მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564481.
ბინდი | თავი VI
თუმცა, ის ხროვა, რომელიც ჩემი დიდი ბაბუის დროს ამ ტერიტორიაზე გამოჩნდა, თანამოძმეებისგან განსხვავდებოდა.
But this pack that came to our territory during my great-grandfather's time was different.
564482.
ბინდი | თავი VI
ისინი სხვანაირად ნადირობდნენ და ტომისთვის საშიშნი არ იყვნენ.
They didn't hunt the way others of their kind did — they weren't supposed to be dangerous to the tribe.
564483.
ბინდი | თავი VI
ჰოდა, ჩემმა დიდმა ბაბუამ მათთან შეთანხმება დადო.
So my great-grandfather made a truce with them.
564484.
ბინდი | თავი VI
– თუ სახიფათონი არ იყვნენ, მაშინ რაღას...
If they weren't dangerous, then why...
564485.
ბინდი | თავი VI
– „ცივკანიანების“ სიახლოვე ადამიანისთვის ყოველთვის სარისკოა, გინდაც ამ კლანის წევრებივით ცივილიზებულნი იყვნენ.
"There's always a risk for humans to be around the cold ones, even if they're civilized like this clan was.
564486.
ბინდი | თავი VI
– რას ნიშნავს „ცივილიზებულნი“?
"What do you mean, 'civilized'?"
564487.
ბინდი | თავი VI
– ამტკიცებდნენ, ადამიანებზე არ ვნადირობთო.
They claimed that they didn't hunt humans.
564488.
ბინდი | თავი VI
როგორღაც მხოლოდ ცხოველებზე ნადირობით გაჰქონდათ თავი.
They supposedly were somehow able to prey on animals instead.
564489.
ბინდი | თავი VI
– და კალენებს რა კავშირი აქვთ ამასთან?
So how does it fit in with the Cullens?
564490.
ბინდი | თავი VI
– იმ კლანს ენათესავებიან, შენი დიდი ბაბუა რომ შეხვდა?
Are they like the cold ones your great-grandfather met?
564491.
ბინდი | თავი VI
– არა, – დრამატულად შესძახა ჯეიკობმა, – ზუსტად ისინი არიან.
"No". He paused dramatically. "They are the same ones".
564492.
ბინდი | თავი VI
– ახლა უფრო მეტნი არიან, ერთი ახალი კაცი და ერთი ახალი ქალი, დანარჩენები იგივენი არიან.
There are more of them now, a new female and a new male, but the rest are the same.
564493.
ბინდი | თავი VI
ბაბუაჩემის დროს უკვე ჰყავდათ წინამძღოლი – კარლაილი.
In my great-grandfather's time they already knew of the leader, Carlisle.
564494.
ბინდი | თავი VI
– კი მაგრამ, ვინ არიან ისინი?
"And what are they?"
564495.
ბინდი | თავი VI
– სისხლისმსმელები, – თქვა ცივად.
"Blood drinkers," he replied in a chilling voice.
564496.
ბინდი | თავი VI
– თქვენ მათ ვამპირებს უწოდებთ.
"You call them vampires".
564497.
ბინდი | თავი VI
– დაგბურძგლა, – მხიარულად გაეცინა მას.
"You have goose bumps," he laughed delightedly.
564498.
ბინდი | თავი VI
– კარგი მთხრობელი ყოფილხარ, – შევაქე, მაგრამ ტალღებისთვის თვალი არ მომიშორებია.
"You're a good storyteller," I complimented him, still staring into the waves.
564499.
ბინდი | თავი VI
– გიჟური ამბავია, არა?
Pretty crazy stuff, though, isn't it?
564500.
ბინდი | თავი VI
რა გასაკვირია, მამა ამ ისტორიის სხვებისთვის მოყოლას რომ გვიკრძალავს.
No wonder my dad doesn't want us to talk about it to anyone.