მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568861.
ბინდი | თავი XXIV
– წინ მთელი საღამოა, – გამაფრთხილა და ძველმოდურ სტილში, ელეგანტურად მოცეკვავე მის და-ძმებს ჩვენც შევუერთდით.
"I've got all night," he warned. Eventually he towed me out to where his family was twirling elegantly — if in a style totally unsuitable to the present time and music.
568862.
ბინდი | თავი XXIV
– ედუარდ, – დაბნეულმა ხრინწიანად წამოვიძახე, – ცეკვა მართლა არ შემიძლია!
"Edward". My throat was so dry I could only manage a whisper. "I honestly can't dance!"
568863.
ბინდი | თავი XXIV
– ნუ ღელავ, სულელო, – ჩურჩულით დამამშვიდა, – სამაგიეროდ, მე შემიძლია.
"Don't worry, silly," he whispered back. "I can".
568864.
ბინდი | თავი XXIV
– ჩემი ხელები თავის მხრებზე შემოიწყო, მსუბუქად ამწია და თავის ტერფებზე დამაყენა. მომდევნო წამს, ჩვენც წრეზე ვტრიალებდით.
He put my arms around his neck and lifted me to slide his feet under mine. And then we were whirling, too.
568865.
ბინდი | თავი XXIV
– თავი ხუთი წლის ბავშვი მგონია, – გამეცინა „ცეკვისას“.
"I feel like I'm five years old," I laughed after a few minutes of effortless waltzing.
568866.
ბინდი | თავი XXIV
– ხუთი წლისას არ ჰგავხარ, – თავისკენ მიმიზიდა ედუარდმა ისე, რომ ჩემი ფეხი მის ტერფებს მოსწყდა, და წამით ჰაერში დავეკიდე.
"You don't look five," he murmured, pulling me closer for a second, so that my feet were briefly a foot from the ground.
568867.
ბინდი | თავი XXIV
შემოტრიალებისას ელისმა დამინახა და გასამხნევებლად გამიღიმა; მეც ღიმილით ვუპასუხე.
Alice caught my eye on a turn and smiled in encouragement — I smiled back.
568868.
ბინდი | თავი XXIV
– არც ისე ცუდი ყოფილა, – გამოვტყდი.
"Okay, this isn't half bad," I admitted.
568869.
ბინდი | თავი XXIV
თუმცა, ედუარდს ჩემთვის არ ეცალა. გაბრაზებული კარისკენ იყურებოდა.
But Edward was staring toward the doors, and his face was angry.
568870.
ბინდი | თავი XXIV
– რა ხდება? – წრეზე ტრიალისას თავბრუ დამესხა, მაგრამ მის მზერას როგორღაც თვალი გავაყოლე და ჯეიკობ ბლექი დავინახე.
"What is it?" I followed his gaze, disoriented by the spinning, but finally I could see what was bothering him.
568871.
ბინდი | თავი XXIV
გრძელსახელოიანი პერანგი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა, გადატკეპნილი თმა უკან ცხენის კუდივით შეეკრა. ჯეიკობი მოცეკვავეებს შორის მოიკვლევდა გზას.
Jacob Black, not in a tux, but in a long-sleeved white shirt and tie, his hair smoothed back into his usual ponytail, was crossing the floor toward us.
568872.
ბინდი | თავი XXIV
რატომღაც შემეცოდა ჯეიკობი.
I couldn't help but feel bad for Jacob.
568873.
ბინდი | თავი XXIV
აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს, თითქოს რაღაც აწუხებსო.
He was clearly uncomfortable — excruciatingly so.
568874.
ბინდი | თავი XXIV
როცა დამინახა, დარცხვენილმა ჩაქინდრა თავი.
His face was apologetic as his eyes met mine.
568875.
ბინდი | თავი XXIV
ედუარდმა ძალიან ჩუმად დაიღრინა.
Edward snarled very quietly.
568876.
ბინდი | თავი XXIV
– წესიერად! – ჩავისისინე.
"Behave!" I hissed.
568877.
ბინდი | თავი XXIV
– შენთან საუბარი სურს, – მკვახედ წამოიძახა ედუარდმა.
Edward's voice was scathing. "He wants to chat with you".
568878.
ბინდი | თავი XXIV
ჯეიკობი მოგვიახლოვდა, მისი დამწუხრებული სახე უფრო ცხადად გამოიკვეთა.
Jacob reached us then, the embarrassment and apology even more evident on his face.
568879.
ბინდი | თავი XXIV
– სალამი ბელა, კარგია, რომ გიპოვე, – ისეთი ხმით მითხრა, თითქოს კარგი კი არა, ცუდი იყო, რომ მიპოვა.
"Hey, Bella, I was hoping you would be here". Jacob sounded like he'd been hoping the exact opposite.
568880.
ბინდი | თავი XXIV
ოღონდ, ჩვეულებისამებრ, თბილად გამიღიმა.
But his smile was just as warm as ever.