მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562981.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჰომინოიდების ტვინი სხეულის ზომასთან შედარებით უფრო დიდია, ვიდრე სხვა პრიმატების ტვინი. მათი ქცევა კი უფრო მრავალფეროვანია.
Hominoids have a larger brain in proportion to their body size than other primates, and hominoid behavior is more flexible.
562982.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადამიანები არიან ჰომინოიდები. ისინი დადიან ორ ფეხზე და დიდი მოცულობის ტვინი აქვთ.
Humans are bipedal hominoids with a large brain.
562983.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჩვენ ვიმოგზაურეთ დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნებაში და მივაღწიეთ ჩვენს სახეობას ანუ Homo sapiens. ჰომო საპიენსი არსებობს დედამიწაზე დაახლოებით 160 000 წლის განმავლობაში.
In our tour of Earth's biodiversity, we come at last to our own species, Homo sapiens, which is about 160,000 years old.
562984.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სიცოცხლე დედამიწაზე კი 3,5 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა. სიცოცხლის არსებობის დროსთან შედარებით ადამიანი ახალი სახეობაა - ევოლუციური სიახლეა.
When you consider that life has existed on Earth for at least 3.5 billion years, we are clearly evolutionary newcomers.
562985.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადამიანის შეძენილი თვისებები.
Derived Characters of Humans.
562986.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადამიანს სხვა ჰომინოიდებისგან გარკვეული თვისებები განასხვავებენ.
A number of characters distinguish humans from other hominoids.
562987.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე თვალსაჩინო თვისებაა გამართული სიარული (ორ ფეხზე სიარული).
Most obviously, humans stand upright and walk on two legs.
562988.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადამიანის ტვინი გაცილებით დიდი მოცულობის არის, ვიდრე სხვა ჰომინოიდების ტვინი. ადამიანებს შეუძლიათ ლაპარაკი, ენების ათვისება, აბსტრაქტული (სიმბოლური) აზროვნება და სხვადასხვა სირთულის იარაღების შექმნა.
Humans have a much larger brain than other hominoids and are capable of language, symbolic thought, and the manufacture and use of complex tools.
562989.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადამიანებს რედუცირებული აქვთ ყბის ძვლები და ყბის კუნთები. საჭმლის მომნელებელ ტრაქტი შედარებით მოკლეა.
Humans also have reduced jawbones and jaw muscles, along with a shorter digestive tract.
562990.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დღეს მიმდინარეობს ადამიანისა და შიმპანზის გენომების შედარებითი შესწავლა. ამის შედეგად გროვდება ინფორმაცია გენომებს შორის სხვაობაზე მოლეკულურ დონეზე.
The list of derived human characters at the molecular level is growing as scientists compare the genomes of humans and chimpanzees.
562991.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჩვენი და შიმპანზეების გენომის 99% მსგავსია. მაგრამ დარჩენილი 1%-ც საკმაოდ დიდი რიცხვია, ვინაიდან ადამიანის გენომი შედგება 3 მილიარდი ფუძე წყვილისგან.
Although the two genomes are 99% identical, a disparity of 1% can translate into a large number of differences in a genome that contains 3 billion base pairs.
562992.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გენეტიკური სხვაობა განასხვავებს ადამიანებს სხვა თანამედროვე ჰომინოიდებისგან. შეძენილი ფენოტიპური თვისებები ჩაწერილია გენომში.
Bear in mind that such genomic differences and whatever derived phenotypic characters they code for-separate humans from other living hominoids.
562993.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჩვენს წინაპრებს, ჩვენი სახეობის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე, გაუჩნდა ბევრი ახალი თვისება.
But many of these new characters first emerged in our ancestors, long before our own species appeared.
562994.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული ჰომინიდები.
The Earliest Hominids.
562995.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მეცნიერებას ადამიანის წარმოშობაზე ჰქვია პალეოანთროპოლოგია.
The study of human origins is known as paleoanthropology.
562996.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ ნაპოვნ სახეობებს ჰომინიდები უწოდეს.
These species are known as hominids.
562997.
ბიოლოგია | თავი XXXIV
1994 წლიდან დღემდე აღმოჩენილია ჰომინიდების ოთხი (დაახლოებით 4 მილიონი წლის ასაკის) სახეობის ნამარხები.
Since 1994, four hominid species dating from more than 4 million years ago have been discovered in the fossil record.
562998.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე ადრეული ამ ჰომინიდებიდან (Sahelanthropus tchadensis) ცხოვრობდა დაახლოებით 7-6 მილიონი წლის წინათ; მისი ნამარხები აღმოაჩინეს 2002 წელს.
The oldest of these hominids, Sahelanthropus tchadensis, lived about 7-6 million years ago; its fossils were discovered in 2002.
562999.
ბიოლოგია | თავი XXXIV
Sahelanthropus, სხვა ადრეულ ჰომინიდებს და ადამიანებს საერთო აქვთ ზოგი შეძენილი ნიშანი.
Sahelanthropus and other early hominids shared some of the derived characters of humans.
563000.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგალითად: რედუცირებული ეშვი. ზოგი ნამარხიდან ჩანს, რომ მის მფლობელებს შედარებით ბრტყელი სახეები ჰქონდათ.
For example, they had reduced canine teeth, and some fossils suggest that they had relatively flat faces.