მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562201.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ტიპი ნემატოდების უამრავი წარმომადგენელი მცენარეების პრობლემური პარაზიტია. ისინი მცენარეების ფესვებს აზიანებენ და რითაც სოფლის მეურნეობა ზარალდება.
Phylum Nematoda includes many important agricultural pests that attack the roots of plants.
562202.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნემატოდების სხვა სახეობები ცხოველების პარაზიტებია.
Other species of nematodes parasitize animals.
562203.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როგორც მინიმუმ, 50 სახეობა სხვადასხვა Enterobius-ების (მაგ. მახვილას) და ანკილოსტომების ჩათვლით კი ადამიანის პარაზიტია.
Humans host at least 50 nematode species, including various pinworms and hookworms.
562204.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნემატოდების ერთ-ერთი ცნობილი სახეობაა ტრიქინელა (Trichinella spiralis), ჭია, რომელიც ტრიქინელოზს იწვევს.
One notorious nematode is Trichinella spiralis, the worm that causes trichinosis.
562205.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ადამიანის სხეულში ეს ნემატოდა ინფიცირებული ნახევრად უმი ღორის ან სხვა ცხოველის ხორციდან ხვდება, რომლის კუნთოვან ქსოვილში იუვენალური (ახალგაზრდა) ჭიების ცისტებია.
Humans acquire this nematode by eating undercooked infected pork or other meat with juvenile worms encysted in the muscle tissue.
562206.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ადამიანის ნაწლავებში ცისტები სქესობრივად მომწიფებულ ზრდასრულ ჭიებად ვითარდება.
Within the human intestine, the juveniles develop into sexually mature adults.
562207.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მდედრები ნაწლავების კუნთებში იჭრებიან და ახალ ნემატოდებს ჩეკენ. ახალი თაობა მასპინძლის სხეულში ან ქსოვილების გაბურღვის მეშვეობით, ან ლიმფური ძარღვებით სხვა ორგანოებამდე მოგზაურობით ვრცელდება. ასე ის ჩონჩხის კუნთებს აღწევს, სადაც ცისტებად გარდაიქმნება.
Females burrow into the intestinal muscles and produce more juveniles, which bore through the body or travel in lymphatic vessels to other organs, including skeletal muscles, where they encyst.
562208.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პარაზიტულ ნემატოდებს რამდენიმე საოცარი ხრიკი ახასიათებს, რომელთა საშუალებით მასპინძლის უჯრედების ფუნქციას ცვლიან.
Parasitic nematodes have an extraordinary molecular toolkit that enables them to redirect some of the cellular functions of their hosts.
562209.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მცენარეების ნემატოდები მასპინძლის ქსოვილებში მოლეკულებს გამოყოფენ, რომლებიც ფესვის უჯრედების წარმოქმნას ასტიმულირებს. ფესვის უჯრედები კი ამ პარაზიტებს საკვებით ამარაგებენ.
Plant-parasitic nematodes inject molecules that induce the development of root cells, which then supply nutrients to the parasites.
562210.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ტრიქინელა კუნთის უჯრედში იჭრება და კუნთის სპეციფიკური გენის მუშაობას აკონტროლებს, რომელიც უჯრედის ელასტიკურობის განმაპირობებელი ცილის კოდია. ელასტიკურ კუნთოვან უჯრედში კი ნემატოდა თავს კარგად გრძნობს.
Trichinella invades individual muscle cells and controls the expression of specific muscle genes, which code for proteins that make the cell elastic enough to house the nematode.
562211.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამასთან ერთად უჯრედი სისხლძარღვების მიმზიდველ სიგნალს უშვებს. სისხლძარღვები კი ნემატოდას საკვებით ამარაგებენ.
Additionally, the cell releases signals that attract blood vessels, which then supply the nematode with nutrients.
562212.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ საოცარ პარაზიტებს იცნობენ, როგორც ,,ვირუსის მსგავსი საქციელის მქონე ცხოველებს“.
These extraordinary parasites have been dubbed "animals that act like viruses."
562213.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანები სეგმენტირებული, ცელომიანი ცხოველებია. აქვთ გარეგანი ჩონჩხი და სახსრიანი გამონაზარდები.
Arthropods are segmented coelomates that have an exoskeleton and jointed appendages.
562214.
ბიოლოგია | თავი XXXIII
დღეისთვის აღწერილია ფეხსახსრიანების მილიონზე მეტი სახეობა. მათ უმეტესობას მწერები შეადგენენ.
More than 1 million arthropod species have been described, most of which are insects.
562215.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოოლოგებისთვის ცნობილი სამი სახეობიდან 2 ფეხსახსრიანია. ფეხსახსრიანების ტიპის წარმომადგენლები გავრცელებულნი არიან მთელ ბიოსფეროში.
In fact, two out of every three species known are arthropods, and members of the phylum Arthropoda can be found in nearly all habitats of the biosphere.
562216.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სახეობათა მრავალფეროვნებით, აბსოლუტური რიცხვითა და გავრცელებით, ფეხსახსრიანები ცხოველთა სამეფოს ყველაზე წარმატებული წარმომადგენლებია.
On the criteria of species diversity, distribution, and sheer numbers, arthropods must be regarded as the most successful of all animal phyla.
562217.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანების ზოგადი დახასიათება.
General Characteristics of Arthropods.
562218.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანების მრავალფეროვნება და წარმატება მჭიდროდ დაკავშირებულია მათ სეგმენტაციასთან (დანაწევრებასთან), მკვრივი გარეგანი ჩონჩხის არსებობასთან და სახსრიან გამონაზარდებთან (arthropod ნიშნავს ,,სახსრიან ფეხს”).
The diversity and success of arthropods are largely related to their segmentation, hard exoskeleton, and jointed appendages (arthropod means "jointed feet").
562219.
ბიოლოგია | თავი XXXIII
უძველეს დროში მობინადრე ფეხსახსრიანებს, მაგალითად, ტრილობიტებს, გამოხატული სეგმენტაცია ჰქონდათ, მაგრამ სხეულის სხვადასხვა სეგმენტების გამონაზარდები ნაკლებად განსხვავდებოდნენ.
Early arthropods, such as the trilobites, had pronounced segmentation, but their appendages showed little variation from segment to segment.
562220.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფეხსახსრიანების ევოლუციის პროცესში სეგმენტების რაოდენობა შემცირდა და გამონაზარდების სპეციალიზაცია განვითარდა. მათ უამრავი ფუნქცია გაუჩნდათ.
As arthropods continued to evolve, the seg ments tended to fuse and become fewer in number, and the appendages became specialized for a variety of functions.