მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568901.
ბინდი | თავი XXIV
– მაშინ, რაც სათქმელი გაქვს, მითხარი. ძალიან მინდა, რომ მანქანის აწყობა დაასრულო, – გავუღიმე.
"Tell me, then. I want you to get your car finished". I grinned back.
568902.
ბინდი | თავი XXIV
საბედნიეროდ, ჯეიკობს ამ თქმულებების არ სჯეროდა და ეს სიტუაციას უფრო აიოლებდა.
At least Jacob didn't believe any of this. It made the situation a bit easier.
568903.
ბინდი | თავი XXIV
კედელს მიყრდნობილი ედუარდი არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მაკვირდებოდა.
Against the wall, Edward was watching my face, his own face expressionless.
568904.
ბინდი | თავი XXIV
– ოღონდ არ გაბრაზდე, რა! – შენზე რატომ უნდა გავბრაზდე, ჯეიკობ? – დავაწყნარე, – არც ბილზე გავბრაზდები. უბრალოდ, მითხარი, რაც დაგაბარა.
"Don't get mad, okay?" "There's no way I'll be mad at you, Jacob," I assured him. "I won't even be mad at Billy. Just say what you have to".
568905.
ბინდი | თავი XXIV
– მოკლედ, ბელა, ცოტა სულელურად კი ჟღერს, მაგრამ ასე მითხრა, ბელას ჩემი სახელით უმორჩილესად სთხოვე, შეყვარებულს დაშორდესო.
"Well — this is so stupid, I'm sorry, Bella — he wants you to break up with your boyfriend. He asked me to tell you 'please.'"
568906.
ბინდი | თავი XXIV
– ისევ იმ ცრურწმენების გამო, არა?
"He's still superstitious, eh?"
568907.
ბინდი | თავი XXIV
ჯეიკობმა წინადადების დასრულება ვერ გაბედა.
Jacob trailed off self-consciously.
568908.
ბინდი | თავი XXIV
– მე კიბეზე დავგორდი, – თვალები მოვჭუტე.
My eyes narrowed. "I fell".
568909.
ბინდი | თავი XXIV
– ვიცი, – სწრაფად წამოიძახა, – მაგრამ ბილი ფიქრობს, რომ ამ უბედურ შემთხვევაში ედუარდიცაა გარეული, – ეს უკვე შეკითხვა არ იყო და, მიცემული პირობის მიუხედავად, მაინც გავბრაზდი.
"I know that," Jacob said quickly. "He thinks Edward had something to do with me getting hurt". It wasn't a question, and despite my promise, I was angry.
568910.
ბინდი | თავი XXIV
ჯეიკობს ჩემთვის თვალის გასწორების რცხვენოდა.
Jacob wouldn't meet my eyes.
568911.
ბინდი | თავი XXIV
– მისმინე, ჯეიკობ. ვიცი, ბილი არ დაიჯერებს, მაგრამ, მინდა, რომ შენ იცოდე, – იმდენად სერიოზული ხმით ვთქვი, რომ ჯეიკობმა თავი ასწია, – ედუარდმა სიკვდილს გადამარჩინა.
"Look, Jacob, I know Billy probably won't believe this, but just so you know" — he looked at me now, responding to the new earnestness in my voice — "Edward really did save my life."
568912.
ბინდი | თავი XXIV
ედუარდი და მამამისი რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი.
If it weren't for Edward and his father, I'd be dead.
568913.
ბინდი | თავი XXIV
– ვიცი, – ჩემმა გულწრფელმა სიტყვებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
"I know," he claimed, but he sounded like my sincere words had affected him some.
568914.
ბინდი | თავი XXIV
– ვწუხვარ, რომ ასეთ უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდი, ჯეიკობ, – მოვუბოდიშე, – სამაგიეროდ, დაპირებულ მანქანის ნაწილებს მიიღებ, არა? – ჰო, – ჩაიბუტბუტა.
"Hey, I'm sorry you had to come do this, Jacob," I apologized. "At any rate, you get your parts, right?" "Yeah," he muttered.
568915.
ბინდი | თავი XXIV
– კიდევ რამის თქმა გინდოდა?
"There's more?"
568916.
ბინდი | თავი XXIV
– არა, დაივიწყე, – ჩუმად ჩაიბურტყუნა, – სადმე მუშაობას დავიწყებ და ფულს შევაგროვებ.
"Forget it," he mumbled, "I'll get a job and save the money myself".
568917.
ბინდი | თავი XXIV
– ჯეიკობ, ამოღერღე, – დაჟინებით მოვთხოვე.
I glared at him until he met my gaze. "Just spit it out, Jacob".
568918.
ბინდი | თავი XXIV
– არ მოგეწონება... – არა უშავს, მითხარი!
"It's so bad". "I don't care. Tell me."
568919.
ბინდი | თავი XXIV
– კარგი... ოჰ, ღმერთო, რა სისულელეა, – თავი გაიქნია, – ასე დამაბარა, ბელას გადაეცი, არა, გააფრთხილე, რომ ჩვენ... დიახ, ჩვენო, ოღონდ მე ნუ მიმათვლი... ჩვენ თვალყურს ვადევნებთო, – ფრთხილად შემომხედა ჩემი რეაქციის შესაფასებლად.
"Okay, but, geez, this sounds bad". He shook his head. "He said to tell you, no, to warn you, that — and this is his plural, not mine. 'We'll be watching.'" He watched warily for my reaction.
568920.
ბინდი | თავი XXIV
ხმამაღლა გამეცინა.
I laughed out loud.