მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568461.
ბინდი | თავი XXIV
– კინაღამ დავაგვიანე. ცოტაც და, შენს გადარჩენას ვეღარ შევძლებდი, – დამწუხრებული ხმით წაიჩურჩულა.
"I was almost too late. I could have been too late," he whispered, his voice tormented.
568462.
ბინდი | თავი XXIV
– ძალიან სულელურად მოვიქეცი, ედუარდ. მეგონა, მეძებარმა დედაჩემი შეიპყრო.
"I was so stupid, Edward. I thought he had my mom".
568463.
ბინდი | თავი XXIV
– მან ყველა გაგვაცურა.
"He tricked us all".
568464.
ბინდი | თავი XXIV
– ჩარლის და დედას უნდა დავურეკო.
"I need to call Charlie and my mom."
568465.
ბინდი | თავი XXIV
– ელისმა უკვე ორივეს დაურეკა. რენე აქ არის, საავადმყოფოში. წასახემსებლად გავიდა.
"Alice called them. Renée is here — well, here in the hospital. She's getting something to eat right now".
568466.
ბინდი | თავი XXIV
– დედაჩემი აქ არის?! – წამოვიწიე, მაგრამ მაშინვე თავბრუ დამეხვა. მან ნაზად დამადებინა თავი ბალიშზე.
"Mum is here?" I tried to sit up, but the spinning in my head accelerated, and his hand pushed me gently down onto the pillows.
568467.
ბინდი | თავი XXIV
– მალე მოვა, – მითხრა, – შენ კი დასვენება გჭირდება.
"She'll be back soon," he promised. "And you need to stay still".
568468.
ბინდი | თავი XXIV
– რა უთხარი? – შევშფოთდი.
"But what did you tell her?" I panicked.
568469.
ბინდი | თავი XXIV
რა მომასვენებდა, როცა ვიცოდი, რომ მალე დედაჩემი შემოვიდოდა, მე კი ვამპირისგან დაკბენილი ვიწექი პალატაში?!
I had no interest in being soothed. My mom was here and I was recovering from a vampire attack.
568470.
ბინდი | თავი XXIV
– ან საერთოდ რატომ უთხარი, აქ რომ მოვხვდი? – ნუ გეშინია, ვუთხარით, რომ კიბეზე დაგორდი და ფანჯარას თავი მიარტყი, – ედუარდმა ეშმაკურად გაიცინა, – ახლა არ თქვა, ეგეთი რამ მე არასდროს დამემართებოდაო!
"Why did you tell her I'm here?" "You fell down two flights of stairs and through a window". He paused. "You have to admit, it could happen".
568471.
ბინდი | თავი XXIV
ამოვიოხრე, ტკივილმა დამიარა.
I sighed, and it hurt.
568472.
ბინდი | თავი XXIV
საბნის ქვეშ შევიხედე, ცალი ფეხი მორივით დამსივებოდა.
I stared down at my body under the sheet, the huge lump that was my leg.
568473.
ბინდი | თავი XXIV
– როგორაა ჩემი საქმე?
"How bad am I?"
568474.
ბინდი | თავი XXIV
– ფეხი მოტეხილი გაქვს, ოთხი ნეკნი – ჩამტვრეული, თავის ქალა – დაზიანებული, მთელი სხეული – დაბეგვილი; საკმაოდ ბევრი სისხლიც დაკარგე.
"You have a broken leg, four broken ribs, some cracks in your skull, bruises covering every inch of your skin, and you've lost a lot of blood."
568475.
ბინდი | თავი XXIV
გადასხმები გაგიკეთეს, რაც ძალიან არ მომეწონა. სულ წამლების სუნი აგდიოდა.
They gave you a few transfusions. I didn't like it — it made you smell all wrong for a while.
568476.
ბინდი | თავი XXIV
– ეს როგორ მოახერხე? – ჩუმად ვკითხე.
"How did you do it?" I asked quietly.
568477.
ბინდი | თავი XXIV
მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი.
He knew what I meant at once.
568478.
ბინდი | თავი XXIV
მოთმინებით ველოდი, როდის ამიხსნიდა ბოლომდე.
I waited patiently for the rest.
568479.
ბინდი | თავი XXIV
– შეჩერება შეუძლებელი იყო... შეუძლებელი იყო, მაგრამ მე გავჩერდი, – ჩაიბუტბუტა, მერე თავი ასწია და ჩაიღიმა: – როგორც ჩანს, მართლა მიყვარხარ.
"It was impossible. to stop," he whispered. "Impossible. But I did". He looked up finally, with half a smile. "I must love you".
568480.
ბინდი | თავი XXIV
– ჩემი სისხლის გემო ჩემს სურნელზე მეტად მოგეწონა?
"Don't I taste as good as I smell?"