მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562761.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიებს ამფიბიებისგან განსხვავებით აქვთ ქერცლები. ქერცლები წყლისგან დამცავ ბარიერს ქმნიან. შეიცავენ ცილა კერატინს.
Unlike amphibians, reptiles have scales that contain the protein keratin.
562762.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქერცლების გამო, რეპტილიები ამფიბიებისგან განსხვავებით კანით არ სუნთქავენ. რეპტილიების უმეტესობა მარტო ფილტვებით სუნთქავს.
Scales prevent reptiles from breathing through their skin like amphibians; most reptiles rely on their lungs alone for gas exchange.
562763.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კუ გამონაკლისს წარმოადგენს, ვინაიდან კუს ბევრი სახეობა აირების მიმოცვლას კლოაკის სველი ზედაპირის მეშვეობით ახორციელებს.
Turtles are the exception to this rule; many turtles also use the moist surfaces of their cloaca for gas exchange.
562764.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიების უმეტესობა კვერცხს ხმელეთზე დებს.
Most reptiles lay shelled eggs on land.
562765.
ბიოლოგია | თავი XXXIV
განაყოფიერება შინაგანად უნდა ხდებოდეს, გარსის განვითარებამდე.
Fertilization must occur internally, before the shell is secreted.
562766.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გველებისა და ხვლიკების ბევრი სახეობა ცოცხალმშობიარეა; მათი ჩანასახის გარეთა მემბრანები ქმნიან პლაცენტას. პლაცენტის საშუალებით ემბრიონი დედის სხეულიდან იღებს საკვებს.
Many species of snakes and lizards are viviparous; their extraembryonic membranes form a placenta that enables the embryo to obtain nutrients from its mother.
562767.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიებზე ამბობენ, რომ ისინი ცივსისხლიანები არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი სხეულის ტემპერატურის გასაკონტროლებლად არ იყენებენ ნივთიერებათა ცვლის შედეგად მიღებულ ენერგიას.
Many reptiles are sometimes said to be "cold-blooded" because they do not use their metabolism extensively to control their body temperature.
562768.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხეულის ტემპერატურას ისინი ქცევითი ადაპტაციების მეშვეობით არეგულირებენ.
However, they do regulate their body temperature by using behavioral adaptations.
562769.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგალითად: როცა ჰაერის ტემპერატურა დაბალია, ბევრი ხვლიკი მზეზე თბება. როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია, ისინი ჩრდილს ეძებენ.
For example, many lizards bask in the sun when the air is cool and seek shade when the air is too warm.
562770.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უფრო ზუსტი იქნება დავარქვათ ამ რეპტილიებს ექტოთერმულები (სითბოს გარემოდან მიმღები). ეს სახელი მიუთითებს გარეგანი სითბოს აბსორბციის უნარზე. ამ შემთხვევაში გარემოდან აბსორბირებული სითბო სხეულის ტემპერატურის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
A more accurate description of these reptiles is to say that they are ectothermic, which refers to the absorption of external heat as the main source of body heat.
562771.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ექტოთერმულ რეპტილიებს არსებობისთვის 10% ნაკლები საკვები სჭირდებათ, ვიდრე იგივე ზომის ძუძუმწოვრებს. ვინაიდან ისინი პირდაპირ მზის ენერგიიდან იღებენ სითბოს და არა საკვების მეტაბოლიზმის შედეგად.
By heating directly with solar energy rather than through the metabolic breakdown of food, an ectothermic reptile can survive on less than 10% of the food energy required by a mammal of the same size.
562772.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიების კლადის ყველა წარმომადგენელი არ არის ექტოთერმული; ფრინველები არიან რეპტილიების კლადის ენდოთერმული წარმომადგენლები, ანუ შეუძლიათ სხეულის სითბოს შენარჩუნება მეტაბოლიზმის გზით.
The reptile clade is not entirely ectothermic; birds are endothermic, capable of keeping the body warm through metabolism.
562773.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიების წარმოშობა და ევოლუციური რადიაცია.
The Origin and Evolutionary Radiation of Reptiles.
562774.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიების ყველაზე ადრეული ნამარხები აღმოაჩინეს კანზასის კლდეებში. ისინი ეკუთვნის ქვანახშირის პერიოდის ბოლოს, ანუ დაახლოებით 300 მილიონი წლის არიან.
The oldest reptilian fossils, found in rocks from Kansas, date from the end of the Carboniferous period, about 300 million years ago.
562775.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიების პირველი ძირითადი ჯგუფი იყვნენ პარარეპტილიები, ძირითადად ეს იყვნენ დიდი, დაბალი, ოთხფეხა ბალახისმჭამელები.
The first major group of reptiles to emerge were the parareptiles, which were mostly large, stocky, quadrupedal herbivores.
562776.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგ პარარეპტილიას კანზე დერმული ფირფიტები ჰქონდა. ფირფიტები, როგორც ჩანს, იცავდნენ მათ მტაცებლებისგან. მტაცებლები ძირითადად იყვნენ სინაფსიდები, ძუძუმწოვრების წინაპრები (ამის შესახებ მოგვიანებით ამ თავში ვისაუბრებთ).
Some parareptiles had dermal plates on their skin that may have provided them with defense against predators (mainly synapsids, the ancestors of mammals, which you will learn about later in this chapter).
562777.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პარარეპტილიები გადაშენდნენ ტრიასული პერიოდის ბოლოს, დაახლოებით 200 მილიონი წლის წინათ.
Parareptiles died out by about 200 million years ago, at the end of the Triassic period.
562778.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგი სისტემატიკოსი თვლის, რომ პარარეპტილიებმა დასაბამი მისცეს კუს განვითარებას. სისტემატიკოსები ვარაუდობენ, რომ პარარეპტილიების კანის ფირფიტები და კუს ბაქანი ჰომოლოგიურ წარმონაქმნებს წარმოადგენენ.
Some systematists have proposed that parareptiles gave rise to turtles, pointing to the possible homology of parareptile dermal plates and turtle shells. But molecular studies point to different reptilian origins for turtles.
562779.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგრამ მოლეკულურმა კვლევებმა არ დაადასტურა ეს მოსაზრება.
The subject remains controversial among experts.
562780.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დიაფსიდები შედგებოდნენ ორი ძირითადი ევოლუციური ხაზისგან.
The diapsids are composed of two main lineages.