მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568761.
ბინდი | თავი XXIV
– გმადლობ. – არაფრის.
"Thanks." "Anytime".
568762.
ბინდი | თავი XXIV
სანამ საბოლოოდ გადავეშვებოდი ძილის მორევში, ერთი რამ აუცილებლად უნდა მეთქვა.
I wasn't really there at all anymore. But I fought against the stupor weakly. There was just one more thing I wanted to tell him.
568763.
ბინდი | თავი XXIV
– ედუარდ! – როგორღაც მკაფიოდ წარმოვთქვი მისი სახელი.
"Edward?" I struggled to pronounce his name clearly.
568764.
ბინდი | თავი XXIV
– გისმენ. – მე ელისზე ვდებ... – ვთქვი და წყვდიადში ჩავიძირე.
"Yes?" "I'm betting on Alice," I mumbled. And then the night closed over me.
568765.
ბინდი | თავი XXIV
ედუარდმა მანქანაში ფრთხილად შემსვა, ისე, რომ შიფონის კაბა, გულმოდგინედ დავარცხნილ თმაში ჩაწნული ყვავილები და თაბაშირში ჩასმული ჩემი ფეხი არაფერს გამოსდებოდა.
Edward helped me into his car, being very careful of the wisps of silk and chiffon, the flowers he'd just pinned into my elaborately styled curls, and my bulky walking cast.
568766.
ბინდი | თავი XXIV
ჩემი აბზუებული ტუჩებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
He ignored the angry set of my mouth.
568767.
ბინდი | თავი XXIV
თვითონ საჭეს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და გრძელ, ვიწრო გზას გავუყევით.
When he had me settled, he got in the driver's seat and headed back out the long, narrow drive.
568768.
ბინდი | თავი XXIV
– როდის უნდა მითხრა, რა ხდება? – პირქუშად ვკითხე.
"At what point exactly are you going to tell me what's going on?" I asked grumpily.
568769.
ბინდი | თავი XXIV
სიურპრიზები არ მიყვარდა და ეს მანაც იცოდა.
I really hated surprises. And he knew that.
568770.
ბინდი | თავი XXIV
– მიკვირს, თვითონ როგორ ვერ ხვდები, – ეშმაკურად გამიღიმა და, როგორც ყოველთვის, სუნთქვა შემეკრა.
"I'm shocked that you haven't figured it out yet". He threw a mocking smile in my direction, and my breath caught in my throat.
568771.
ბინდი | თავი XXIV
ნეტა ოდესმე თუ ვისწავლიდი მისი მშვენიერი სახის უემოციოდ ყურებას?
Would I ever get used to his perfection?
568772.
ბინდი | თავი XXIV
– უკვე გითხარი, რომ დღეს მშვენივრად გამოიყურები? – კი, – კიდევ ერთხელ გამიღიმა.
"I did mention that you looked very nice, didn't I?" I verified. "Yes". He grinned again.
568773.
ბინდი | თავი XXIV
აქამდე შავი სამოსით არასდროს მენახა. ფერმკრთალ სახეს შავი სამოსი არარეალურ სილამაზეს სძენდა.
I'd never seen him dress in black before, and, with the contrast against his pale skin, his beauty was absolutely surreal.
568774.
ბინდი | თავი XXIV
უნდა ვაღიარო, რომ სმოკინგში გამოწყობილი ედუარდის გვერდით ცოტას ვნერვიულობდი.
That much I couldn't deny, even if the fact that he was wearing a tuxedo made me very nervous.
568775.
ბინდი | თავი XXIV
– იცოდე, თუ ელისი ისევ ასე ზიზილ-პიპილოებიან თოჯინასავით გამომპრანჭავს, არსად აღარ გამოგყვები, – დავემუქრე.
"I'm not coming over anymore if Alice is going to treat me like Guinea Pig Barbie when I do," I griped.
568776.
ბინდი | თავი XXIV
მთელი დღე ელისის ტყვეობაში გავატარე; მის გამაოგნებლად მდიდრულ სააბაზანოში ვიჯექი, ელისი კი ერთდროულად სტილისტის და კოსმეტოლოგის მოვალეობას ითავსებდა.
I'd spent the better part of the day in Alice's staggeringly vast bathroom, a helpless victim as Alice played hairdresser and cosmetician.
568777.
ბინდი | თავი XXIV
თუ რამეზე დავიწუწუნებდი, მხიარულად შემახსენებდა, ნამდვილი სტილისტი კი არ ვარ, ადამიანური წარსულიდან ისედაც არაფერი მახსოვს და შენ მაინც მომეცი საშუალება, ცოტა ხნით ადამიანურად გავერთოო.
Whenever I fidgeted or complained, she reminded me that she didn't have any memories of being human, and asked me not to ruin her vicarious fun.
568778.
ბინდი | თავი XXIV
შემდეგ ჩემთვის ძალიან შეუფერებელი კაბა ჩამაცვა – მუქი ლურჯი, მხრებმოშიშვლებული, გაურკვეველი ფრანგული იარლიყით – უფრო პოდიუმისთვის განკუთვნილი, ვიდრე ფორკსისთვის.
Then she'd dressed me in the most ridiculous dress — deep blue, frilly and off the shoulders, with French tags I couldn't read — a dress more suitable for a runway than Forks.
568779.
ბინდი | თავი XXIV
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე გამოწყობილი დიდ შთაბეჭდილებას ვერსად მოვახდენდი.
Nothing good could come of our formal attire, of that I was sure.
568780.
ბინდი | თავი XXIV
გონებაშიც კი ვერ გავბედე აზრის სრულად ჩამოყალიბება.
I was afraid to put my suspicions into words, even in my own head.