მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562361.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავას საჭმლის მომნელებელი სისტემა გამოყოფს წვენს, რომელიც მოლუსკის რბილ სხეულს მისივე ნიჟარაში ინელებს.
The digestive system of the sea star secretes juices that begin digesting the soft body of the mollusc within its own shell.
562362.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავებსა და სხვა კანეკლიანებს რეგენერაციის საკმაოდ დიდი უნარი ახასიათებს.
Sea stars and some other echinoderms have considerable powers of regeneration.
562363.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავა მოგლეჯილ სხივს აღადგენს. ერთ-ერთი გვარის წარმომადგენლებს ერთი სხივიდან მთელი სხეულის აღდგენა შეუძლია.
Sea stars can regrow lost arms, and members of one genus can even regrow an entire body from a single arm.
562364.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ოფიურებს ცენტრალური დისკო და გრძელი მოქნილი სხივები ახასიათებს.
Brittle stars have a distinct central disk and long, flexible arms.
562365.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მილაკოვან ფეხებს მისაწოვრები არა აქვს, შესაბამისად, მისამაგრებლად მათ ვერ გამოიყენებ, ამიტომ ოფიურები სხივების გველისებრი, სწრაფი მოძრაობით გადაადგილდებიან.
They move by serpentine lashing of their arms, as their tube feet lack suckers and thus cannot be used for gripping.
562366.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი სახეობა სუსპენზიით იკვებება; სხვები მტაცებლები და ჰეტეროტროფებია.
Some species are suspension feeders; others are predators or scavengers.
562367.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ზღარბები და ფარისებრი ვარსკვლავები.
Sea Urchins and Sand Dollars.
562368.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ზღარბებს და ფარისებრ ვარსკვლავებს (Clypeasteroida) სხივები არა აქვს, სამაგიეროდ აქვს მილაკოვანი ფეხების ხუთი რიგი.
Sea urchins and sand dollars have no arms, but they do have five rows of tube feet that function in slow movement.
562369.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ზღარბების პირი გარშემორტყმულია რთული, ყბების მაგვარი სტრუქტურებით, რომლებიც ადაპტირებულია ზღვის წყალმცენარეებისა და სხვა საკვებით კვებისთვის.
The mouth of a sea urchin is ringed by complex, jaw-like structures adapted for eating seaweeds and other food.
562370.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ზღარბები თითქმის მრგვალია, ფარისებრი ვარსკვლავები კი დისკოს ფორმის ანუ შებრტყელებულია.
Sea urchins are roughly spherical, whereas sand dollars are flattened and disk-shaped.
562371.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღეროს მქონე და არ მქონე ზღვის შროშანები.
Sea Lilies and Feather Stars.
562372.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის შროშანები მიმაგრებული ცხოვრების ნირის მქონე ცხოველებია. ისინი სუბსტრატს ღერძით ემაგრებიან; ღეროს არ მქონე შროშანები კი დაცოცავენ გრძელი მოქნილი სხივების დახმარებით.
Sea lilies live attached to the substrate by a stalk; feather stars crawl about by using their long, flexible arms.
562373.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორივენი სხივებს სუსპენზიით კვებაში იყენებენ.
Both use their arms in suspension feeding.
562374.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხივები განლაგებულია პირის გარშემო, რომელიც სუბსტრატის მხარესაა მიმართული.
The arms encircle the mouth, which is directed upward, away from the substrate.
562375.
ბიოლოგია | თავი XXXIII
Crinoidea ძალიან ძველი კლასია, რომლის ევოლუცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა; ზღვის შროშანების, დაახლოებით 500 მილიონი წლის წინანდელი, გაქვავებული ნარჩენები ამ კლასის თანამედროვე წარმომადგენლებს ძალიან წააგავს.
Crinoidea is an ancient class whose evolution has been very conservative; fossilized sea lilies some 500 million years old are extremely similar to present-day members of the class.
562376.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის კიტრები.
Sea Cucumbers.
562377.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის კიტრები ერთი შეხედვით სხვა კანეკლიანებს არ ჰგვანან.
On casual inspection, sea cucumbers do not look much like other echinoderms.
562378.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მათ გარეგანი ჩონჩხის ეკლიანი ფირფიტები არ გააჩნია.
They lack spines, and their endoskeleton is much reduced.
562379.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პირის ირგვლივ განლაგებული ზოგი მილაკოვანი ფეხი საკვების მოსაპოვებელ საცეცებად გადაიქცა.
Some of the tube feet around the mouth are developed as feeding tentacles.
562380.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის გვირილები.
Sea Daisies.