მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562701.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დღეისთვის აღწერილია სალამანდრების 500 სახეობა.
There are only about 500 species of urodeles.
562702.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხმელეთზე მობინადრე სალამანდრების უმეტესობა გადაადგილდება სხეულის ერთი მხრიდან მეორე მხარეზე დაქანებული მოძრაობის მეშვეობით. ეს თვისება მემკვიდრეობით დარჩათ ხმელეთის ადრეული ოთხფეხიანებისგან.
Most salamanders that live on land walk with a side-to-side bending of the body inherited from the early terrestrial tetrapods.
562703.
ბიოლოგია | თავი XXXIV
წყლის სალამანდრებში ხშირია პედამორფოზი; მაგალითად: ამერიკული პროტეი (Necturus) ლარვულ თვისებებს სქესობრივი სიმწიფის დროსაც ინარჩუნებს.
Paedomorphosis is common among aquatic salamanders; the mudpuppy (Necturus), for instance, retains larval features when sexually mature.
562704.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დღეს აღწერილია ბაყაყების დაახლოებით 4 200 სახეობა. ბაყაყები ხმელეთზე კუდიან ამფიბიებზე უკეთ გადაადგილდებიან, ანუ უფრო ადაპტირებულები არიან ხმელეთზე ცხოვრებასთან.
Anurans, numbering nearly 4,200 species, are more specialized than urodeles for moving on land.
562705.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზრდასრული ბაყაყები ხმელეთზე დახტიან ძლიერი უკანა კიდურების დახმარებით.
Adult frogs use their powerful hind legs to hop along the terrain.
562706.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბაყაყი იჭერს მწერებს გრძელი, წებოვანი ენით, რომელიც პირის წინა ნაწილთან არის მიმაგრებული. ბაყაყი ენას გამოტყორცნის და მწერი ეწებება ენას.
A frog nabs insects by flicking out its long, sticky tongue, which is attached to the front of the mouth.
562707.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბაყაყებს აქვს უამრავი თავდაცვითი ადაპტაცია. ამით თავს იცავენ მტაცებლებისგან.
Frogs display a great variety of adaptations that help them avoid being eaten by larger predators.
562708.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მათი კანის ჯირკვლები ასინთეზებენ ცუდი გემოს მქონე ან მომწამლავ ლორწოს.
Their skin glands secrete distasteful or even poisonous mucus.
562709.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბევრი შხამიანი სახეობა მკვეთრად არის შეფერილი. მკვეთრი შეფერილობა აფრთხობს მტაცებლებს.
Many poisonous species have bright coloration, which predators apparently associate with danger.
562710.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა ბაყაყებს შენიღბვითი შეფერილობა ახასიათებთ.
Other frogs have color patterns that camouflage.
562711.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უფილტვოები (დაახლოებით 150 სახეობა) თითქმის ბრმები არიან. გარეგნულად ჭიაყელებს ჰგვანან.
Apodans, the caecilians (about 150 species), are legless and nearly blind, and superficially they resemble earthworms.
562712.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უფილტვოების წინაპრებს კიდურები ჰქონდათ, ასე რომ, კიდურების არქონა არის მეორეული ადაპტაცია.
Their absence of legs is a secondary adaptation, as they evolved from a legged ancestor.
562713.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უფილტვოები ბინადრობენ ტროპიკულ არეალში. მათი სახეობების უმეტესობა ბინადრობს ნესტიანი ტყის ნიადაგში.
Caecilians inhabit tropical areas where most species burrow in moist forest soil.
562714.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რამდენიმე სამხრეთ ამერიკული სახეობა ბინადრობს მტკნარ წყალში – გუბეებში და ნაკადულებში.
A few South American species live in freshwater ponds and streams.
562715.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამფიბია ნიშნავს ,,ორგვარ სიცოცხლეს”. ამ სახელში ჩადებულია ამფიბიის ბევრი სახეობისთვის დამახასიათებელი მეტამორფოზის არსებობა.
Amphibian means "two lives," a reference to the metamorphosis of many frog species.
562716.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბაყაყის ლარვა – თავკომბალა, როგორც წესი, მხოლოდ წყალში ბინადრობს. ის იკვებება მცენარეებით, აქვს ლაყუჩები და გვერდითი ხაზის სისტემა. გვერდითი ხაზის სისტემა ისეთივეა, როგორიც წყლის ხერხემლიანებში.
The larval stage of a frog, called a tadpole, is usually an aquatic herbivore with gills, a lateral line system resembling that of aquatic vertebrates, and a long, finned tail.
562717.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლარვა ცურავს კუდის ტალღისებრი მოძრაობის მეშვეობით.
The tadpole initially lacks legs and swims by undulating its tail.
562718.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მეტამორფოზის შედეგად იწყება მეორე სიცოცხლე. თავკომბალას უვითარდება კიდურები, ფილტვები, წყვილი გარეთა დაფის აპკი და საჭმლის მომნელებელ სისტემა. ზრდასრულის საჭმლის მომნელებელი სისტემა ადაპტირებულია მტაცებლობასთან.
During the metamorphosis that leads to the "second life," the tadpole develops legs, lungs, a pair of external eardrums, and a digestive system adapted to a carnivorous diet.
562719.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამავე დროს ქრება ლაყუჩები და სახეობების უმეტესობაში ქრება გვერდითი ხაზი.
At the same time, the gills disappear; the lateral line system also disappears in most species.
562720.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ახალგაზრდა ბაყაყი გამოდის ნაპირზე და ხმელეთის მტაცებლად გადაიქცევა.
The young frog crawls onto shore and becomes a terrestrial hunter.