მოიძებნა 668042 ჩანაწერი
567381.
ბინდი | თავი XVII
შეშფოთებული წამოვხტი, მაგრამ მათ არაფერი დაშავებიათ.
I jumped up in concern, but they were somehow unscathed.
567382.
ბინდი | თავი XVII
ემეტის გუნდი ერთი ქულით იგებდა.
Emmett's team was up by one.
567383.
ბინდი | თავი XVII
როზალიმ ყველა ბაზის შემოვლა მოასწრო.
Rosalie managed to flit around the bases.
567384.
ბინდი | თავი XVII
– ერთი რამ ზუსტად ვიცი – ამიერიდან ბეისბოლის უმაღლესი ლიგის მოსაწყენ თამაშებს აღარასოდეს ვუყურებ.
"One thing's for sure, I'll never be able to sit through dull old Major League Baseball again".
567385.
ბინდი | თავი XVII
– ისე ამბობ, თითქოს ცხოვრებაში მაგის მეტი არაფერი გიკეთებია, – გაეცინა.
"And it sounds like you did so much of that before," he laughed.
567386.
ბინდი | თავი XVII
– ცოტა იმედგაცრუებული ვარ.
"I am a little disappointed."
567387.
ბინდი | თავი XVII
მისმა თვალისმომჭრელმა ღიმილმა სუნთქვა შემიკრა.
He flashed his special crooked smile, leaving me breathless.
567388.
ბინდი | თავი XVII
ჭკვიანურად თამაშობდა, ბურთს დაბლა ისროდა, რომ როზალის სხარტ ხელებს ვერ დაეჭირათ და, სანამ ემეტი ბურთს ისევ თამაშში შეაბრუნებდა, ორი ბაზის დაკავებას ასწრებდა.
He played intelligently, keeping the ball low, out of the reach of Rosalie's always-ready hand in the outfield, gaining two bases like lightning before Emmett could get the ball back in play.
567389.
ბინდი | თავი XVII
კარლაილმა ერთხელ ბურთი ისე შორს გაისროლა, რომ მან და ედუარდმა უდარდელად შემოირბინეს ყველა ბაზა.
Carlisle knocked one so far out of the field — with a boom that hurt my ears — that he and Edward both made it in.
567390.
ბინდი | თავი XVII
დროდადრო ესმე ყველას წესრიგისკენ მოუწოდებდა.
Occasionally Esme would call them to order.
567391.
ბინდი | თავი XVII
ჭექა-ქუხილი არ წყდებოდა, მაგრამ როგორც ელისმა იწინასწარმეტყველა, არ უწვიმია.
The thunder rumbled on, but we stayed dry, as Alice had predicted.
567392.
ბინდი | თავი XVII
ზუსტად იმ წამს, როცა კარლაილი აწვდიდა, ედუარდი კი იჭერდა, უეცრად ელისმა წამოიკვნესა.
Carlisle was up to bat, Edward catching, when Alice suddenly gasped.
567393.
ბინდი | თავი XVII
მე ისევ ედუარდს შევყურებდი და დავინახე, როგორ გახედა მას.
My eyes were on Edward, and I saw his head snap up to look at her.
567394.
ბინდი | თავი XVII
სანამ ელისს ვინმე რამეს ჰკითხავდა, ედუარდი ჩემ გვერდით გაჩნდა.
He was at my side before the others could ask Alice what was wrong.
567395.
ბინდი | თავი XVII
ყველა ერთად შეგროვდა.
All the others were gathered by this time.
567396.
ბინდი | თავი XVII
– რა ხდება, ელის? – მშვიდი, მაგრამ ბრძანების კილოთი იკითხა კარლაილმა.
"What is it, Alice?" Carlisle asked with the calm voice of authority.
567397.
ბინდი | თავი XVII
– იმაზე სწრაფად მოვიდნენ, ვიდრე ველოდი.
They were traveling much quicker than I thought.
567398.
ბინდი | თავი XVII
– რა შეიცვალა? – მზრუნველად მოეხვია ჯასპერი.
"What changed?" he asked. Jasper leaned over her, his posture protective.
567399.
ბინდი | თავი XVII
– ჩვენი თამაშის ხმა მოესმათ და აქეთ გადმოუხვიეს.
"They heard us playing, and it changed their path."
567400.
ბინდი | თავი XVII
უცებ შვიდივემ მე შემომხედა. მერე ირგვლივ მიმოიხედეს.
Seven pairs of quick eyes flashed to my face and away.