მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565981.
ბინდი | თავი XII
მეც სათევზაოდ მივდივარ განყოფილების ბიჭებთან ერთად, კარგი ამინდია მოსალოდნელი.
I've made plans to go fishing with the guys from the station. The weather's supposed to be real warm.
565982.
ბინდი | თავი XII
თუმცა, თუ მგზავრობას გადადებ, შინ დავრჩები და კომპანიას გაგიწევ. ისედაც სულ მარტო ხარ...
But if you wanted to put your trip off till someone could go with you, I'd stay home. I know I leave you here alone too much.
565983.
ბინდი | თავი XII
– მამა, ჩემ გამო ნუ მოცდები, მარტოობა ძალიან მიყვარს, შენ გგავარ, – გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. ჩარლიმაც გამიღიმა თავისი ჩვეული ღიმილით.
"Dad, you're doing a great job". I smiled, hoping my relief didn't show. "I've never minded being alone — I'm too much like you". I winked at him, and Charlie smiled his crinkly-eyed smile.
565984.
ბინდი | თავი XII
მთელი ღამე ისე მეძინა, სიზმარიც არ მინახავს.
I slept better that night, too tired to dream again.
565985.
ბინდი | თავი XII
მშვენიერ გუნებაზე გავიღვიძე. ნაცრისფერი დილა იდგა.
When I woke to the pearl gray morning, my mood was blissful.
565986.
ბინდი | თავი XII
რადგან ბილისა და ჯეიკობის სტუმრობამ მშვიდად ჩაიარა, გადავწყვიტე, საერთოდ წამეშალა მეხსიერებიდან.
The tense evening with Billy and Jacob seemed harmless enough now; I decided to forget it completely.
565987.
ბინდი | თავი XII
სტვენა-სტვენით შევიკარი თმა და ხტუნვა-ხტუნვით ჩავირბინე კიბე.
I caught myself whistling while I was pulling the front part of my hair back into a barrette, and later again as I skipped down the stairs.
565988.
ბინდი | თავი XII
ეს ჩარლის არ გამოჰპარვია.
Charlie noticed.
565989.
ბინდი | თავი XII
– ამ დილით რაღაც მხიარული ხარ, – მითხრა საუზმობისას.
"You're cheerful this morning," he commented over breakfast.
565990.
ბინდი | თავი XII
– დღეს ხომ პარასკევია, – ავიჩეჩე მხრები.
I shrugged. "It's Friday".
565991.
ბინდი | თავი XII
ამჯერად დამორცხვების გარეშე, სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, რომ რაც შეიძლებოდა მალე მენახა მისი სახე.
I didn't hesitate this time, climbing in the passenger side quickly, the sooner to see his face.
565992.
ბინდი | თავი XII
ედუარდმა გამიღიმა, რის შედეგადაც, როგორც ყოველთვის, სუნთქვა შემეკრა და გული გამიჩერდა.
He grinned his crooked smile at me, stopping my breath and my heart.
565993.
ბინდი | თავი XII
იმ წუთას არაამქვეყნიურად ლამაზი იყო.
I couldn't imagine how an angel could be any more glorious.
565994.
ბინდი | თავი XII
– როგორ გეძინა? – მკითხა.
"How did you sleep?" he asked.
565995.
ბინდი | თავი XII
ნეტა თვითონ თუ ხვდებოდა, რაოდენ მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა!
I wondered if he had any idea how appealing his voice was.
565996.
ბინდი | თავი XII
– მშვენივრად.
"Fine."
565997.
ბინდი | თავი XII
შენ როგორ გაატარე ღამე? – სასიამოვნოდ.
"How was your night?" "Pleasant".
565998.
ბინდი | თავი XII
– შეიძლება გკითხო, რას აკეთებდი?
"Can I ask what you did?"
565999.
ბინდი | თავი XII
– არა, – გაიკრიჭა, – დღეს ისევ ჩემი ჯერია.
"No". He grinned. "Today is still mine".
566000.
ბინდი | თავი XII
ჯესიკასა და ანჯელას მსგავსად, ედუარდსაც ძალიან გაუკვირდა, რომ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ.
He seemed as surprised as Jessica and Angela by my lack of romantic history.