მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565461.
ბინდი | თავი X
– უსამართლობა ისაა, რომ არ მიმხელ, რაც იცი.
"No, you not sharing what you know — now that's not fair".
565462.
ბინდი | თავი X
– აინტერესებს, საიდუმლოდ ხომ არ ვხვდებით ერთმანეთს და რას გრძნობ ჩემ მიმართ.
"She wants to know if we're secretly dating. And she wants to know how you feel about me."
565463.
ბინდი | თავი X
– ოჰო! არც კი ვიცი, ამაზე რა უნდა ვუპასუხო! – უცოდველი გამომეტყველება მივიღე.
"Yikes. What should I say?" I tried to keep my expression very innocent.
565464.
ბინდი | თავი X
მოსწავლეები კლასში შედიოდნენ და გაოცებულები გვაკვირდებოდნენ, მაგრამ მე ვერავის ვამჩნევდი.
People were passing us on their way to class, probably staring, but I was barely aware of them.
565465.
ბინდი | თავი X
– ჰმ, – ჩაფიქრდა ედუარდი; დადუმებულმა, კუდად შეკრული ჩემი თმიდან ჩამოცურებული კულული დაიჭირა და თავის ადგილას დააბრუნა.
"Hmmm". Edward paused to catch a stray lock of hair that was escaping the twist on my neck and wound it back into place.
565466.
ბინდი | თავი X
გულმა გამალებით დამიწყო ცემა, – ჩემი აზრით, პირველ შეკითხვაზე დადებითად უნდა უპასუხო... თუ წინააღმდეგი არ ხარ – ბევრ მიკიბ-მოკიბვას და მალვას ისევ ეს აჯობებს.
My heart spluttered hyperactively. "I suppose you could say yes to the first. if you don't mind — it's easier than any other explanation".
565467.
ბინდი | თავი X
– თანახმა ვარ, – სუსტი ხმით ვთქვი.
"I don't mind," I said in a faint voice.
565468.
ბინდი | თავი X
– რაც შეეხება მეორე შეკითხვას... სიმართლე გითხრა, მეც სიამოვნებით მოვისმენ ამ კითხვის პასუხს, – ტუჩის კუთხე ცალ მხარეს საყვარლად მობრიცა და ალმაცერად ჩაიღიმა.
"And as for her other question. well, I'll be listening to hear the answer to that one myself". One side of his mouth pulled up into my favorite uneven smile.
565469.
ბინდი | თავი X
გაბრუებულს, სუნთქვა შემეკრა და ამ შენიშვნაზე პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი.
I couldn't catch my breath soon enough to respond to that remark.
565470.
ბინდი | თავი X
სამი თანაკლასელი კართან შეჩერდა და მე მომაშტერდა.
Three people walking in the door stopped to stare at me.
565471.
ბინდი | თავი X
გაწითლებული და გაღიზიანებული შევედი საკლასო ოთახში.
I hurried into class, flushed and irritated.
565472.
ბინდი | თავი X
მატყუარა!
He was such a cheater.
565473.
ბინდი | თავი X
ჩვეულ ადგილას დავჯექი და ჩანთა ბრაზით დავახეთქე მერხზე.
I sat in my usual seat, slamming my bag down in aggravation.
565474.
ბინდი | თავი X
– ორშაბათის საღამოზე არაფერი უთქვამს? – მკითხა თვალებგაბრწყინებულმა.
"Did she say anything about Monday night?" he asked, his eyes brightening.
565475.
ბინდი | თავი X
კმაყოფილმა გავიღიმე, რომ საუბარმა ასეთი მიმართულება მიიღო.
I smiled at the turn the conversation had taken.
565476.
ბინდი | თავი X
– მითხრა, მშვენიერი საღამო იყოო.
"She said she had a really good time."
565477.
ბინდი | თავი X
ამასობაში მისტერ მეისონმა წესრიგისკენ მოგვიწოდა, გვთხოვა, რვეულები გადაშალეთო.
Mr. Mason called the class to order then, asking us to turn in our papers.
565478.
ბინდი | თავი X
ინგლისურისა და პოლიტოლოგიის გაკვეთილებმა თითქოს წამში გაირბინა, სასოწარკვეთილი ვფიქრობდი, რა მეამბა ჯესიკასთვის; უფრო მეტად კი ის მანერვიულებდა, ედუარდი მართლა აპირებდა თუ არა ჯესიკას აზრების წაკითხვას ჩემი პასუხების გასაგებად.
English and then Government passed in a blur, while I worried about how to explain things to Jessica and agonized over whether Edward would really be listening to what I said through the medium of Jess's thoughts.
565479.
ბინდი | თავი X
ვნატრობდი, ნეტა თავის ნიჭს ედუარდი მხოლოდ ჩემს გადასარჩენად იყენებდეს-მეთქი...
How very inconvenient his little talent could be — when it wasn't saving my life.
565480.
ბინდი | თავი X
მეორე გაკვეთილის ბოლოს ნისლი მთლიანად გაიფანტა; სამაგიეროდ, საავდრო ღრუბლები კიდევ უფრო შეიკრა.
The fog had almost dissolved by the end of the second hour, but the day was still dark with low, oppressing clouds.