მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563041.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ჩანს, ავსტრალოპითეკებს მოძრაობის სხვადასხვა ხერხი ახასიათებდათ: ზოგი სხვებთან შედარებით მეტ დროს მიწაზე ატარებდა.
Australopiths seem to have had various locomotor styles, and some spent more time on the ground than others.
563042.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ორ ფეხზე დიდ მანძილზე გადაადგილება ჰომინიდებმა დაახლოებით 1.9 მილიონი წლის წინათ დაიწყეს.
Only about 1.9 million years ago did hominids begin to walk long distances on two legs.
563043.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ეს ჰომინიდები ცხოვრობდნენ შედარებით მშრალ გარემოში. მშრალ გარემოში ორ ფეხზე სიარული ენერგიის ნაკლებ ხარჯვას მოითხოვს, ვიდრე ოთხ ფეხზე სიარული.
These hominids lived in more arid environments, where bipedal walking requires less energy than walking on all fours.
563044.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ინსტრუმენტებით სარგებლობა.
Tool Use.
563045.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ადრე წაიკითხეთ, ხელსაწყოების შექმნა და რთული ხელსაწყოების გამოყენება არის ადამიანების შეძენილი ქცევითი თვისება.
As you read earlier, the manufacture and use of complex tools is a derived behavioral character of humans.
563046.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგალითად: ორანგუტანგებს შეუძლიათ სხვადასხვა ფორმის ჯოხების შერჩევა და ამ ჯოხების გამოყენება მწერების ბუდეებიდან ამოსაღებად.
Orangutans, for example, can fashion probes from sticks for retrieving insects from their nests.
563047.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შიმპანზეებს უფრო რთული ქცევა ახასიათებთ: საკვებს ქვებით აქუცმაცებენ ან ეკლიან ბუჩქნარში მოძრაობისას ფეხებზე ფოთლებს იხვევენ.
Chimpanzees are even more adept, using rocks to smash open food and putting leaves on their feet to walk over thorns.
563048.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ანაბეჭდებიდან ჩანს, რომ ჰომინიდები ძვლებიდან ხორცის მოსაჭრელად ქვის იარაღებს იყენებდნენ.
These marks suggest that hominids cut flesh from the bones of animals using stone tools.
563049.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ცხოველების ძვლებთან ახლოს ნახეს ჰომინიდების ძვლებიც. საინტერესოა, ამ ჰომინიდებს შედარებით მცირე მოცულობის ტვინი ჰქონდათ.
Interestingly, the hominids whose fossils were found near the site where the bones were discovered had a relatively small brain.
563050.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თუ ისინი (მათ Australopithecus garhi დაარქვეს) მართლაც ქმნიდნენ ქვის იარაღებს და ძვლების დასამუშავებლად იყენებდნენ, ესე იგი მათი ქვის ინსტრუმენტებით სარგებლობა ჰომინიდებში ტვინის ევოლუციამდე განვითარდა.
If these hominids, which have been named Australopithecus garhi, were indeed the creators of the stone tools used on the bones, that would suggest that stone tool use originated before the evolution of large hominid brains.
563051.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჰომოს ანუ ჩვენი გვარის ადრეული ნამარხები (პალეოანთროპოლოგების დასკვნით) არის Homo habilis-ის ნამარხები.
The earliest fossils that paleoanthropologists place in our genus, Homo, are those of the species Homo habilis.
563052.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ეს ნამარხები 2.4-2.6 მილიონი წლისაა. ამ ნამარხების თავის ქალას აგებულებაში ნათლად ჩანს ჰომინიდების შეძენილი თვისებები.
These fossils, ranging in age from about 2.4 to 1.6 million years, show clear signs of certain derived hominid characters above the neck.
563053.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ავსტრალოპითეკთან შედარებით, H. habilis-ს ჰქონდა შედარებით მოკლე ყბები. ტვინის მოცულობა - დაახლოებით 600-750 სმ3 საკმაოდ დიდი იყო.
Compared to the australopiths, H. habilis had a shorter jaw and a larger brain volume, about 600-750 cm3.
563054.
ბიოლოგია | თავი XXXIV
H. habilis-ის ნამარხებთან ერთად ნაპოვნია ქვის ბასრი ხელსაწყოები (ნიშნავს - მოხერხებული ადამიანი).
Sharp stone tools have also been found with some fossils of H. habilis (the name means "handy man").
563055.
ბიოლოგია | თავი XXXIV
1.9 1.6 მილიონი წლის ნამარხების აგებულება მეტყველებს ადამიანის ევოლუციის ახალი ეტაპზე.
Fossils from 1.9 to 1.6 million years ago mark a new stage in hominid evolution.
563056.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პალეოანთროპოლოგების ნაწილმა ეს ნამარხები განსხვავებულ სახეობას Homo ergaster-ს (ჰომო ერგასტერი) მიაკუთვნა.
A number of paleoanthropologists recognize these fossils as those of a distinct species, Homo ergaster.
563057.
ბიოლოგია | თავი XXXIV
Homo ergasteris ტვინის მოცულობა H. habilis-ზე შესამჩნევად დიდია (900 სმ3-ზე მეტი იყო). გრძელი ფეხები და ბარძაყის ნაწევრები ადაპტირებული იყო დიდ მანძილზე გადაადგილებასთან.
Homo er gaster had a substantially larger brain than H. habilis (over 900 cm3), as well as long, slender legs with hip joints well adapted for long-distance walking.
563058.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თითები იყო შედარებით მოკლე და ნაკლებად მოქნილი. ეს ნიშნავს, რომ H. ergaster-ს არ შეეძლო ადრეული ჰომინიდების მსგავსად ხეებზე გადაადგილება.
The fingers were relatively short and straight, suggesting that H. ergaster did not climb trees like earlier hominids.
563059.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჰომო ერგასტერის ნარჩენები იპოვეს გაცილებით უფრო მშრალ გარემოში, ვიდრე ადრეული ჰომინიდების ნარჩენები. ამავე დროს ისინი უფრო რთულ ქვის ხელსაწყოებს ქმნიდნენ.
Homo ergaster has been found in far more arid environments than earlier hominids and has been associated with more sophisticated stone tools.
563060.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კბილები უფრო პატარა ზომის ჰქონდათ. ესე იგი ჰომო ერგასტერის საკვები განსხვავდებოდა ავსტრალოპითეკების საკვებისგან (საკვებში ხორცი მეტი რაოდენობით შედიოდა, მცენარეები კი ნაკლები რაოდენობით). ზოგ საჭმელს ჰომო ერგასტერი „ამზადებდა” - ხარშავდა ან ქვებით აბრტყელებდა.
Its smaller teeth also suggest that H. ergaster either ate different foods than australopiths (more meat and less plant material) or prepared some of its food before chewing, perhaps by cooking or mashing the food.