მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563381.
ბინდი | თავი I
– საკლასო ოთახის მოძებნაში ხომ არ დაგეხმარო?
"Do you need any help finding your next class?"
563382.
ბინდი | თავი I
ის ყველაზე სასიამოვნო პიროვნება იყო იმათგან, ვინც დღეს გავიცანი.
He was the nicest person I'd met today.
563383.
ბინდი | თავი I
მაგრამ, როცა დარბაზში შევდიოდით, უეცრად მკითხა: – ედუარდ კალენს შემთხვევით ფანქარი ხომ არ უჩხვლიტე?
But as we were entering the gym, he asked, "So, did you stab Edward Cullen with a pencil?"
563384.
ბინდი | თავი I
ასეთი გამწარებული ჯერ არასდროს მინახავს.
I've never seen him act like that.
563385.
ბინდი | თავი I
შევკრთი.
I cringed.
563386.
ბინდი | თავი I
ედუარდ კალენი ჩვეულებრივ ასე არ იქცეოდა.
That wasn't Edward Cullen's usual behavior.
563387.
ბინდი | თავი I
– იმ ბიჭზე ამბობ, ბიოლოგიის გაკვეთილზე გვერდით რომ მეჯდა?
"Was that the boy I sat next to in Biology?"
563388.
ბინდი | თავი I
– რა ვიცი, არც კი გამოვლაპარაკებივარ.
"I don't know, I never spoke to him".
563389.
ბინდი | თავი I
– რა უცნაური ბიჭია.
"He's a weird guy".
563390.
ბინდი | თავი I
გავუცინე და გოგონების გასახდელისკენ წავედი.
I smiled at him before walking through the girls' locker room door.
563391.
ბინდი | თავი I
მოკლედ, ფორკსი ჩემი პერსონალური ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე.
Forks was literally my personal hell on Earth.
563392.
ბინდი | თავი I
ერთდროულად ფრენბურთის ოთხ თამაშს ვუყურე.
I watched four volleyball games running simultaneously.
563393.
ბინდი | თავი I
ფორმულარის დასაბრუნებლად ადმინისტრაციის შენობისკენ გავემართე.
I walked to the office to return my paperwork.
563394.
ბინდი | თავი I
აღარ წვიმდა, სამაგიეროდ, ძლიერი სუსხიანი ქარი ქროდა.
The rain had drifted away, but the wind was strong, and colder.
563395.
ბინდი | თავი I
მკლავები ერთმანეთს გადავაჭდე.
I wrapped my arms around myself.
563396.
ბინდი | თავი I
თბილ ოთახში შესულმა ისეთი რამ დავინახე, მაშინვე უკან დავიხიე და კუთხეში ავიტუზე.
When I walked into the warm office, I almost turned around and walked back out.
563397.
ბინდი | თავი I
მაგიდასთან, ჩემს წინ, ედუარდ კალენი იდგა.
Edward Cullen stood at the desk in front of me.
563398.
ბინდი | თავი I
ისევ ბრინჯაოსფერი თმით ვიცანი.
I recognized again that bronze hair.
563399.
ბინდი | თავი I
ჩემი შესვლა არც კი გაუგია.
He didn't notice the sound of my entrance.
563400.
ბინდი | თავი I
მე გაშეშებული ველოდებოდი, როდის განთავისუფლდებოდა ადმინისტრატორი.
I stood pressed against the back wall, waiting for the receptionist to be free.