მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562741.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამნიოტები ოთხფეხიანების ჯგუფია. ამ ჯგუფის თანამედროვე წევრები არიან რეპტილიები (ფრინველების ჩათვლით) და ძუძუმწოვრები.
Amniotes are a group of tetrapods whose living members are the reptiles (including birds) and the mammals.
562742.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ევოლუციის განმავლობაში ამნიოტებმა ხმელეთზე საარსებო ადაპტაციები შეიძინეს.
During their evolution, amniotes acquired a number of new adaptations to life on land.
562743.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამნიოტების შეძენილი ნიშნები.
Derived Characters of Amniotes.
562744.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამნიოტების სახელი დაერქვათ ამნიოტური კვერცხიდან გამომდინარე. ამნიოტური კვერცხი კლადას ძირითადი შეძენილი თვისებაა. ამნიოტურ კვერცხს აქვს სპეციალიზებული მემბრანები. ისინი იცავენ ემბრიონს გამოშრობისგან და დაზიანებისგან. ამ მემბრანებს ჩანასახის გარეთა მემბრანები ეწოდებათ.
Amniotes are named for the major derived character of the clade, the amniotic egg, which contains specialized membranes that protect the embryo.
562745.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ისინი არ წარმოადგენენ ემბრიონის სხეულის ნაწილს და ვითარდებიან ემბრიონის გარეთ არსებული ქსოვილის შრეებიდან.
Called extraembryonic membranes because they are not part of the body of the embryo itself, these membranes develop from tissue layers that grow out from the embryo.
562746.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჩანასახის გარეთა მემბრანები მონაწილეობენ აირების მიმოცვლაში, ნარჩენების შენახვაში და შენახული საკვების ემბრიონისკენ ტრანსპორტირებაში.
They function in gas exchange, waste storage, and the transfer of stored nutrients to the embryo.
562747.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრინველების კვერცხის გარსები კალცინირებულია (შეიცავს კალციუმის კარბონატს) და მკვრივი. ბევრი რეპტილიის კვერცხის გარსი კი ბლანტია და კანით არის დაფარული.
The shells of bird eggs are calcareous (made of calcium carbonate) and inflexible, while the shells of many nonbird reptile eggs are leathery and flexible.
562748.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამნიოტებმა ხმელეთზე საცხოვრებელი სხვა ადაპტაციებიც შეიძინეს. მათი კანი ნაკლებად შეღწევადია. აერაცია ხორციელდება გულმკერდის არეში არსებული ფილტვებით.
Amniotes also acquired other adaptations to terrestrial life, including less permeable skin and the ability to use the rib cage to ventilate the lungs.
562749.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული ოთხფეხიანებს და ამჟამად არსებული ამფიბიებს კიდურებზე დგომის უნარი არ აქვთ. თანამედროვე ამნიოტებს შეუძლიათ ფეხზე უფრო მაღლა (აწეულად) დგომა.
Whereas earlier tetrapods and living amphibians generally sprawl their legs out, living amniotes display, to varying degrees, a more elevated stance.
562750.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული ამნიოტები.
Early Amniotes.
562751.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თანამედროვე ამფიბიებთან და ამნიოტებთან ყველაზე ახლო მდგომი მათი საერთო წინაპარი ცხოვრობდა ქვანახშირის პერიოდში, 340 მილიონი წლის წინათ.
The most recent common ancestor of living amphibians and amniotes lived about 340 million years ago, in the Carboniferous period.
562752.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ პერიოდით დათარიღებული ამნიოტური კვერცხების ნამარხები არ არის ნანახი. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამნიოტური კვერცხი ძალიან ნაზია.
No fossils of amniotic eggs have been found from that time, which is not surprising given how delicate they are.
562753.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ასე რომ, შეუძლებელია დავადგინოთ, როდის წარმოიქმნა ამნიოტური კვერცხი. თუმცა თანამედროვე ამნიოტების უკანასკნელ საერთო წინაპარს უკვე უნდა ჰქონოდა ამნიოტური კვერცხი.
Thus, it is not yet possible to say when the amniotic egg evolved, although it must have existed in the last common ancestor of living amniotes, which all have amniotic eggs.
562754.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული ამნიოტებისა და მათი უახლოესი ნათესავების ნამარხებიდან ჩანს, რომ ისინი უფრო მშრალ გარემოში ბინადრობდნენ, ვიდრე ადრეული ოთხფეხიანები.
What is evident from fossils of early amniotes and their closest relatives is that they lived in drier environments than did earlier tetrapods.
562755.
ბიოლოგია | თავი XXXIV
საღეჭი კბილების აგებულება და სხვა თვისებები მიუთითებს, რომ ზოგი მათგანი იკვებებოდა მცენარეებით.
Some of them were herbivores, as evidenced by their grinding teeth and other features.
562756.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მცენარეებით მკვებავი ამნიოტები დიდი რაოდენობით იღებდნენ მცენარეულ მასას.
Herbivorous amniotes began consuming large amounts of plant matter.
562757.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თავის მხრივ, ისინი დიდი მტაცებელი ამნიოტების მსხვერპლს (საკვებს) წარმოადგენდნენ.
They, in turn, became prey for large predatory amniotes.
562758.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რეპტილიების კლადაში რიგ გადაშენებულ ჯგუფებთან ერთად (მაგალითად, დიდი, ფრენის უნარის არმქონე დინოზავრები) შედიან: გატერია, ხვლიკები, გველები, კუ, ნიანგები და ფრინველები.
The reptile clade includes the tuatara, lizards, snakes, turtles, crocodilians, and birds, along with a number of extinct groups such as the large nonflying dinosaurs.
562759.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული რეპტილიები ბინადრობდნენ დედამიწაზე 320 მილიონი წლის წინათ. ყველა თანამედროვე რეპტილიის ევოლუციური ხაზი უაღრესად შეცვლილია. ამიტომ, არც ერთს შეუძლია ადრეული რეპტილიების პირდაპირი მაგალითი იყოს.
Because all of the living reptile lineages are highly derived, none can serve as a straightforward model for the earliest reptiles that lived some 320 million years ago.
562760.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შედარებითმა შესწავლამ აჩვენა, რომ ზოგი შეძენილი თვისება განასხვავებს ადრეულ რეპტილიებს სხვა ოთხფეხიანებისგან.
Nevertheless, comparative studies allow us to infer some of the derived characters that likely distinguished early reptiles from other tetrapods.