მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562261.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ყოველი ობობა მისი სახეობისთვის დამახასიათებელ ქსელს ქსოვს. სამუშაოს პირველივე მცდელობისას შესანიშნავად ართმევს თავს.
Each spider engineers a style of web characteristic of its species and builds upin it perfectly on the first try.
562262.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როგორც ჩანს, ეს რთული ქცევა მემკვიდრეობითია.
This complex behavior is apparently inherited.
562263.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვადასხვა ობობები აბრეშუმს სხვადასხვანაირად იყენებენ: გაქცევისას აბრეშუმის ძაფით დაბლა ეშვებიან, ქსოვენ კვერცხისთვის საფარს ან „საჩუქარს ფუთავენ“. მამრი ობობები მდედრებს შეუღლებამდე საჭმელს სთავაზობენ. ამ საკვებს კი ძაფში ახვევენ.
Various spiders also use silk in other ways: as droplines for rapid escape, as a cover for eggs, and even as "gift wrap" for food that males offer females during courtship.
562264.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ცხრაფეხები (centipede) და ორწყვილფეხიანები (millipede) ქვეტიპ Myriapoda-ს (მრავალფეხიანებს) ეკუთვნის.
Millipedes and centipedes belong to the subphylum Myriapoda, the myriapods.
562265.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ყველა თანამედროვე მრავალფეხიანი ხმელეთის ბინადარია.
All living myriapods are terrestrial.
562266.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თავზე წყვილი ანტენა და სამი წყვილი გამონაზარდია. გამონაზარდები, ყბის მსგავსი მანდიბულას ჩათვლით, გარდაქმნილია პირის ნაწილებად.
Their head has a pair of antennae and three pairs of appendages modified as mouthparts, including the jaw-like mandibles.
562267.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორწყვილფეხიანებს (კლასი Diplopoda) აქვთ ფეხების დიდი რაოდენობა, თუმცა მიუხედავად მათი ლათინური სახელისა - millipede (ათასფეხიანებია) ის ათასზე ნაკლებია.
Millipedes (class Diplopoda) have a large number of legs, though fewer than the thousand their name implies.
562268.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეულის ყოველი სეგმენტი ორი შერწყმული სეგმენტისგან შედგება, რომელსაც ფეხების ორი წყვილი აქვს.
Each trunk segment is formed from two fused segments and has two pairs of legs.
562269.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორწყვილფეხიანები ხრწნადი ფოთლებითა და მცენარეების სხვა ნარჩენებით იკვებებიან.
Millipedes eat decaying leaves and other plant matter.
562270.
ბიოლოგია | თავი XXXIII
დედამიწის ისტორიაში ისინი ალბათ ყველაზე უძველეს ცხოველებს შორის იყვნენ. ბინადრობდნენ ხავსებში და პრიმიტიულ ჭურჭლოვან მცენარეებში.
They may have been among the earliest animals on land, living on mosses and primitive vascular plants.
562271.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორწყვილფეხიანებისგან განსხვავებით ცხრაფეხები (კლასი Chilopoda - ტუჩფეხიანები) მტაცებლებია.
Unlike millipedes, centipedes (class Chilopoda) are carnivores.
562272.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მათი სხეულის ყოველ სეგმენტს მხოლოდ ერთი წყვილი ფეხი აქვს.
Each segment of a centipede's trunk region has one pair of legs.
562273.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეულის წინა სეგმენტზე შხამიანი ბრჭყალია. შხამის მოქმედებით მსხვერპლს დამბლა ემართება. ამის გარდა ბრჭყალი თავდაცვის იარაღია.
Centipedes have poison claws on their foremost trunk segment that paralyze prey and aid in defense.
562274.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მწერები და მათი ნათესავები (ქვეტიპი Hexapoda - ექვსფეხიანები) სხვა სახეობებზე (ერთად აღებულზე) მეტია.
Insects and their relatives (subphylum Hexapoda) are more species-rich than all other forms of life combined.
562275.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ისინი ხმელეთზეც და მტკნარ წყალშიც თითქმის ყველგან ბინადრობენ. ჰაერში კი მფრინავი მწერები მეფობენ.
They live in almost every terrestrial habitat and in fresh water, and flying insects fill the air.
562276.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვებში მწერები იშვიათად გვხვდება. აქ წამყვანი როლი ფეხსახსრიანებს - კიბოსნაირებს უჭირავს.
Insects are rare, though not absent, in the seas, where crustaceans are the dominant arthropods.
562277.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მწერების შინაგანი ორგანოების აგებულება ნაჩვენებია 33.35 სურათზე. მწერებს ორგანოთა რამდენიმე რთული სისტემა აქვთ.
The internal anatomy of an insect includes several complex organ systems, which are highlighted in Figure 33.35.
562278.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მწერების ნამარხები ცნობილია დევონური პერიოდიდან, რომელიც 416 მილიონი წლის წინ დაიწყო.
The oldest insect fossils date from the Devonian period, which began about 416 million years ago.
562279.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფართოდ გავრცელებულია ჰიპოთეზა, რომ მწერების მრავალფეროვნების მკვეთრი ზრდა ცარცისა და ადრეული მესამეული პერიოდების განმავლობაში ყვავილოვანი მცენარეების ევოლუციურ რადიაციასთან ერთად მიმდინარეობდა (დაახლოებით 65-60 მილიონი წლის წინათ).
A widely held hypothesis is that the greatest diversification of insects paralleled the evolutionary radiation of flowering plants during the up Cretaceous and early Tertiary periods about 65-60 million years ago.
562280.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ფრენის უნარის შეძენა მწერების დიდი წარმატების ერთ-ერთი მიზეზია.
Flight is obviously one key to the great success of insects.