მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565521.
ბინდი | თავი X
– ანუ, სერიოზულად მოგწონს? – ჩამეძია.
"I mean, do you really like him?" she urged.
565522.
ბინდი | თავი X
– ჰო, – მივუგე და გავწითლდი.
"Yes," I said again, blushing.
565523.
ბინდი | თავი X
იმედი მქონდა, ეს წვრილმანი მის მეხსიერებაში არ ჩაიბეჭდებოდა.
I hoped that detail wouldn't register in her thoughts.
565524.
ბინდი | თავი X
– რამდენად სერიოზულად? – ძალიან მომწონს, – გადავუჩურჩულე, – იმაზე მეტად, ვიდრე მას მოვწონვარ.
"How much do you like him?" "Too much," I whispered back. "More than he likes me."
565525.
ბინდი | თავი X
არ ვიცი, თავს რა მოვუხერხო, – ამოვიოხრე და ღაწვები კიდევ უფრო შემეფაკლა.
"But I don't see how I can help that". I sighed, one blush blending into the next.
565526.
ბინდი | თავი X
ჩემდა საბედნიეროდ, მისტერ ვერნერმა ჯესიკა საპასუხოდ გამოიძახა.
Then, thankfully, Mr. Varner called on Jessica for an answer.
565527.
ბინდი | თავი X
მერე, სანამ საუბრის გასაგრძელებლად ისევ ხელში ჩამიგდებდა, ზარიც დაირეკა. სასწრაფოდ სხვა რამეზე ჩამოვუგდე სიტყვა.
She didn't get a chance to start on the subject again during class, and as soon as the bell rang, I took evasive action.
565528.
ბინდი | თავი X
– ინგლისურზე მაიკი ვნახე. მკითხა, ჯესიკას ორშაბათის შეხვედრაზე ხომ არაფერი უთქვამსო.
"In English, Mike asked me if you said anything about Monday night."
565529.
ბინდი | თავი X
– ხუმრობ?! შენ რა უპასუხე? – წამოიყვირა მან.
"You're kidding! What did you say?!" she gasped, completely sidetracked.
565530.
ბინდი | თავი X
– რაც შენ მითხარი, კარგად გავერთეო. მაიკს ძალიან ესიამოვნა.
"I told him you said you had a lot of fun — Mike looked pleased".
565531.
ბინდი | თავი X
– ზუსტად მომიყევი, რა გითხრა და რა უპასუხე!
"Tell me exactly what he said, and your exact answer!"
565532.
ბინდი | თავი X
მთელი შესვენება, გზა მომდევნო საკლასო ოთახამდე და მერე ესპანურის გაკვეთილი იმაზე საუბარში გავლიეთ, თუ ზუსტად რა მკითხა მაიკმა და როგორი გამომეტყველება მიიღო ჩემი პასუხის შემდეგ.
We spent the rest of the walk dissecting sentence structures and most of Spanish on a minute description of Mike's facial expressions.
565533.
ბინდი | თავი X
ამ ყველაფრით თავს დიდად არ შევიწუხებდი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ჯესიკა ისევ ჩემი და ედუარდის ურთიერთობის განხილვას მიუბრუნდებოდა.
I wouldn't have helped draw it out for as long as I did if I wasn't worried about the subject returning to me.
565534.
ბინდი | თავი X
შემდეგ ისევ ზარმა დარეკა. ლანჩის დრო იყო.
And then the bell rang for lunch.
565535.
ბინდი | თავი X
სკამიდან წამოვხტი და წიგნები სასწრაფოდ ჩავყარე ჩანთაში. ჯესიკას ჩემი უეცარი აფაციფუცება არ გამოჰპარვია.
As I jumped up out of my seat, shoving my books roughly in my bag, my uplifted expression must have tipped Jessica off.
565536.
ბინდი | თავი X
– დღეს ჩვენთან არ ისადილებ, არა?
"You're not sitting with us today, are you?" she guessed.
565537.
ბინდი | თავი X
– არა მგონია, – ერთმნიშვნელოვანი უარი არ მითქვამს, ვაიდა, ედუარდს გადაეფიქრებინა ჩემთან ერთად „სადილობა“.
"I don't think so". I couldn't be sure that Edward wouldn't disappear inconveniently again.
565538.
ბინდი | თავი X
შევცდი. საკლასო ოთახის კართან კედელს აკრული ედუარდი მიცდიდა. ნებისმიერ ანტიკურ ქანდაკებაზე მეტად ჰგავდა ძველბერძნულ ღმერთს.
But outside the door to our Spanish class, leaning against the wall — looking more like a Greek god than anyone had a right to — Edward was waiting for me.
565539.
ბინდი | თავი X
ჯესიკამ წამით გახედა, თვალები დაახამხამა და წავიდა.
Jessica took one look, rolled her eyes, and departed.
565540.
ბინდი | თავი X
– მოგვიანებით შეგხვდები, ბელა, – მისი ხმა იმდენ ქვეტექსტს შეიცავდა, რომ მივხვდი, ტელეფონზე ზარის გამორთვის გარდა, არაფერი მიშველიდა.
"See you later, Bella". Her voice was thick with implications. I might have to turn off the ringer on the phone.