მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565421.
ბინდი | თავი X
ნისლიან ქუჩებში მივდიოდით გადაჭარბებული სიჩქარით. თავს უხერხულად ვგრძნობდით. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ვგრძნობდი.
We drove through the fog-shrouded streets, always too fast, feeling awkward. I was, at least.
565422.
ბინდი | თავი X
გასულ ღამეს ჩვენ შორის ყველა კედელი დაიმსხვრა... თითქმის ყველა.
Last night all the walls were down. almost all.
565423.
ბინდი | თავი X
არ ვიცოდი, დღესაც ასე გულწრფელები თუ ვიქნებოდით ერთმანეთთან.
I didn't know if we were still being as candid today.
565424.
ბინდი | თავი X
ამის გამო ენა მებმოდა.
It left me tongue-tied.
565425.
ბინდი | თავი X
ვიცდიდი, სანამ ედუარდი იტყოდა რამეს.
I waited for Edward to speak.
565426.
ბინდი | თავი X
– რა, დღეს შეკითხვების კორიანტელი არ უნდა მომაყარო? – დამცინავად მომიბრუნდა. – ჩემი შეკითხვები გაღიზიანებს? – გულზე მომეშვა. – შეკითხვებზე მეტად შენი რეაქცია მაღიზიანებს, – ვერ მივხვდი, გამეხუმრა თუ სერიოზულად მითხრა.
He turned to smirk at me. "What, no twenty questions today?" "Do my questions bother you?" I asked, relieved. "Not as much as your reactions do". He looked like he was joking, but I couldn't be sure.
565427.
ბინდი | თავი X
– ასე საშინლად ვრეაგირებ? – შუბლი შევიკარი. – პირიქით, და პრობლემაც ესაა. ყველაფერს მშვიდად იღებ, რაც არაბუნებრივად მეჩვენება. ასეთ დროს ძალიან მინდა, შენს თავში ჩავიხედო ხოლმე.
I frowned. "Do I react badly?" "No, that's the problem. You take everything so coolly — it's unnatural. It makes me wonder what you're really thinking".
565428.
ბინდი | თავი X
– ყოველთვის იმას გეუბნები, რასაც ვფიქრობ. – არა, უფრო შელამაზებულად მპასუხობ. – სულ ოდნავ ვალამაზებ. – იმდენად, რომ ჭკუაზე მშლი.
"I always tell you what I'm really thinking". "You edit," he accused. "Not very much". "Enough to drive me insane".
565429.
ბინდი | თავი X
– აჯობებს, რაღაც-რაღაცები არ იცოდე, – ჩუმად წავიბურტყუნე და ნათქვამი მაშინვე ვინანე.
"You don't want to hear it," I mumbled, almost whispered. As soon as the words were out, I regretted them.
565430.
ბინდი | თავი X
იმედია, ჩემს ხმაში გამორეული წყენა ვერ შეამჩნია.
The pain in my voice was very faint; I could only hope he hadn't noticed it.
565431.
ბინდი | თავი X
ედუარდმა არ მიპასუხა. ნეტა გუნება ხომ არ წავუხდინე?
Edward didn't respond, and I wondered if I had ruined the mood.
565432.
ბინდი | თავი X
არაფრისმთქმელი გამომეტყველებით გააჩერა მანქანა სკოლის ავტოსადგომზე.
His face was unreadable as we drove into the school parking lot.
565433.
ბინდი | თავი X
უცებ რაღაც მომაგონდა.
Something occurred to me belatedly.
565434.
ბინდი | თავი X
– როზალის მანქანით მოვიდნენ, – მითხრა, როცა წითელი, კრიალა კაბრიოლეტის გვერდით დააყენა „ვოლვო“.
"They took Rosalie's car". He shrugged as he parked next to a glossy red convertible with the top up."
565435.
ბინდი | თავი X
– მაგარია, ასეთი მანქანა თუ ჰყავდა, შენ რაღას დაგყვებოდა? – როგორც გითხარი, ეს მეტისმეტად თვალისმომჭრელია, ჩვენ კი ხალხში გარევა გვინდა.
"If she has that, why does she ride with you?" "Like I said, it's ostentatious. We try to blend in".
565436.
ბინდი | თავი X
– მგონი, მაინც არ გამოგდით, – თავი გავიქნიე და სიცილით გადმოვედი მანქანიდან.
"You don't succeed". I laughed and shook my head as we got out of the car.
565437.
ბინდი | თავი X
– ისე, თუ აქამდე ასე საგულდაგულოდ მალავდით ამ მანქანას, რაღა მაინცდამაინც დღეს მოუნდა როზალის მისი გამოჩენა?
"So why did Rosalie drive today if it's more conspicuous?"
565438.
ბინდი | თავი X
– მანქანის კართან შემომეგება, გვერდით ამომიდგა და სკოლის შენობისკენ გავემართეთ.
He met me at the front of the car, staying very close to my side as we walked onto campus.
565439.
ბინდი | თავი X
მინდოდა, მისთვის ხელი ჩამეჭიდა, მაგრამ ვიცოდი, არ მოეწონებოდა.
I wanted to close that little distance, to reach out and touch him, but I was afraid he wouldn't like me to.
565440.
ბინდი | თავი X
– თუ ეგრეა, საერთოდ ნუ იყიდით მდიდრულ მანქანებს.
"Why do you have cars like that at all?"