მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562321.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პატარა ზომის კიბოსნაირებში აირების მიმოცვლა კუტიკულის თხელ ადგილებში მიმდინარეობს; უფრო დიდ სახეობებს აქვს ლაყუჩები.
Small crustaceans exchange gases across thin areas of the cuticle; larger species have gills.
562322.
ბიოლოგია | თავი XXXIII
აზოტოვანი ნარჩენებიც კუტიკულის თხელი ადგილებიდან გამოიდევნება. ჯირკვლების წყვილი ჰემოლიმფაში მარილების ბალანსს არეგულირებს.
Nitrogenous wastes also diffuse through thin areas of the cuticle, but a pair of glands regulates the salt balance of the hemolymph.
562323.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კიბოსნაირების უმეტესობა ცალსქესიანია.
Sexes are separate in most crustaceans.
562324.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ომარებისა და ლანგუსტების მამრს მუცლის სპეციალიზებული გამონაზარდების წყვილი აქვს, რომელსაც კოპულაციის დროს მდედრის რეპროდუქციულ ფორაში სპერმის გადასატანად იყენებს.
In the case of lobsters and crayfish, the male uses a specialized pair of abdominal appendages to transfer sperm to the reproductive pore of the female during copulation.
562325.
ბიოლოგია | თავი XXXIII
წყლის კიბოსნაირების უმეტესობა ზრდისას მცურავი ლარვის ორ ან მეტ სტადიას გადის.
Most aquatic crustaceans go through one or more swimming larval stages.
562326.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კიბოსნაირების ერთ-ერთ უდიდესს ჯგუფს (დაახლოებით 10 000 სახეობა) იზოპოდები (თანაბარფეხიანი კიბოსნაირები) ქმნიან. ამ ჯგუფში ხმელეთის, მტკნარი წყლისა და ზღვის სახეობები შედიან.
One of the largest groups of crustaceans (numbering about 10,000 species) is the isopods, which include terrestrial, freshwater, and marine species.
562327.
ბიოლოგია | თავი XXXIII
იზოპოდების ზოგი სახეობა ოკეანის ღრმა ფსკერზე ბინადრობს.
Some isopod species are abundant in habitats at the bottom of the deep ocean.
562328.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ხმელეთის იზოპოდების წარმომადგენელია ტენის ჭია, რომელიც ჩვეულებრივად მორებისა და დაცვენილი ფოთლების ქვეშ ბინადრობს.
Among the terrestrial isopods are the pill bugs, or wood lice, common on the undersides of moist logs and leaves.
562329.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ომარები, ლანგუსტები კიბორჩხალები და კრევეტები შედარებით დიდი ზომის კიბოსნაირებია. მათ ათფეხიანებს უწოდებენ.
Lobsters, crayfish, crabs, and shrimp are all relatively large crustaceans called decapods.
562330.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრი მცირე ზომის კიბოსნაირი ზღვისა და მტკნარი წყლის პლანქტონის ძირითად მასას ქმნის.
Many small crustaceans are important members of marine and freshwater plankton communities.
562331.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პლანქტონის კიბოსნაირებში კოპეპოდების (ნიჩაბფეხიანების) ბევრი სახეობაა, რომლებიც ყველაზე მრავალრიცხოვანი ცხოველებიდან ერთ-ერთია. პლანქტონის შემადგენლობაში ასევე კრევეტისმაგვარი კრილი შედის, რომელიც 3 სანტიმეტრამდე იზრდება.
Planktonic crustaceans include many species of copepods, which are among the most numerous of all animals, and the shrimplike krill, which grow to about 3 cm long.
562332.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ეს ცხოველები ნამდვილი ვეშაპების (ცისფერი და ნამდვილი ვეშაპის ჩათვლით) მთავარი საკვები რესურსია. ადამიანი კრილს დიდი რაოდენობით იჭერენ. მას როგორც საკვებად, ასევე მცენარეების სასუქად იყენებენ.
A major food source for baleen whales (including blue whales and right whales), krill are now being harvested in great numbers by humans for food and agricultural fertilizer.
562333.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრი უფრო დიდი ზომის კიბოსნაირის ლარვაც პლანქტონის შემადგენელი ნაწილია.
The larvae of many larger-bodied crustaceans are also planktonic.
562334.
ბიოლოგია | თავი XXXIII
Barnacles Cirripedia (ზღვის იხვა) ეს ჯგუფი ძირითადად მიმაგრებული ცხოვრების ნირის მქონე კიბოსნაირებისგან შედგება. მათი კუტიკულა ნიჟარასავით მკვრივია, ვინაიდან კალციუმის კარბონატს შეიცავს.
Barnacles are a group of mostly sessile crustaceans whose cuticle is hardened into a shell containing calcium carbonate.
562335.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მათი უმეტესობა კლდეებს, ნავების ფსკერსა და სხვა წყალქვეშა ზედაპირს ემაგრება.
Most barnacles anchor themselves to rocks, boat hulls, pilings, and other submerged surfaces.
562336.
ბიოლოგია | თავი XXXIII
საკვების მოპოვებისას ისინი ნიჟარებიდან გამონაზარდებს ყოფენ და წყალს ფილტრავენ.
To feed, they extend appendages from their shell to strain food from the water.
562337.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი სახეობა სხვადასხვა მასპინძლის, მაგალითად, კიბორჩხალას, პარაზიტია. მასპინძლის სხეულში ბინადარი პარაზიტის სხეული მცენარის ფესვს წააგავს.
Other barnacles live as parasites inside hosts such as crabs, where their bodies resemble the roots of a plant.
562338.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად Cirripedia-ს კიბოსნაირებად 1800 წლამდე არ თვლიდნენ, სანამ ნატურალისტებმა არ აღმოაჩინეს, რომ Cirripedia-ს ლარვა სხვა კიბოსნაირების ლარვას წააგავს.
Barnacles were not recognized as crustaceans until the 1800s, when naturalists discovered that barnacle larvae resemble those of other crustaceans.
562339.
ბიოლოგია | თავი XXXIII
Cirripedia-ს უნიკალურმა თვისებებმა და ჰომოლოგიებმა, რომელიც მათ სხვა კიბოსნაირებთან აქვს, ჩარლზ დარვინი დააინტერესა, როცა ის ევოლუციის მოძღვრებაზე მუშაობდა.
The remarkable mix of unique traits and crustacean homologies found in barnacles was a major inspiration to Charles Darwin as he developed his theory of evolution.
562340.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანეკლიანები და ქორდიანები მეორადპირიანებია.
Echinoderms and chordates are deuterostomes.