მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562301.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როგორც წესი, გამრავლება მწერებში სქესობრივია. მწერები ძირითადად განცალკევებულ სქესიანებია. მდედრობითი და მამრობითი ინდივიდები ცალ-ცალკე არსებობენ.
Reproduction in insects is usually sexual, with separate male and female individuals.
562302.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზრდასრული მწერები წყვილდებიან. ერთი სახეობის წარმომადგენლები ერთმანეთს როგორც შეფერილობით (პეპლებში), ასევე ხმებით (ჭრიჭინებში) ან სუნით (ჩრჩილის შემთხვევაში) ცნობენ.
Adults come together and recognize each other as members of the same species by advertising with bright colors (as in butterflies), sound (as in crickets), or odors (as in moths).
562303.
ბიოლოგია | თავი XXXIII
განაყოფიერება, როგორც წესი, შინაგანია.
Fertilization is generally internal.
562304.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სახეობების უმეტესობაში კოპულაციისას სპერმა უშუალოდ მდედრის ვაგინაში ხვდება, თუმცა ზოგი სახეობის მამრები სპერმის პარკს მდედრის სხეულის გარეთ ათავსებენ, მდედრი კი მას შემდეგ იღებს.
In most species, sperm are deposited directly into the female's vagina at the time of copulation, though in some species the male deposits a sperm packet outside the female, and the female picks it up.
562305.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მდედრებს აქვთ შინაგანი სტრუქტურა – სპერმათეკა, სადაც სპერმა ინახება, როგორც წესი, შენახული სპერმა საკმარისია რამდენიმე წყება კვერცხების გასანაყოფიერებლად.
An internal structure in the female called the spermatheca stores the sperm, usually enough to fertilize more than one batch of eggs.
562306.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრი მწერი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წყვილდება.
Many insects mate only once in a lifetime.
562307.
ბიოლოგია | თავი XXXIII
დაწყვილების შემდეგ მდედრი კვერცხს შესაბამის საკვებ რესურსზე დებს. ამიტომ შემდეგ თაობას გამოჩეკის შემდეგ კვება უმალვე შეუძლია.
After mating, a female often lays her eggs on an appropriate food source where the next generation can begin eating as soon as it hatches.
562308.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მწერები იმდენად მრავალრიცხოვანი, მრავალფეროვანი და ფართოდ გავრცელებულებია, რომ ყველა სხვა ხმელეთის ცხოველების სიცოცხლეზე, ადამიანის ჩათვლით, მოქმედებენ.
Animals as numerous, diverse, and widespread as insects are bound to affect the lives of all other terrestrial organisms, including humans.
562309.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ერთი მხრივ, ჩვენ დამოკიდებულები ვართ ფუტკრებზე, ბუზებზე და ბევრ სხვა მწერზე, რომლებიც ამტვერებენ ჩვენს მარცვლეულ კულტურებსა და ხეხილს.
On the one hand, we depend on bees, flies, and many other insects to pollinate our crops and orchards.
562310.
ბიოლოგია | თავი XXXIII
უფრო მეტიც, მწერები საკვებისთვის ადამიანთან კონკურირებენ.
Furthermore, insects compete with humans for food.
562311.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად, აფრიკის ზოგ რაიონში მწერები მარცვლეულის 75% ანადგურებენ.
In parts of Africa, for instance, insects claim about 75% of the crops.
562312.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზარალის შემცირების მცდელობაზე შეერთებული შტატების ფერმერები პესტიციდებში და მარცვლეული კულტურების შესაწამლ უძლიერეს შხამებში ყოველ წელს მილიონობით დოლარს ხარჯავენ. მეცნიერები მწერების საწინააღმდეგო ახალ-ახალ მომაკვდინებელ შხამებს იგონებენ და იყენებენ.
Trying to minimize their losses, farmers in the United States spend billions of dollars each year on pesticides, spraying crops with massive doses of some of the deadliest poisons ever invented.
562313.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მწერებისა და მათი ფეხსახსრიანი ნათესავების უპირატესობა არა მარტო ადამიანისთვის, არამედ სხვა ცხოველებისთვისაც საგრძნობია.
Try as they may, not even humans have challenged the preeminence of insects and their arthropod kin.
562314.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ობობასნაირები და მწერები ხმელეთზე ბატონობენ, კიბოსნაირები კი ძირითადად ზღვებში და მტკნარ წყლებში ბინადრობენ.
While arachnids and insects thrive on land, crustaceans, for the most part, have remained in marine and freshwater environments.
562315.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კიბოსნაირებს (ქვეტიპი Crustacea – კიბოსნაირები) როგორც წესი აქვს ორად დატოტვილი, ძალზე სპეციალიზებული გამონაზარდები.
Crustaceans (subphylum Crustacea) typically have biramous (branched) appendages that are extensively specialized.
562316.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად ომარებს და ლანგუსტებს 19 წყვილი გამონაზარდი აქვთ.
Lobsters and crayfish, for instance, have a toolkit of 19 pairs of appendages.
562317.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეულის წინა ნაწილზე განლაგებული გამონაზარდები საცეცებია; კიბოსნაირები ერთადერთი ფეხსახსრიანებია, რომლებსაც ორი წყვილი საცეცი აქვთ.
The anterior-most appendages are antennae; crustaceans are the only arthropods with two pairs.
562318.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გამონაზარდების სამი ან მეტი წყვილი, მკვრივი მანდიბულების ჩათვლით, მოდიფიცირებულია პირის ნაწილებად.
Three or more pairs of appendages are modified as mouthparts, including the hard mandibles.
562319.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სასიარულო ფეხები მკერდზეა განლაგებული. მწერებისგან განსხვავებით კიბოსნაირებს გამონაზარდები მუცლის მხარეზე აქვთ.
Walking legs are present on the thorax, and, unlike insects, crustaceans have appendages on the abdomen.
562320.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კიბოსნაირებს დაკარგული გამონაზარდის რეგენერაცია შეუძლია.
A lost appendage can be regenerated.