მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565701.
ბინდი | თავი XI
წავედით? – სხარტად წამოდგა და რატომღაც ფრთხილად შემომხედა.
"Shall we?" he asked, rising fluidly.
565702.
ბინდი | თავი XI
ამოვიოხრე.
I almost groaned.
565703.
ბინდი | თავი XI
ფიზკულტურა მქონდა.
Time for Gym.
565704.
ბინდი | თავი XI
ფრთხილად წამოვდექი, ერთსაათიანი გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ წონასწორობის დაკარგვის მეშინოდა.
I stood with care, worried my balance might have been affected by the strange new intensity between us.
565705.
ბინდი | თავი XI
ედუარდმა სპორტდარბაზამდე ხმის ამოუღებლად მიმაცილა და კართან შედგა. დასამშვიდობებლად შემოვბრუნდი.
He walked me to my next class in silence and paused at the door; I turned to say goodbye.
565706.
ბინდი | თავი XI
მისმა გამომეტყველებამ შემაშფოთა – სევდიანად გამოიყურებოდა, მაგრამ იმდენად ამშვენებდა სახეზე აღბეჭდილი ტკივილი, რომ ისევ მისი მოფერების სურვილმა წამომიარა.
His face startled me — his expression was torn, almost pained, and so fiercely beautiful that the ache to touch him flared as strong as before.
565707.
ბინდი | თავი XI
გამოსამშვიდობებელი სიტყვები ყელში გამეჩხირა.
My goodbye stuck in my throat.
565708.
ბინდი | თავი XI
მან ხელი ასწია, ყოყმანობდა, მის თვალებში წინააღმდეგობა ბობოქრობდა; თითები სწრაფად ჩამომისვა სახეზე.
He raised his hand, hesitant, conflict raging in his eyes, and then swiftly brushed the length of my cheekbone with his fingertips.
565709.
ბინდი | თავი XI
როგორც ყოველთვის, კანი ყინულივით ცივი ჰქონდა, მაგრამ მისმა შეხებამ ღაწვებზე ცხელი კვალი დამიტოვა, თითქოს კანზე ცეცხლი წამეკიდა.
His skin was as icy as ever, but the trail his fingers left on my skin was alarmingly warm — like I'd been burned, but didn't feel the pain of it yet.
565710.
ბინდი | თავი XI
მერე უსიტყვოდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა.
He turned without a word and strode quickly away from me.
565711.
ბინდი | თავი XI
ფიზკულტურის გაკვეთილზე დარეტიანებული შევედი, თითქოს ტრანსში ვიყავი.
I walked into the gym, lightheaded and wobbly.
565712.
ბინდი | თავი XI
გონს მაშინ მოვედი, როცა ხელში ჩოგანი მომაჩეჩეს.
Reality didn't fully set in until I was handed a racket.
565713.
ბინდი | თავი XI
ჩოგანი არც ისე მძიმე იყო, მაგრამ ჩემთვის – მაინც მოუხერხებელი.
It wasn't heavy, yet it felt very unsafe in my hand.
565714.
ბინდი | თავი XI
შევამჩნიე, რამდენიმე თანაკლასელი ფარულად მითვალთვალებდა.
I could see a few of the other kids in class eyeing me furtively.
565715.
ბინდი | თავი XI
მწვრთნელმა დაწყვილება გვიბრძანა.
Coach ordered us to pair up into teams.
565716.
ბინდი | თავი XI
საბედნიეროდ, მაიკს ჯერ კიდევ შერჩენოდა რაინდული სული; მაშინვე გვერდით ამომიდგა.
Mercifully, some vestiges of Mike's chivalry still survived; he came to stand beside me.
565717.
ბინდი | თავი XI
– გინდა ერთად ვითამაშოთ? – გმადლობ, მაიკ, არ მინდა შეგაწუხო, – მოვუბოდიშე მეგობარს.
"Do you want to be a team?" "Thanks, Mike — you don't have to do this, you know". I grimaced apologetically.
565718.
ბინდი | თავი XI
– რა შეწუხებაა, ხელს არ შეგიშლი, – გამიღიმა.
"Don't worry, I'll keep out of your way". He grinned.
565719.
ბინდი | თავი XI
ზოგჯერ მაიკი მართლა საყვარელი იყო.
Sometimes it was so easy to like Mike.
565720.
ბინდი | თავი XI
თამაში ძალიან ცუდად წარიმართა.
It didn't go smoothly.