მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565481.
ბინდი | თავი X
საკლასო ოთახის ფანჯრიდან ღიმილით შევყურებდი მოქუფრულ ზეცას.
I smiled up at the sky.
565482.
ბინდი | თავი X
რასაკვირველია, ედუარდი მართალი გამოდგა.
Edward was right, of course.
565483.
ბინდი | თავი X
ტრიგონომეტრიის გაკვეთილზე შესულს, ჯესიკა უკვე ოთახში დამხვდა. უკანა მერხზე მოუსვენრად ცქმუტავდა.
When I walked into Trig, Jessica was sitting in the back row, nearly bouncing off her seat in agitation.
565484.
ბინდი | თავი X
უხალისოდ მივუჯექი გვერდით – თავიდან მაინც ვერაფრით მოვიშორებდი და ჯობდა, ბარემ სწრაფად მომეგვარებინა ეს ამბავი.
I reluctantly went to sit by her, trying to convince myself it would be better to get it over with as soon as possible.
565485.
ბინდი | თავი X
– ყველაფერი მომიყევი! – წესიერად დამჯდარიც არ ვიყავი, რომ მეცა ჯესიკა.
"Tell me everything!" Jessica commanded before I was in the seat.
565486.
ბინდი | თავი X
– ზუსტად რა გაინტერესებს?
"What do you want to know?"
565487.
ბინდი | თავი X
– გუშინ რა მოხდა? – ვახშამზე დამპატიჟა და მერე სახლში მიმაცილა.
"What happened last night?" "He bought me dinner, and then he drove me home".
565488.
ბინდი | თავი X
– ეგრე სწრაფად სახლში როგორ დაბრუნდით? – მანქანას მანიაკივით მართავს, კინაღამ გული გამისკდა!
"How did you get home so fast?" "He drives like a maniac. It was terrifying".
565489.
ბინდი | თავი X
– იმედია, ამას ედუარდიც ისმენდა.
I hoped Edward heard that.
565490.
ბინდი | თავი X
– თქვენ რა, პაემანი გქონდათ? წინასწარ ხომ არ დაგითქვამთ იქ შეხვედრა? ასეთი რამ თავში აზრადაც კი არ მომსვლია.
"Was it like a date — did you tell him to meet you there?" I hadn't thought of that.
565491.
ბინდი | თავი X
– არა. ძალიან გამიკვირდა, ედუარდს იქ რომ შევხვდი.
"No — I was very surprised to see him there".
565492.
ბინდი | თავი X
გაწბილებულმა ტუჩები აიბზუა, ხმის ტონით მიხვდა, რომ სრულ სიმართლეს ვეუბნებოდი.
Her lips puckered in disappointment at the transparent honesty in my voice.
565493.
ბინდი | თავი X
– მაგრამ დღეს სკოლამდეც მოგაცილა?
"But he picked you up for school today?"
565494.
ბინდი | თავი X
– ჰო, და ამანაც ძალიან გამაკვირვა.
"Yes — that was a surprise, too."
565495.
ბინდი | თავი X
გუშინ შეუმჩნევია, რომ ქურთუკი არ მქონდა, – დავიბენი მე.
"He noticed I didn't have a jacket last night."
565496.
ბინდი | თავი X
– კიდევ აპირებთ სადმე გასეირნებას? – შაბათს სიეტლში წაყვანა შემომთავაზა თავისი მანქანით. ედუარდის აზრით, ჩემი პიკაპით სიეტლამდე ვერ ჩავაღწევ. ეს ითვლება? – რა თქმა უნდა, – მან თავი დამიქნია.
"So are you going out again?" "He offered to drive me to Seattle Saturday because Edward thinks toy truck isn't up to it — does that count?" "Yes". She nodded.
565497.
ბინდი | თავი X
– მოიცა! – ხელი ასწია და ისე მომიშვირა, თითქოს პოლიციელია და შუა ქუჩაში მანქანას აჩერებსო, – უკვე გაკოცა? – რა კოცნა, გადაირიე?! – გავასავსავე ხელები.
"Wait!" Her hands flew up, palms toward me like she was stopping traffic. "Has he kissed you?" "No," I mumbled. "It's not like that".
565498.
ბინდი | თავი X
იმედგაცრუება გამოესახა სახეზე.
She looked disappointed.
565499.
ბინდი | თავი X
დარწმუნებული ვარ – მეც.
I'm sure I did, too.
565500.
ბინდი | თავი X
– ვითომ შაბათს?..
"Do you think Saturday?"