებებიან. ზოგი წურბელა პარაზიტია. ისინი სხვა ცხოველების (ადამიანის ჩათვლით) სხეულს დროებით ემაგრებიან და სისხლს წოვენ.
Many are predators that feed on other invertebrates, but some are parasites that suck blood by attaching temporarily to other animals, including humans.
562180.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი პარაზიტი სახეობა მასპინძლის კანს ბასრი ყბებით ჭრის, სხვები ფერმენტს გამოყოფენ, რომელიც კანს შლის და მასში ჩნდება.
Some parasitic species use bladelike jaws to slit the skin of the host, whereas others secrete enzymes that digest a hole through the skin.