მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562681.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უკანა კიდურები მიმაგრებულია მენჯის სარტყლის ძვლებზე. მენჯის სარტყლის ძვლები უძრავად დაკავშირებულია ხერხემალთან. ამის გამო, უკანა კიდურების ხმელეთზე მოძრაობის შედეგად გამომუშავებული ძალა სხეულს გადაეცემა.
The bones of the pelvic girdle, to which the hind legs are attached, are fused to the backbone, permitting forces generated by the hind legs against the ground to be transferred to the rest of the body.
562682.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დღეს არსებულ ოთხფეხიანებს არ აქვთ ლაყუჩის ნაპრალები; ემბრიონული განვითარების დროს ფარინგიული ნაპრალებიდან ხდება ყურის ნაწილების, ჯირკვლებისა და სხვა სტრუქტურების ფორმირება.
Living tetrapods do not have gill slits; during embryonic development, the pharyngeal clefts instead give rise to parts of the ears, glands, and other structures.
562683.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყურები ადაპტირებულია ჰაერში გავრცელებული ბგერების მისაღებად.
The ears are adapted to the detection of airborne sounds.
562684.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგი ეს თვისება ოთხფეხიანების სხვადასხვა ევოლუციურ ხაზში დაიკარგა ან მნიშვნელოვნად შეიცვალა.
As you will see, some of these characters were dramatically altered or lost in various lineages of tetrapods.
562685.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგალითად: ფრინველებში მკერდის კიდურები ფრთებად გადაიქცნენ, ვეშაპების მთელმა სხეულმა კი თევზის მსგავსი ფორმა მიიღო.
For example, in birds the pectoral limbs became wings, while in whales the entire body converged toward a fishlike shape.
562686.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანების წარმოშობა.
The Origin of Tetrapods.
562687.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ვთქვით, დევონის პერიოდის სანაპიროების დაჭაობებული ადგილები უამრავი სხვადასხვა სარკოპტერიგის სამშობლო იყო.
As you have learned, the Devonian coastal wetlands were home to a wide range of lobe-fins.
562688.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მეჩხერ და ჟანგბადით ღარიბ წყალში მათ დაიწყეს ჰაერით სუნთქვისთვის ფილტვების გამოყენება.
Those that entered particularly shallow, oxygen-poor water could use their lungs to breathe air.
562689.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგი სახეობა მკვრივი ფარფლების მეშვეობით ალბათ ტალახიან ფსკერზე ან მორებზე გადაადგილდებოდა.
Some species probably used their stout fins to help them move across logs or the muddy bottom.
562690.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ასე რომ, ოთხფეხიანების სხეულის აგებულება წარმოადგენს აქამდე არსებული სხეულის აგებულების მოდიფიკაციას.
Thus, the tetrapod body plan did not evolve "out of nowhere" but was simply a modification of a preexisting body plan.
562691.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სარკოპტერიგიების ერთ-ერთ ევოლუციურ ხაზში ფარფლები თანდათან კიდურებს დაემსგავსა. ამავე დროს დანარჩენი სხეული ადაპტირებული დარჩა წყალში ცხოვრებასთან.
In one lineage of lobe-fins, the fins became progressively more limb-like while the rest of the body retained adaptations for aquatic life.
562692.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგალითად: ოთხფეხიანების ახლო ნათესავი - Acanthostega ბინადრობდა გრენლანდიაში 365 მილიონი წლის წინათ. მას ჰქონდა მთლიანად ჩამოყალიბებული წვივი, კოჭი და თითები.
For example, Acanthostega, a close relative of tetrapods that lived in Greenland 365 million years ago, had fully formed legs, ankles, and digits.
562693.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამის მიუხედავად, დარჩა წყალთან ადაპტირებული.
Yet it also retained adaptations for the water.
562694.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მას ჰქონდა ლაყუჩების ძვლები და სხივებისგან შემდგარი კუდის ფარფლი. ამ ფარფლის მეშვეობით ცხოველი წყალში მოძრაობდა.
It had bones that supported gills, and it had rays in its tail that supported a delicate fin that propelled it through water.
562695.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მისი მენჯის და მკერდის სარტყელი ძალიან სუსტი იყო. ამიტომ, სხეულის წონას ხმელეთზე ვერ იკავებდა.
Its pectoral and pelvic girdles were too weak to carry its body on land.
562696.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ჩანს, Acanthostega დროდადრო წყლიდან გამოდიოდა, მაგრამ ძირითად დროს მაინც წყალში ატარებდა.
Acanthostega have slithered out of the water from time to time, but for the most part it was aquatic.
562697.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბოლო 20 წლის განმავლობაში პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს უამრავი ახალი ნამარხი. ამ აღმოჩენების წყალობით, მეცნიერებმა საკმაოდ დარწმუნებით დაადგინეს ოთხფეხიანების წარმომავლობა.
Extraordinary fossil discoveries over the past 20 years have allowed paleontologists to reconstruct the origin of tetrapods with confidence for the first time.
562698.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანების მრავალფეროვნება მკვეთრად გაიზარდა ქვანახშირის პერიოდის განმავლობაში. ზოგი სახეობა სიგრძეში 2მ აღწევდა.
A great diversity of tetrapods emerged during the Carboniferous period, and some species reached 2 m in length.
562699.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ნამარხების ადგილმდებარეობა და აგებულება იმას მოწმობს, რომ ადრეული ოთხფეხიანების უმეტესობა წყალთან დაკავშირებული რჩებოდა. ამით ისინი ჰგვანან თანამედროვე ოთხფეხიანებს, რომლებსაც ამფიბიებს ეძახიან.
Judging from the morphology and locations of their fossils, most of these early tetrapods probably remained tied to the water, a feature they share with some members of a group of living tetrapods called amphibians.
562700.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამფიბიები (კლასი Amphibia) დღეს წარმოდგენილნი არიან დაახლოებით 4800 სახეობით. მათ შორის არიან სალამანდრები (რიგი Urodela -კუდიანები), ბაყაყები (რიგი Anura - უკუდოები) და უფილტვო ამფიბიები (რიგი Aპოდა, რაც ნიშნავს უფილტვოს).
Amphibians (class Amphibia) are represented today by about 4,800 species of salamanders (order Urodela, which means "tailed ones"), frogs (order Anura, meaning "tail-less ones"), and caecilians (order Apoda, meaning "legless ones").