მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568701.
ბინდი | თავი XXIV
– ბელა, დამიჯერე, მაქსიმუმ ორ კვირაში აქედან გაგწერენ, – შეშფოთებით წამოიძახა მან.
"Really, Bella". He was anxious now. "You'll be out of here in a few days. Two week at most".
568702.
ბინდი | თავი XXIV
– შეიძლება, აქ არ მოვკვდე, მაგრამ ოდესმე ხომ მოვკვდები?! ყოველი წუთი სიკვდილთან მაახლოებს... ადრე თუ გვიან, სხვა თუ არაფერი, სიბერე მომკლავს.
"I may not die now. but I'm going to die sometime. Every minute of the day, I get closer. And I'm going to get old".
568703.
ბინდი | თავი XXIV
– ეს ბუნებრივია. ასეც უნდა მოხდეს, და მოხდება კიდეც, თუ მე არ ჩავერევი... ვიმეორებ, მე არ ჩავერევი!
"That's how it's supposed to happen. How it should happen. How it would have happened if I didn't exist — and I shouldn't exist".
568704.
ბინდი | თავი XXIV
ჩავიფრუტუნე.
I snorted.
568705.
ბინდი | თავი XXIV
მან გაკვირვებით შემომხედა.
He opened his eyes in surprise.
568706.
ბინდი | თავი XXIV
– რა სისულელეა. ეს იმას ჰგავს, ვიღაცამ ლატარიაში ბევრი ფული რომ მოიგოს და მერე გადაყაროს, „შემთხვევით მოვიგე და, დაე, როგორც ადრე ვიყავი, ისევ ისე ვიყოო!“ მე მოგებულ ფულს არ გადავყრი.
"That's stupid. That's like going to someone who's just won the lottery, taking their money, and saying, 'Look, let's just go back to how things should be. It's better that way.' And I'm not buying it".
568707.
ბინდი | თავი XXIV
– ბელა, მე ლატარიაში მოგებული ფული არ ვარ, – მოიღუშა ის.
"I'm hardly a lottery prize," he growled.
568708.
ბინდი | თავი XXIV
– მართალია, შენ უფრო მეტი ხარ.
"That's right. You're much better".
568709.
ბინდი | თავი XXIV
– ამ საკითხს მეტჯერ აღარ განვიხილავთ. საუკუნო წყვდიადისთვის ვერ გაგწირავ! მორჩა და გათავდა!
"We're not having this discussion anymore. I refuse to damn you to an eternity of night and that's the end of it".
568710.
ბინდი | თავი XXIV
– ძალიან ცდები. ეტყობა, კარგად არ მიცნობ, – დავემუქრე, – გახსოვდეს, ამქვეყნად სხვა ვამპირებიც არსებობენ.
"If you think that's the end, then you don't know me very well," I warned him. "You're not the only vampire I know".
568711.
ბინდი | თავი XXIV
– ელისი ამას ვერ გაბედავს, – თვალები ისევ ჩაუშავდა და წამით ისე მკაცრად შემომხედა, რომ დავიჯერე, – მისი სურვილის წინააღმდეგ წასვლას ვერავინ გაბედავდა.
His eyes went black again. "Alice wouldn't dare". And for a moment he looked so frightening that I couldn't help but believe it — I couldn't imagine someone brave enough to cross him.
568712.
ბინდი | თავი XXIV
– აღიარე, ელისმა ხომ წინასწარ უკვე იხილა ეს! – გამოვიცანი, – ამიტომაც გწყინს ხოლმე, რასაც ჩემზე ნახულობს.
"Alice already saw it, didn't she?" I guessed. "That's why the things she says upset you."
568713.
ბინდი | თავი XXIV
მან იცის, რომ ერთ დღესაც მეც შენნაირი გავხდები.
She knows I'm going to be like you someday.
568714.
ბინდი | თავი XXIV
– ის ცდება. ისიც ნახა, როგორ მოკვდი, მაგრამ ეს ხილვა არ ახდა.
"She's wrong. She also saw you dead, but that didn't happen, either".
568715.
ბინდი | თავი XXIV
ერთხანს ისევ მდუმარედ მივაშტერდით ერთმანეთს.
We stared at each other for a very long time.
568716.
ბინდი | თავი XXIV
– აბა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?
"So where does that leave us?"
568717.
ბინდი | თავი XXIV
– არ ვიცი, მგონი, ჩიხში შევედით.
"I believe it's called an impasse".
568718.
ბინდი | თავი XXIV
– ხომ არაფერი გტკივა? – ექთნის გამოსაძახებელ ღილაკს გახედა.
"How are you feeling?" he asked, eyeing the button for the nurse.
568719.
ბინდი | თავი XXIV
– არა, კარგად ვარ, – ვიცრუე.
"I'm fine," I lied.
568720.
ბინდი | თავი XXIV
– არ მჯერა, – ნაზად მითხრა.
"I don't believe you," he said gently.