მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562601.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი სხვა ხერხემლიანების უმეტესობის ტრაქტთან შედარებით პროპორციულად უფრო მოკლეა.
The digestive tract of many sharks is proportionately shorter than that of many other vertebrates.
562602.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის ნაწლავებში განლაგებულია სპირალური სარქველი. ეს სპირალის ფორმის ნაკეცებია, რომლებიც ზრდიან ნაწლავების ზედაპირის ფართობს და აგრძელებენ საკვების გზას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
Within the shark intestine is a spiral valve, a corkscrew-shaped ridge that increases surface area and prolongs the passage of food through the digestive tract.
562603.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კარგად განვითარებული გრძნობის ორგანოები და შეგრძნების მძაფრი უნარი არის ადაპტაცია. ის თან სდევს აქტიურ მტაცებლურ ცხოვრების ნირს.
Acute senses are adaptations that go along with the active, carnivorous lifestyle of sharks.
562604.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენებს აქვთ ძლიერი მხედველობა, მაგრამ ფერებს ვერ ასხვავებენ.
Sharks have sharp vision but cannot distinguish colors.
562605.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ნესტოებს მარტო ყნოსვის (სუნის გარჩევის) ფუნქცია აქვთ.
They function only for olfaction (smelling), not for breathing.
562606.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კუნთების შეკუმშვა წარმოქმნის ელექტრულ ველს. ზვიგენის თავის ნაწილის კანში განლაგებულია წყვილი ზონა, რომლითაც ის ამ ველს შეიგრძნობს.
Sharks also have a pair of regions in the skin of their head that can detect electric fields generated by the muscle contractions of nearby animals.
562607.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა წყლის ცხოველების მსგავსად ზვიგენებსაც არ აქვთ დაფის აპკი. ეს არის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით ხმელეთის ხერხემლიანებში ბგერის ტალღები გადაეცემა სმენის ორგანოს.
Like other aquatic vertebrates, sharks have no eardrums, structures that terrestrial vertebrates use to transmit sound waves in air to the auditory organs.
562608.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბგერა აღწევს ზვიგენს წყლის გავლით. შინაგანი ყურის სმენის ორგანოს ის მთელი სხეულით გადაეცემა.
Sound reaches a shark through water, and the animal's entire body transmits the sound to the hearing organs of the inner ear.
562609.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენს ახასიათებს კვერცხის შინაგანი განაყოფიერება.
Shark eggs are fertilized internally.
562610.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მამრს მენჯის ფარფლებთან წყვილი ულვაში აქვს. ამ ულვაშებს გადააქვთ სპერმა მდედრის რეპროდუქციულ ტრაქტში.
The male has a pair of claspers on its pelvic fins that transfer sperm into the reproductive tract of the female.
562611.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის ზოგი სახეობა კვერცხისმდებელია, ანუ ისინი დებენ კვერცხს და ნაშიერი კვერცხიდან იჩეკება დედის სხეულის გარეთ.
Some species of sharks are oviparous; they lay eggs that hatch outside the mother's body.
562612.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კვერცხისმდებელი ზვიგენები კვერცხებს დადებამდე ფუთავენ დამცავ სამოსში.
These sharks release their eggs after encasing them in protective coats.
562613.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა სახეობები არიან ცოცხალმშობიარები. ისინი ინახავენ განაყოფიერებულ კვერცხს კვერცხსავალში.
Other species are ovoviviparous; they retain the fertilized eggs in the oviduct.
562614.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ემბრიონები დედის სხეულში იკვებებიან ყვითრით, ვითარდებიან, იჩეკებიან საშვილოსნოში, შემდეგ კი გარეთ გამოდიან (იბადებიან).
Nourished by the egg yolk, the embryos develop into young that are born after hatching within the uterus.
562615.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რამდენიმე სახეობა ცოცხალმშობიარეა. ამ შემთხვევაში ნაშიერი ვითარდება საშვილოსნოში. დაბადებამდე საკვებს იღებს დედის სისხლიდან. საკვები, რომელსაც საშვილოსნო გამოიმუშავებს, აბსორბციის გზით, ყვითრის ტომრის პლაცენტის გავლით ხვდება ემბრიონში. არის შემთხვევები, როცა ემბრიონი სხვა კვერცხს ჭამს.
A few species are viviparous; the young develop within the uterus and obtain nourishment prior to birth by receiving nutrients from the mother's blood through a yolk sac placenta, by absorbing a nutritious fluid produced by the uterus, or by eating other eggs.
562616.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის რეპროდუქციული ტრაქტი იხსნება კლოაკაში, იქვე იხსნება გამომყოფი და მომნელებელი სისტემები. კლოაკა არის საერთო კამერა, რომელსაც ერთი გარეთა გასახსნელი აქვს.
The reproductive tract of the shark empties along with the excretory system and digestive tract into the cloaca, a common chamber that has a single opening to the outside.
562617.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სკაროსები ზვიგენების ახლო ნათესავები არიან, მაგრამ მათი ცხოვრების ნირი განსხვავებულია ზვიგენების ცხოვრების ნირისგან.
Although rays are closely related to sharks, they have adopted a very different lifestyle.
562618.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სკაროსების უმეტესობას შებრტყელებული ფორმის სხეული აქვს. ისინი ფსკერთან ახლოს ბინადრობენ. იკვებებიან მოლუსკებით და კიბოსნაირებით. ყბების მეშვეობით ამტვრევენ ნიჟარებს.
Most rays are flattened bottom-dwellers that feed by using their jaws to crush molluscs and crustaceans.
562619.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სკაროსებს აქვთ ძალიან მკერდის ფართო ფარფლები. ისინი წყლის ფრთებს წააგავს. ცხოველის წყალში გადაადგილება კი ფრენას ჰგავს.
They use their greatly enlarged pectoral fins like water wings to propel themselves through the water.
562620.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბევრ სკაროსს აქვს მათრახისებრი ფორმის კუდი. ზოგ სახეობას კუდზე მომწამლავი კაუჭები გააჩნია. კაუჭებს ცხოველი თავდაცვისთვის იყენებს.
The tail of many rays is whiplike and, in some species, bears venomous barbs that function in defense.