მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569121.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფოთლის შემცირებული ზომა და, აქედან გამომდინარე, მისი ზედაპირი, წყლის დანაკარგს ამცირებს.
This reduction in leaf size, and thus in surface area, results in reduced water loss.
569122.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფოთლის ამგვარმა ადაპტაციამ გაზარდა გადარჩენის ალბათობა და უდაბნოს გარემოში გამრავლება გააიოლა.
These leaf adaptations have enhanced survival and reproductive success in the desert environment.
569123.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ თავში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რისგან შედგება მცენარის ორგანიზმი, ხოლო განყოფილების დანარჩენი ნაწილი მცენარის ბიოლოგიას ეთმობა.
This chapter focuses on how the body of a plant is formed, setting the stage for the rest of this unit on plant biology.
569124.
ბიოლოგია | თავი XXXV
29-ე და 30-ე თავებში აღწერილია ხავსისმაგვარების, უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეების, შიშველთესლოვნებისა და ფარულთესლოვნების ევოლუცია და დახასიათება.
Chapters 29 and 30 described the evolution and characteristics of bryophytes, seedless vascular plants, gymnosperms, and angiosperms.
569125.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს თავი და მე-6 განყოფილება ძირითადად ჭურჭლოვან მცენარეებზეა ფოკუსირებული – განსაკუთრებით ფარულთესლოვნებზე, რადგან ყვავილოვანი მცენარეები მცენარეთა სახეობების დაახლოებით 90%-ს შეადგენს და ხმელეთის თითქმის ყველა ტროპული დამოკიდებულების საფუძველს წარმოადგენს.
This chapter and Unit Six in general focus mainly on vascular plants-especially angiosperms because flowering plants comprise about 90% of plant species and are the base of nearly every terrestrial food web.
569126.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვინაიდან დედამიწის მოსახლეობა იზრდება და მისი საკვებით, საწვავით, ბოჭკოთი, წამლებით, ხის მასალითა და ქაღალდით უზრუნველსაყოფად მცენარეებზე მოთხოვნა არასდროს ყოფილა ასე დიდი; ამდენად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ იზრდება და ვითარდება მცენარე.
As the world's population increases, the need for plants to supply food, fuel, dofiber, medicine, lumber, and paper has never been greater heightening the importance of understanding how plants grow and develop.
569127.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის ორგანიზმს ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების იერარქია აქვს.
The plant body has a hierarchy of organs, tissues, and cells.
569128.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარეებს, ცხოველთა უმრავლესობის მსგავსად, აქვს ორგანოები, რომლებიც სხვადასხვა ქსოვილებისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ, უჯრედებისგან არის წარმოქმნილი.
Plants, like multicellular animals, have organs composed of different tissues, and these tissues are composed of cells.
569129.
ბიოლოგია | თავი XXXV
ქსოვილი უჯრედთა ჯგუფია, რომელსაც საერთო ფუნქცია ან სტრუქტურა აქვს, ან ორივე საერთო აქვს.
A tissue is a group of cells with a common function, structure, or both.
569130.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების იერარქიის განხილვისას, ჩვენ ყურადღებას ჯერ ორგანოებზე, მცენარის სტრუქტურის დამახასიათებელ ნიშნებზე გავამახვილებთ, რომლებზეც დაკვირვება უფრო იოლია.
An organ consists of several types of tissues that together carry out particular functions. In looking at the hierarchy of plant organs, tissues, and cells, we will focus first on organs as the most readily observable features of plant structure.
569131.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის სამი ძირითადი ორგანო: ფესვი, ღერო და ფოთოლი.
The Three Basic Plant Organs: Roots, Stems, and Leaves.
569132.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჭურჭლოვანი მცენარეების მორფოლოგიაში ძირითადად აისახება მათი, როგორც ხმელეთის ორგანიზმების ევოლუციის ისტორია, რომლებიც ორ ძალიან განსხვავებულ პირობებში – მიწისზედა და მიწისქვეშა გარემოში ბინადრობენ და მოიპოვებენ რესურსებს.
The basic morphology of vascular plants reflects their evolutionary history as terrestrial organisms that inhabit and draw resources from two very different environments-below-ground and above-ground.
569133.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარეები წყალსა და მინერალებს მიწის ქვემოდან შთანთქავენ, ხოლო CO2-სა და სინათლეს – მიწის ზემოდან.
Plants must absorb water and minerals from below the ground and CO2 and light from above the ground.
569134.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ რესურსების განაწილების ევოლუციურ გადაწყვეტას წარმოადგენს სამი ძირითადი ორგანოს: ფესვის, ღეროსა და ფოთლის განვითარება.
The evolutionary solution to this separation of resources was the development of three basic organs: roots, stems, and leaves.
569135.
ბიოლოგია | თავი XXXV
ისინი ფესვთა სისტემად და ღეროთა სისტემად არის ორგანიზებული. ეს უკანასკნელი შედგება ღეროსა და ფოთლებისგან.
They are organized into a root system and a shoot system, the latter consisting of stems and leaves.
569136.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ფარულთესლოვნებისა და სხვა ჭურჭლოვანი მცენარეების არსებობა მთლიანად ამ ორ სისტემაზეა დამოკიდებული.
With few exceptions, angiosperms and other vascular plants rely completely on both systems for survival.
569137.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვები, ჩვეულებრივ, არ არის მაფოტოსინთეზირებელი და რომ არა ღეროთა სისტემიდან იმპორტირებული ორგანული საკვები, იგი იშიმშილებდა.
Roots are typically nonphotosynthetic and would starve without the organic nutrients imported from the shoot system.
569138.
ბიოლოგია | თავი XXXV
და პირიქით, ღეროთა სისტემა დამოკიდებულია წყალსა და მინერალებზე, რომლებსაც ფესვები ნიადაგიდან შთანთქავს.
Conversely, the shoot system depends on the water and minerals that roots absorb from the soil.
569139.
ბიოლოგია | თავი XXXV
მოგვიანებით, ამ თავში, ვეგეტატიური ყლორტების (ყლორტები, რომლებიც არ მრავლდება) რეპროდუქციულ ღეროებად გარდაქმნას განვიხილავთ.
Later in the chapter, we will discuss the transition from vegetative shoots (shoots that are nonreproductive) to reproductive shoots.
569140.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფარულთესლოვნებში, ყვავილები რეპროდუქციულ ყლორტებს წარმოადგენს, რომლებიც სქესობრივი გამრავლებისთვის ძლიერ მოდიფიცირებული ფოთლებისგან შედგება.
In angiosperms, the reproductive shoots are flowers, which are composed of leaves that are highly modified for sexual reproduction.