მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565761.
ბინდი | თავი XI
თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
His eyes were suddenly shrewd.
565762.
ბინდი | თავი XI
– და თუ მოვინანიებ და შაბათს საჭესთან შენ დაგსვამ? მის წინადადებაზე დავფიქრდი.
"How about if I mean it, and I agree to let you drive Saturday?" he countered my conditions.
565763.
ბინდი | თავი XI
ამაზე უკეთეს პირობებს მაინც არ შემომთავაზებდა.
It was probably the best offer I would get.
565764.
ბინდი | თავი XI
ამიტომ დავეთანხმე. – შევთანხმდით.
"Deal," I agreed.
565765.
ბინდი | თავი XI
– მაშინ, მაპატიე, რომ გაწყენინე, – უსაშველოდ გაწელილი რამდენიმე წუთის განმავლობაში სინანულით აღსავსე თვალებით ჩუმად შემომყურებდა და ჩემი გულისცემის რიტმს თავის ნებაზე ათამაშებდა.
"Then I'm very sorry I upset you". His eyes burned with sincerity for a protracted moment — playing havoc with the rhythm of my heart.
565766.
ბინდი | თავი XI
ბოლოს მხიარული სახით შებრუნდა: – შაბათის ნათელ და მზიან დილას კი შენი კარის ზღურბლზე ვიდგები.
And then turned playful: "And I'll be on your doorstep bright and early Saturday morning".
565767.
ბინდი | თავი XI
– მაგრამ ჩარლიმ რომ ეზოს წინ უცხო „ვოლვო“ დაინახოს, სიტუაცია დამძიმდება.
"Um, it doesn't help with the Charlie situation if an unexplained Volvo is left in the driveway".
565768.
ბინდი | თავი XI
– მანქანით მოსვლას არც ვაპირებ, – დამამშვიდებლად გამიღიმა.
His smile was condescending now. "I wasn't intending to bring a car".
565769.
ბინდი | თავი XI
დილით მოვალ, ოღონდ მანქანის გარეშე.
I'll be there, no car".
565770.
ბინდი | თავი XI
აღარ შევეპასუხე.
I let it go.
565771.
ბინდი | თავი XI
სხვა რამ უფრო მაინტერესებდა.
I had a more pressing question.
565772.
ბინდი | თავი XI
– „მოგვიანებით“ აღარ დადგა?
"Is it later yet?"
565773.
ბინდი | თავი XI
– მგონი კი, – მოიღუშა ედუარდი.
He frowned. "I supposed it is later".
565774.
ბინდი | თავი XI
მოთმინებით ველოდი, როდის გააგრძელებდა.
I kept my expression polite as I waited.
565775.
ბინდი | თავი XI
– ისევ გაინტერესებს, რატომ არ შეგიძლია ნახო, თუ როგორ ვნადირობთ? – თითქოს მხიარულად მკითხა ედუარდმა, თუმცა მის თვალებში ირონია შევნიშნე.
"And you still want to know why you can't see me hunt?" He seemed solemn, but I thought I saw a trace of humor deep in his eyes.
565776.
ბინდი | თავი XI
– მაინტერესებს, მაგრამ ის უფრო მაინტერესებს, შენი რეაქცია რატომ იყო ასეთი მძაფრი, – ავუხსენი.
"Well," I clarified, "I was mostly wondering about your reaction".
565777.
ბინდი | თავი XI
– ხომ არ შეგაშინე? – დიახ, მის ხმაში მართლაც იგრძნობოდა მსუბუქი ირონია.
"Did I frighten you?" Yes, there was definitely humor there.
565778.
ბინდი | თავი XI
– სულაც არა, – ვიცრუე.
"No," I lied.
565779.
ბინდი | თავი XI
– მაპატიე, რომ შეგაშინე, – მაინც მიმიხვდა და სიცილით მომიბოდიშა, მერე იუმორის ყოველგვარი კვალი გაქრა და სრული სერიოზულობით მითხრა: – უბრალოდ, როცა წარმოგიდგინე იქ... ნადირობისას...
He didn't buy it. "I apologize for scaring you," he persisted with a slight smile, but then all evidence of teasing disappeared. "It was just the very thought of you being there. while we hunted".
565780.
ბინდი | თავი XI
მან ღრმად ამოიოხრა და საქარე მინიდან სქელ, მიწას ჩამომხობილ საავდრო ღრუბლებს გახედა.
He took a deep breath and stared through the windshield at the thick, rolling clouds that seemed to press down, almost within reach.