მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569061.
ბიოლოგია | თავი XXXV
მთელი რიგი ცილის მაკოდირებელი გენები Arabidopsis-ში კონკურენციას უწევს ადამიანისა და სხვა რთული ცხოველების გენებს.
The number of protein-coding genes in Arabidopsis rivals that of humans and other complex animals.
569062.
ბიოლოგია | თავი XXXV
გაგაოცათ ამ აღმოჩენამ?
Did that discovery surprise you?
569063.
ბიოლოგია | თავი XXXV
ნამდვილად არა.
Not really.
569064.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვინაიდან მცენარეები უმოძრაონი არიან, მათ გარემო პირობების სტრესებზე ძალიან მრავალფეროვანი საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეთ.
Because plants are immobile, they have to be very versatile in their ability to respond to environmental stresses.
569065.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარეები ძალიან სრულყოფილი უნდა იყონ, რათა გადარჩნენ, რადგან მათ გაქცევა არ შეუძლიათ.
Plants have to be exquisite to survive because they can't run.
569066.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამას კი დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ცილა ესაჭიროება, მათ შორის მრავალი მათგანი მხოლოდ მცენარეებში გვხვდება.
This requires a lot of different kinds of proteins, including many that are unique to plants.
569067.
ბიოლოგია | თავი XXXV
აქვს თუ არა - Arabidopsis-ზე ჩატარებულ სამუშაოებს მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო გამოყენება?
Are there important agricultural applications from all this work on Arabidopsis?
569068.
ბიოლოგია | თავი XXXV
დიახ, რადგან Arabidopsis მოსახერხებელი მოდელური ორგანიზმია მნიშვნელოვანი პროცესების შესასწავლად ყველა მცენარეში, მათ შორის მარცვლოვნებში.
Yes, because Arabidopsis is such a convenient model organism for studying processes that are important in all plants, including crop plants.
569069.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგალითად, სიცივისა და პათოგენების მიმართ მდგრადობა ის ორი დეტალია, რომლებიც მარცვლოვნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
For example, resistance to cold and resistance useful to pathogens are two traits that are very in crop plants.
569070.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგრამ ამ დეტალების ანალიზი გაცილებით იოლია Arabidopsis-ში.
But such traits are much easier to analyze in Arabidopsis.
569071.
ბიოლოგია | თავი XXXV
ასე რომ, თუ ჯერ გარკვეული გენებისა და რეგულატორული მეტაბოლური გზების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომლებიც ხელს შეუწყობს Arabidopsis-ს წინააღმდეგობა გაუწიოს გარემოს სტრესს, შემდეგ ჩვენ უკვე შევძლებთ ეს ცოდნა მარცვლოვანი მცენარეების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ.
So, if we first identify certain genes and regulatory pathways that can help Arabidopsis resist environmental stress, we can then transfer some of that knowledge to improve crop plants.
569072.
ბიოლოგია | თავი XXXV
რაზეა ფოკუსირებული საკუთრივ თქვენი ლაბორატორიული კვლევა?
What is the focus of your own lab's research?
569073.
ბიოლოგია | თავი XXXV
დიდი ხნის მანძილზე ჩემი ლაბორატორიის ჯგუფი უჯრედის ვეზიკულებსა და ვაკუოლებში მოლეკულების ტრანსპორტირებაზე მუშაობდა.
For a long time, my lab group has worked on the trafficking of molecules through the cell's vesicles and vacuoles.
569074.
ბიოლოგია | თავი XXXV
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ კიდევ ერთი პროექტი დავამატეთ: უჯრედის კედლის სინთეზი მცენარეებში.
And in the last few we've added another project, the synthesis of the cell wall in plants.
569075.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვაკუოლებსა და უჯრედის კედლებს უნიკალური მცენარე-სპეციფიკური ფუნქცია აქვთ და ისინი არსებითია მცენარის სიცოცხლისთვის.
Vacuoles and cell walls have unique plant-specific functions and are essential for plant life.
569076.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამდენად, მე ძალზე დაინტერესებული ვარ ამ მექანიზმების სრულად გაგებით.
I therefore am very interested in fully understanding these mechanisms.
569077.
ბიოლოგია | თავი XXXV
უკანასკნელ წლებში თქვენი გავლენა გასცდა თქვენი ლაბორატორიის ფარგლებს და მცენარეული უჯრედის ბიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელობამდე გაფართოვდა.
In recent years, your influence has extended beyond your own lab to a leadership role in the international community of plant cell biologists.
569078.
ბიოლოგია | თავი XXXV
რატომ ფიქრობთ, რომ ეს გაზრდილი როლი ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია თქვენი კარიერისთვის?
Why do you think this expanded role is important at this stage in your career?
569079.
ბიოლოგია | თავი XXXV
პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ ჩემი კვლევები ლაბორატორიაში ჩემს ჯგუფთან ერთად კვლავ ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია.
Well, first of all, I want to make it clear that my research with my own lab group is still my number-one priority.
569080.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდები, რომ მიღებული გამოცდილება საშუალებას გაძლევს მეტი გააკეთო სამეცნიერო საზოგადოებისთვის შენს სფეროში.
But with time, you start to realize that you have experience that enables you to do more for the science community in your field.