მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568721.
ბინდი | თავი XXIV
– იცოდე, დაძინებას აღარ ვაპირებ.
"I'm not going back to sleep".
568722.
ბინდი | თავი XXIV
– დასვენება გჭირდება. ამდენი კამათი და ნერვიულობა უფრო დაგასუსტებს.
"You need rest. All this arguing isn't good for you".
568723.
ბინდი | თავი XXIV
– მაშინ, ნუღარ მეკამათები, დამეთანხმე, – შევაპარე.
"So give in," I hinted.
568724.
ბინდი | თავი XXIV
– მცდელობას არა უშავდა, – მან ღილაკისკენ წაიღო ხელი.
"Nice try". He reached for the button.
568725.
ბინდი | თავი XXIV
– გისმენთ! – აშიშინდა კედელზე ჩამოკიდებული რადიოგადამცემი.
"Yes?" the speaker on the wall squawked.
568726.
ბინდი | თავი XXIV
– მგონი, აჯობებს, ავადმყოფს დამამშვიდებელი გავუკეთოთ, – მას ჩემი გაბუტული მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
"I think we're ready for more pain medication," he said calmly, ignoring my furious expression.
568727.
ბინდი | თავი XXIV
– ახლავე ექთანს გამოვგზავნი, – უხალისოდ გვაცნობა ხმამ.
"I'll send in the nurse". The voice sounded very bored.
568728.
ბინდი | თავი XXIV
– არაფერსაც არ დავლევ, – დავიმუქრე ჩემთვის.
"I won't take it," I promised.
568729.
ბინდი | თავი XXIV
– არა მგონია, აბები დაგალევინონ.
"I don't think they're going to ask you to swallow anything".
568730.
ბინდი | თავი XXIV
გული ამიფანცქალდა.
My heart rate started to climb.
568731.
ბინდი | თავი XXIV
მან ჩემი აღელვებული გამომეტყველება დაინახა და ამოიოხრა.
He read the fear in my eyes, and sighed in frustration.
568732.
ბინდი | თავი XXIV
– ბელა, ავად ხარ, გამოსაჯანმრთელებლად სიმშვიდე გჭირდება. რატომ ხარ ასეთი გაუგონარი?
"Bella, you're in pain. You need to relax so you can heal. Why are you being so difficult?"
568733.
ბინდი | თავი XXIV
ნემსს აღარ გაგიკეთებენ.
They're not going to put any more needles in you now.
568734.
ბინდი | თავი XXIV
მან ჩაიცინა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
Then he smiled his crooked smile, and took my face between his hands.
568735.
ბინდი | თავი XXIV
– უკვე გითხარი, რომ არსად არ წავალ.
"I told you I'm not going anywhere."
568736.
ბინდი | თავი XXIV
ნუ გეშინია.
Don't be afraid.
568737.
ბინდი | თავი XXIV
სანამ შენ არ მეტყვი, გვერდიდან არ მოგცილდები.
As long as it makes you happy, I'll be here.
568738.
ბინდი | თავი XXIV
საპასუხოდ მეც გავუღიმე, რაც დიდ ძალისხმევად დამიჯდა.
I smiled back, ignoring the ache in my cheeks.
568739.
ბინდი | თავი XXIV
– გამოდის, რომ სამუდამოდ ჩემ გვერდით მოგიწევს ყოფნა.
"You're talking about forever, you know".
568740.
ბინდი | თავი XXIV
– ოჰ, ეს ხომ მხოლოდ დროებითი გატაცებაა. ნახავ, მალე დაგავიწყდები.
"Oh, you'll get over it — it's just a crush".