მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562661.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ერთი - ცელაკანტები (კლასი Actinistia) გადასახლდნენ ოკეანეში.
One lineage, the coelacanths (class Actinistia), shifted to the ocean.
562662.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ცელაკანტები 75 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ, მაგრამ 1938 წელს მეთევზემ დაიჭირა ცელაკანტი ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კომოროსის კუნძულებთან.
Scientists once thought that coelacanths had become extinct 75 million years ago, but in 1938, fishermen caught a living coelacanth off the Comoros Islands in the western Indian Ocean.
562663.
ბიოლოგია | თავი XXXIV
1999 წლამდე ცელაკანტებს მარტო ამ არეალში პოულობდნენ. შემდეგ ინდონეზიის ახლოს, ინდოეთის ოკეანეს აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოაჩინეს მეორე პოპულაცია.
Coelacanths were found only in that area until 1999, when a second population was identified in the eastern Indian Ocean, near Indonesia.
562664.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ინდონეზიის პოპულაცია ალბათ მეორე სახეობას წარმოადგენს.
The Indonesian population may represent a second species.
562665.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თანამედროვე სარკოპტერიგიების მეორე ხაზს ქმნის ორგვარადმსუნთქავი (კლასი Dipnoi) თევზების სამი თაობა. ყველა ორგვარადმსუნთქავის ნამარხები ნაპოვნია სამხრეთ ნახევარსფეროში.
The second lineage of living lobe-fins is represented today by three genera of lungfishes (class Dipnoi), all of which are found in the Southern Hemisphere.
562666.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ორგვარადმსუნთქავები გაჩნდნენ ოკეანეში. დღეს მათ პოულობენ ძირითადად მტკნარ წყალში: გუბეებში და ჭაობებში.
Lungfishes evolved in the ocean but today are found only in fresh water, generally in stagnant ponds and swamps.
562667.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ეს თევზები ჰაერს ფილტვებში აგროვებენ. ფილტვები დაკავშირებულია ფარინქსთან.
They surface to gulp air into lungs connected to their pharynx.
562668.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფილტვიან (ორგვარადმსუნთქავ) თევზებს ლაყუჩებიც აქვთ. ავსტრალიური ორგვარადმსუნთქავი თევზების აირების მიმოცვლის მთავარ ორგანოს ლაყუჩები წარმოადგენს.
Lungfishes also have gills, which are the main organs for gas exchange in Australian lungfishes.
562669.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მშრალი სეზონის დროს გუბეები შრებიან.
When ponds shrink during the dry season.
562670.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მესამე თანამედროვე ხაზი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ცელაკანტები ან ორგვარადმსუნთქავები.
The third lineage of lobe-fins that survives today is far more diverse than the coelacanths or lungfishes.
562671.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შუა დევონური პერიოდის განმავლობაში მოხდა მათი ადაპტაცია ხმელეთზე ცხოვრებასთან. მათ დასაბამი მისცეს ხმელეთის ყველა ხერხემლიანს - ოთხფეხიანებს, ადამიანის ჩათვლით.
During the midDevonian, these organisms adapted to life on land and gave rise to terrestrial vertebrates, or tetrapods, including humans.
562672.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანების კლადა არის შემდეგი კონცეფციის თემა.
The tetrapod clade is the topic of the next section.
562673.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანები არიან წინა და უკანა კიდურების მქონე ყბაპირიანები.
Tetrapods are gnathostomes that have limbs and feet.
562674.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა დაახლოებით 360 მილიონი წლის წინათ. ზოგი სარკოპტერიგიის ფარფლები გადაიქცნენ ოთხფეხიანების წინა და უკანა კიდურებად.
One of the most significant events in vertebrate history took place about 360 million years ago, when the fins of some lobefins evolved into the limbs and feet of tetrapods.
562675.
ბიოლოგია | თავი XXXIV
აქამდე ყველა ხერხემლიანს თევზისმაგვარი აგებულება ახასიათებდა.
Until then, all vertebrates had shared the same basic fishlike anatomy.
562676.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანები გადავიდნენ ხმელეთზე. მათი სხეულის ფორმა გახდა ძალიან მრავალფეროვანი. ოთხფეხიანების კიდურები სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ. მაგალითად: ბაყაყი დახტის, არწივი დაფრინავს, ადამიანი კი გამართულად დადის.
Once tetrapods moved onto land, they eventually took on many new forms, from leaping frogs to flying eagles to bipedal humans.
562677.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანების შეძენილი თვისებები.
Derived Characters of Tetrapods.
562678.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანების (ტეტრაპოდები) ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი საფუძვლად დაედო მათ სახელს (Tetrapoda ბერძნულად ოთხ ფეხს ნიშნავს).
The most significant character of tetrapods gives the group its name, which means "four feet" in Greek.
562679.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მკერდის და მენჯის ფარფლების ადგილზე ოთხფეხიანებს კიდურები აქვთ. კიდურების საშუალებით ოთხფეხიანებს შეუძლიათ წონის გადანაწილება ხმელეთზე მოძრაობის დროს. თითებიანი კიდურები სიარულის დროს კუნთებით გამომუშავებულ ძალას ხმელეთს გადასცემენ.
In place of pectoral and pelvic fins, tetrapods have limbs that can support their weight on land and feet with digits that allow them to transmit muscle-generated forces to the ground when they walk.
562680.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხმელეთზე ცხოვრებამ ოთხფეხიანების სხეულის აგებულებაში სხვა ცვლილებებიც შეიტანა.
Life on land brought numerous other changes to the tetrapod body plan.